კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეძებს 70 წლის კაცი დაკარგულ ბიძაშვილს კრივოი როგში

 

70 წლის რომან  გემაზაშვილი ეძებს: 54 წლის დავით (დათო) გემაზაშვილს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ბიძაშვილს, 54 წლის დავით (დათო) ანზორის ძე გემაზაშვილს. დათო 1999 წელს სამსახურის საშოვნელად საქართველოდან უკრაინაში წავიდა, ქალაქ კრივოი როგში. მასთან კავშირი დაახლოებით 2000 წელს გაწყდა. არავინ არაფერი ვიცით, მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფლის შესახებ. დიდი იმედი მაქვს, რომ დამეხმარებით ბიძაშვილის მოძებნაში.

– როგორ დაკარგეთ ბიძაშვილებმა ერთმანეთი? მოგვიყევით ყველაფერი, რაც დავითზე იცით.

– დავითი ჩემი ბიძაშვილია მამის მხრიდან. ის  1958 წელს დაიბადა, თელავის რაიონში სოფელ წინანდალში. ჰყავს დედა – ჟუჟუნა შიუკაშვილი, ბიძაჩემი კი ცოცხალი აღარაა. დავითის მეუღლეა მარინა ჩიკვილაძე, შვილები – ანზორი და თაკო გემაზაშვილები. ამჟამად შვილები უკვე დიდები არიან. ერთ-ერთი სტუდენტია. მოგეხსენებათ, 1999 წელს რა დრო იყო. სამსახურის შოვნა ძალიან ჭირდა, დავითმა გადაწყვიტა, სამსახურის საშოვნელად უკრაინაში წასულიყო. თავისი გეგმები ჰქონდა და იმედოვნებდა, რომ საქმეს ააწყობდა. უკრაინაში ის კრივოი როგში ცხოვრობდა. იქიდან, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გვიკავშირდებოდა. შემდეგ კი როდესაც ჩვენ დავრეკეთ იმ ტელეფონის ნომერზე, საიდანაც ის გვირეკავდა ხოლმე, ვიღაც ქალმა გვიპასუხა. მან თქვა, რომ დათო იქ აღარ ცხოვრობს და სადღაც, სხვაგან გადავიდა, მან კი არ იცის, მისი ადგილსამყოფელი. ყველანი ძალიან განვიცდით, რომ დათოს ამდენი წლის განმავლობაში ვერ ვუკავშირდებით, ძალიან გვინდა მისი პოვნა და იმის გაგება, როგორ არის ამჟამად და რა არის ამდენი ხნის განმავლობაში მისი გაუჩინარების მიზეზი.

– მარტო წავიდა თქვენი ბიძაშვილი უკრაინაში, ვინმე თუ ჰყავდა იქ თავისიანი?

– დათო მარტო არ წასულა, მასთან ერთად უკრაინაში  კიდევ ერთი კაცი იმყოფებოდა. რახანია, ჩამოვიდა საქართველოში, მაგრამ არც იმ კაცმა იცის დათოს ადგილსამყოფელი. მისი თქმით, მათი გზები დიდი ხანია, გაიყარა. მას ჩამოსვლა მოუწია, დათო კი კრივოი როგში დარჩა. უკრაინიდან ის არა მგონია, სხვაგან წასულიყო, რადგან არსად არავინ ჰყავდა.

– რას საქმიანობდა უკრაინაში თქვენი ბიძაშვილი?

– დანამდვილებით ვერ გეტყვით, თუ რით იყო დაკავებული კონკრეტულად, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, წაღებული ჰქონდა ღვინის მომზადების ნიმუშები და იქ თავისი საქმის დაწყებას, ქარხნის გახსნასაც კი აპირებდა. ვერ გეტყვით, გამოუვიდა თუ არა ჩემს ბიძაშვილს ეს საქმე, მაგრამ ჩვენ ის გვაწუხებს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში არავის აღარ გვეკონტაქტება.

– პირადად თქვენ, რა გგონიათ, რა არის ამდენი ხნის განმავლობაში მასთან კავშირის გაწყვეტის მიზეზი?

– ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ამდენი წლის განმავლობაში მას შეეძლო დაერეკა, წერილი მოეწერა ან ჩამოსულიყო, მით უმეტეს, რომ  ჩვენთან მისამართი არავის შეუცვლია. იმედია, დათო კარგად და ჯანმრთელადაა და ჩვენ რომ არ გვიკავშირდება, უბრალოდ, რაღაც შემთხვევითობის ბრალია. დიდი იმედი მაქვს, თქვენი დახმარებით, მას ვიპოვით. ფოტო, რომელზეც დათოა, შედარებით ახალია. ანუ, იმ ფოტოებიდან, რაც ჩემს ხელთაა, ეს ყველაზე გვიან არის გადაღებული. ვიცი, რომ გყავთ დამხმარეები, რომლებიც უანგაროდ იღვწიან იმისთვის, რომ ადამიანებს ერთმანეთი აპოვნინონ და უკრაინაშიც გყავთ ასეთი ხალხი, იმედია, ისინი იპოვიან ჩვენს დათოს.

– მისი ოჯახი თუ ეძებს მას?

– რა თქმა უნდა, ეძებენ, მაგრამ, უშედეგოდ. მის ვაჟს ცოტა ხანში ცოლი მოჰყავს და ძალიან კარგი იქნებოდა, დათო მანამდე გვეპოვა. ყველანაირად შევეცდებოდით, მასთან დაკავშირებას. ადამიანის პოვნა არც ისე ადვილია. როგორ უნდა მოაგვარონ მათ ეს საკითხი საქართველოდან, არ ვიცი.

– როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა, რომ თქვენი ბიძაშვილი ცუდ წრეში მოხვედრილიყო?

– დათო ძალიან კეთილშობილი პიროვნებაა და რამდენადაც მე მას ვიცნობ, ასეთ ხალხს თავს აარიდებდა. პირადად მე, მაინც იმას ვფიქრობ, რომ ის არ გვირეკავს და ვერ გვიკავშირდება სულ სხვა მიზეზით. შეიძლება, მას ამის საშუალება არ აქვს.

– როგორ და როდის გადაწყვიტეთ ბიძაშვილის მოძებნა?

– სიმართლე გითხრათ, დათოს მოძებნას მას შემდეგ ვცდილობ, რაც მასთან კავშირი გაწყდა და ის ჩვენ აღარ გვირეკავდა. უბრალოდ, არ ვიცოდი, ეს როგორ მომეხერხებინა, ვისთვის მიმემართა, რა ხერხებით მეცადა მისი მოძებნა. შემდეგ კი წავიკითხე თქვენი რუბრიკა და თქვენთან დაკავშირება ვცადე. დიდი იმედი მაქვს, რომ დათოს გვაპოვნინებთ.

 

скачать dle 11.3