კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტალინი ორეულების აუცილებლობაში ძერჟინსკიმ დაარწმუნა

 

საერთოდ,  როგორც წესი, სახელმწიფოს პირველი პირის ორეულების შესახებ, მათი სიკვდილის შემდეგ ხდება ცნობილი. მათ სიცოცხლეში ამის შესახებ ერთეულებმა, მხოლოდ განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილმა პირებმა იციან. ხანდახან გასაიდუმლოებულ თემებს სახალისო კურიოზებიც მოყვება, თუნდაც ისეთი, როგორსაც სერგეი კრასიკოვი იხსენებდა. ოფიცერი,  რომელმაც კრემლის დაცვაში არაერთი ათეული წელი იმსახურა, ერთი რიგითი რუსი მუჟიკი გახლდათ, რომელიც ყველას უყვებოდა როგორი იუმორის გრძნობა ჰქონდა სტალინს და არც მისი ხუმრობების შესახებ ისტორიებს ივიწყებდა. 

ერთ-ერთი ახალი წლის  შემდეგ, საღამოს 18 საათსა  და 30 წუთზე, გენერალისიმუსი  სამთავრობო შენობის პირველი  სადარბაზოდან გამოვიდა  და პილიტბიუროს წევრებთან  ერთად, საზეიმო წვეულებაში მონაწილეობის მისაღებად, კრემლის სვეტებიანი დარბაზისკენ  გაემართა. საშინელი ქარბუქი იყო, თოვლის ფანტელებისგან  თავი რომ დაეცვა, სტალინი  თავდახრილი მოდიოდა. იმავდროულად, იმავე შენობის მესამე  სადარბაზოდან, პირადი მცველის, – ხრუსტალიოვის თანხლებით, კიდევ ერთი  სტალინი გამოვიდა და იმავე მიმართულებით წავიდა. კრემლის საიდუმლო დაცვის სამსახური  პანიკამ მოიცვა, რადგან ორეულების შესახებ მაშინ არაფერი იცოდნენ. ბუნებრივია, ეს სახელმწიფო საიდუმლოება იყო. ამიტომ, დაცვის „საზრიანმა“ თანამშრომლებმა პოლიტბიუროს წევრების დელეგაციის გაცილება არჩიეს. ოპერატიული მორიგე კი, ჭკუიდან შეიშალა,  როცა შეტყობინება მიიღო, რომ  კრემლის ტერიტორიაზე ორი იოსებ ბესარიონის ძე სტალინი დადიოდა. ნამდვილმა ბელადმა ამ დროს კრემლის სასახლეს „ბლოგოვეშჩენსკის” მხრიდან შემოუარა, რა დროსაც მას გარეთ მყოფი დაცვა დახვდა.  ერთ-ერთი ოფიცერი  სახელმწიფოს მეთაურმა იცნო და მკაცრად ჰკითხა:  „ვის აცილებდით პოლიტბიუროს წევრებთან ერთად?“  – „ამხანაგ სტალინს“, უპასუხა მან. „აბა, მაშინ ვინ დგას თქვენს წინაშე?“ – ხმას აუწია ბელადმა. „ამხანაგი სტალინი“ – უპასუხა ოფიცერმა. „რამდენი ამხანაგი სტალინია კრემლში ?“ – შეუტია გენერალისიმუსმა ოფიცერს, რომელიც შიშისგან ისედაც ძლივს იდგა ფეხზე და სასახლეში შესასვლელი ჭიშკარი ხმაურით მოიხურა. რამდენი სტალინი იყო საახალწლო წვეულებაზე, ამის მოწმეები დღეს თითქმის აღარ არიან, მაგრამ დაბნეული სტუმრები იმ საღამოს დიდხანს ვერ გამოდიოდნენ შოკიდან.  1 იანვრის დილისთვის,  ბელადის საახალწლო ხუმრობის შესახებ, მთელმა ქვეყანამ შეიტყო და მოსახლეობამ გვარიანად იხალისა. სტალინის გამონათქვამები კი,  როგორც ყოველთვის მორიგ იუმორისტულ ტერმინად დამკვიდრდა და დღესაც ღირსეული ადგილი აქვს მიჩენილი რუსულ ფოლკლორში. „რამდენი ამხანაგი სტალინია კრემლში“, – ალბათ, ერთ-ერთი მათთაგანია. საერთოდ, ორეულების ტრადიციას თავისი ისტორია აქვს. თავიდან სოსო ჯუღაშვილი ამ იდეით ვერ მოიხიბლა, მაგრამ როცა 1918 წლის 20 აგვისტოს იშვიათი გარეგნობის მქონე ებრაელმა რევოლუციონერმა ქალბატონმა, კაპლანმა,  რუსეთის სახალხო კომისარიატის თავმჯდომარე,  ლენინი სასიკვდილოდ გაიმეტა (თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა), პირველმა ჩეკისტმა, ფელიქს დერჟინსკიმ,  სტალინი „ორეულების ინსტიტუტის“  შექმნის აუცილებლობაში დაარწმუნა. სამოქალაქო ომის დროს, პროლეტარიატის ბელადისთვის ასეთი კანდიდატურის შერჩევა ვერ მოხერხდა. მოგვიანებით,  საბჭოთა კავშირის დაარსების შემდეგ, იდეის განხორციელება სტალინმა მაინც შეძლო. პირველი ცდა უშედეგოდ დამთავრდა. როლი ჩრდილოკავკასიელ გლეხს, რაშიდს უნდა შეესრულებინა. სტალინს კანდიდატის ფიზიკური აღნაგობა მოეწონა, მაგრამ ორწლიანი კურსების გავლის მიუხედავად, ამ საქმიდან მაინც არაფერი გამოვიდა – რაშიდს ინტელექტი არ ეყო. ამის შემდეგ, ბელადის ძირითადი ორეული ქრისტეფორე გოლშტაბი გახდა. მათ ერთნაირი მხოლოდ სახის კანი არ ჰქონდათ (სტალინს ნაყვავილარი სახე ჰქონდა). ხარვეზი კრემლის საავადმყოფოში გამოასწორეს, სადაც კანდიდატს ექიმმა ლოყაში ნემსი გაუკეთა და ფხვნილი დააყარა. ქრისტეფორეს სახე საშინლად აეწვა, მაგრამ უთხრეს, რომ ასე იყო საჭირო, მეტიც ორი დღის განმავლობაში მას პირი არ უნდა დაებანა. ორეულის დებიუტი 1934 წელს კიროვის დასაფლავების დროს შედგა. გენერალური მდივანი, რომელიც მეგობრის ცხედარს სასაფლაომდე აცილებდა, ვერავინ იცნო მოლოტოვისა და ვოროშილოვის გარდა. მათაც არ შეიმჩნიეს, მაგრამ ყველაფერს მიხვდნენ. ბუდიონის მლიქვნელობაზე, რომელიც ცრუ ბელადს დითირამბებით ამკობდა, სიცილით იხრჩობოდნენ, მაგრამ საჭირო მომენტში, დიდი ძალისხმევის ფასად, თავი შეიკავეს. რაშიდისგან განსხვავებით, გოლშტაბმა ბრწყინვალედ შეასრულა ბელადის როლი,  რომელიც სტალინის ასლი იყო და არც სამედიცინო ჩარევა სჭირდებოდა. მეტიც, ქრისტეფორეს არტისტული ნიჭი ბელადმა დააფასა და სერიოზული როლებიც მიანდო. რამდენიმე თვის შემდეგ, მას საპატიო მისია დაევალა, 1 მაისისა და 7 ნოემბრის ზეიმებზე, მავზოლეუმის ტრიბუნაზე, გოლშტაბი იღებდა აღლუმებს და უფრო და უფრო ამართლებდა  სტალინის ნდობას. ქრისტეფორეს პირადი ცხოვრება, მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგაც უდრტვინველი და მშვიდი იყო. 1942 წელს კი მას სახიფათო ამოცანის შესრულება დაავალეს – გერმანელებმა მოსკოვში დივერსიული ჯგუფი შეაგზავნეს, რომელთაც სტალინის ლიკვიდაცია პირადად ფიურერისგან ჰქონდათ ნაბრძანები. ორეულს მათი ყურადღება უნდა მიექცია, რომ დარტყმა საკუთარ თავზე აეღო. ამისთვის ის სტალინის შინელში გამოაწყვეს, კრემლის სპეცნომრიან მანქანაში ჩასვეს და ყოველდღე ატარებდნენ სტალინის მარშრუტით: კრემლი – ზუბალოვის აგარაკი. ორეულს ჩვეულებრივი დაცვა ახლდა თან, რომელთაც არაფერი იცოდნენ. ქრისტეფორე გოლშტაბის ომის შემდგომი ბიოგრაფია საიდუმლოებითაა მოცული. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფაშისტური გერმანიის განადგურების შემდეგ, მისი ადგილი ვინიცელმა ევსეი ლუბიცკიმ დაიკავა. როდის და სად იპოვეს ჩეკისტებმა ეს პიროვნება, არავინ იცის. ისევე, როგორც ის, თუ სად და როგორ მომზადდა  ლუბიცკი ამ ამპლუისთვის. მაგრამ, მრავალი წლის შემდეგ აღმოჩნდა მოწმე, რომელიც ისტორიულ ფაქტს შეესწრო – ბელადი გამოცდას იბარებდა, მას ორეული ისე მოეწონა, რომ სუფრასთან მიიწვია და კონიაკიც შესთავაზა. ამჯერად დებიუტი შოტლანდიელი მაღაროელების დელეგაციასთან შედგა. მათ ცოცხალი სტალინი არასდროს ენახათ, ამიტომ, შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა. ამის შემდეგ ბელადმა მას „საშინაო დავალებები“ მისცა. სოსო ჯუღაშვილი ფარულად უთვალთვალებდა საკუთარ „თავს“, ანუ ორეულს, მაშინაც, როცა ეჟოვი მასთან მოხსენებით მოდიოდა და ნამდვილ  პატრონს ვერ სცნობდა  და მაშინაც, როცა პოლიტბიუროს სხვა  წევრები აკითხავდნენ. სტალინს  მიაჩნდა, რომ „გვერდიდან“  მათი ცქერა მისთვის საჭირო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლეოდა. ლუბიცკიმ ყველა  მოლოდინს გადააჭარბა. მას  ბელადი მავზოლეუმის ტრიბუნასაც ანდობდა საზეიმო ცერემონიების დროს. ორეული გათამამდა და თავს საკუთარი შეხედულებებით  მოქმედების უფლება მისცა. მეტიც, უცხოეთის დელეგაციებთან  შეხვედრის დროსაც კი, მიღებებზე, დამოუკიდებელ მოსაზრებებს  გამოთქვამდა. რეაქციაც ადეკვატური იყო, უკმაყოფილება ზოგიერთმა  ხელმძღვანელმა მუშაკებმა  გამოთქვეს: სტალინის დაცვის უფროსმა, გენერალმა ვლასიკმა, მოლოტოვმა, კაგანოვიჩმა, ვოროშილოვმა  და ხრუშჩოვმა. ყველაზე უფრო მათ იმის ეშინოდათ, რომ  ბელადი ლუბიცკის მათზე მეტად  ენდობოდა. ორეულს მათ „პოლიტიკური  ვენდეტა“ მოუწყვეს. სტალინის სიკვდილამდე რვა თვით ადრე, ლუბიცკი დააპატიმრეს „სახელმწიფო  საიდუმლოების გათქმისთვის“. არც გამოძიება ჩატარებულა და არც სასამართლო, ის პირდაპირ, უცერემონიოდ  გადაასახლეს თეთრი ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე. ბელადის სიკვდილის შემდეგ, ხრუშჩოვმა  ლუბიცკი გაათავისუფლა, თუმცა ცხოვრების უფლება მხოლოდ შუა აზიაში, ყაზახეთში მისცა. „ხალხების მამის“ ორეული 1981 წელს დუშანბეში გარდაიცვალა. ამ ორი ორეულიდან  ერთ-ერთი, კრემლის დაცვის ოფიცრის, სერგეი კრასიკოვის აზრით, სტალინის საახალწლო  ხუმრობის პერსონაჟი იყო. თუმცა, არც ის დამალა, რომ ბელადს 14-შტატიანი ორეული და სხვა შემცვლელებიც ჰყავდა. ამიტომ, არც ჩვენი სასიქადულო თანამემამულის, ღვაწლმოსილი  მსახიობის, მიხეილ გელოვანის მონაწილეობას გამორიცხავს  ამ საახალწლო ხუმრობაში. მიხეილი სტალინის როლს ბრწყინვალედ  ასრულებდა, ბელადი კი, შემთხვევას ხელიდან არასდროს უშვებდა. 

P.S  სტალინსა და მის ქალიშვილს, სვეტლანას განსაკუთრებული, სენტიმენტალური ურთიერთობები ჰქონდათ. ეს ცნობილი ფაქტია, არ ყოფილა შემთხვევა, შვილს მამისთვის რომელიმე დღესასწაული არ მიელოცა. სწორედ ასე მოიქცა სვეტლანა 1952 წლის 21 დეკემბერს, როცა მამას დაბადების დღე მიულოცა.  საინტერესოა, რომ ქალიშვილი მუდმივად აკეთებდა ჩანაწერებს დღიურში. ასეთი ჩანაწერი გააკეთა მან ამ დღის შემდეგ:  „უცნაურია, რომ მამა არ ეწევა; უცნაურია, რომ   ხელზე არ მაკოცა;  უცნაურია, რომ ვერ ვცნობ!“ დღესაც კი, კრემლის საიდუმლო სამსახურების ხელმძღვანელმა მუშაკებმა, ბრწყინვალედ იციან ორეულების საბჭოთა ვარიანტების შესახებ, მაგრამ ამდენი ხნის გასვლის შემდეგაც ინფორმაცია დახურულია. 

 

 

скачать dle 11.3