კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

 

კითხვა: მაინტერესებს ინფორმაცია ცოფთან დაკავშირებით. აცრა მხოლოდ მაშინ არის აუცილებელი, როცა ცხოველი გვიკბენს, თუ, გაკაწვრის დროსაც საჭიროა?

პასუხი: ცოფი ხელწამოსაკრავი თემა ნამდვილად არ არის. მხოლოდ კბენის შემთხვევაში კი არა, აცრის გაკეთება გაკაწვრის შემთხვევაშიც საჭიროა. ადამიანები, რომლებიც უყურადღებოდ ტოვებენ ცხოველის ნაკბენს, ხშირად სავალალო შედეგს იღებენ. ამიტომ, თუ ცხოველი შემთხვევით გაგკრავთ კბილს, ან გიკბენთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც შესაბამის მკურნალობას ჩაგიტარებთ. გახსოვდეთ, ცოფი მსოფლიო მნიშვნელობის დაავადებაა, რომლის აღმძვრელ წყაროდ ითვლება შინაური და გარეული ცხოველი. კბენის დროს ვირუსი ხვდება ქსოვილში, საიდანაც  პერიფერიული ნერვების საშუალებით მიგრირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ინკუბაციური პერიოდი მიმდინარეობს 12 დღიდან და, შეიძლება, გაგრძელდეს ერთ წლამდე, მაგრამ, ძირითადად 4-6 კვირა გრძელდება.

აღნიშნული პერიოდი მცირდება ვირუსის მაღალი კონცენტრაციის, ასევე, თავზე ან კისერზე კბენის დროს. 

კითხვა: ჩემს ძაღლს ქერტლი გაუჩნდა და ვერაფრით ვერ მოვაშორე. თუ შეიძლება, მითხარით, რა აჩენს ქერტლს და როგორ უნდა მოვაშორო?

პასუხი: ერთი და იმავე დაავადების დროს სხვადასხვა ცხოველს ქერტლი, შეიძლება, სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა სახით გაუჩნდეს. ქერტლი არ არის ცალკე დაავადება, ეს არის სიმპტომი და, შესაძლოა, სხვადასხვა დაავადების დროს წარმოიშვას, მაგალითად, პარაზიტული, სოკოვანი, ბაქტერიული, ენდოკრინული, ონკოლოგიური, ვირუსული, ასევე, კერატიზაციის დარღვევის შემთხვევაში, ცუდი მოვლა-შენახვის პირობებში და სხვა მრავალი მიზეზის გამო. რაც შეეხება მკურნალობას, უმჯობესია, სპეციალისტს მიმართოთ, რომელიც ცხოველს სათანადო დიაგნოზს დაუსვამს და მკურნალობასაც დაუნიშნავს.

კითხვა: მაინტერესებს, დაახლოებით რამდენ ხანს გრძელდება ძაღლის  ორსულობა?

პასუხი: ძაღლები მშობიარობენ ძირითადად 58-დან 63 დღემდე შუალედში. დიდი ნაყარი  ჩნდება ადრე, პატარა კი – შედარებით გვიან. პატარა ჯიშის ძუ ძაღლები მშობიარობენ 2-3 დღით ადრე.

 მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე, სეირნობისას ძუ ცდილობს, შორს არ წავიდეს; ამზადებს „ბუდეს“, უმეტესად მოუსვენრობს და პატრონის მიმართ იჩენს განსაკუთრებულ ყურადღებას და გადამეტებით მოსიყვარულე ხდება. ის ხშირად წევს. მშობიარობამდე 2-3 დღით ადრე სარძევე ჯირკვლებში დგება რძე, განსაკუთრებით – უკვე ნამშობიარებ ძუ ძაღლებში. უმჯობესია, თუ თქვენს ცხოველს 2-3 დღით ადრე გაასინჯებთ ვეტერინარს. 

 

скачать dle 11.3