კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები


კითხვა: ვიცი, რომ კანი სამი შრისგან შედგება. თუ შეიძლება, მოკლედ დამიხასიათეთ თითოეული.

პასუხი: კანი შედგება სამი ფენისგან: 1) ეპიდერმისი (გარეგანი კანი), 2) ძირითადი შრე – დერმა; 3) ჰიპოდერმა – კანქვეშა ცხიმოვანი ფენა.

ეპიდერმისი შედგება მრავალშრიანი, ბრტყელი, გარქოვანებული ეპითელური უჯრედებისგან, რომელიც, ფიზიოლოგიური კანონების თანახმად, იქერცლება და მათ ნაცვლად გვხვდება ახალი, იმავე უჯრედების შრე. ეს პროცესი ჩვენთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს (დაბანისას ეს ფენა მიჰყვება საპონს).

ეპიდერმისში არ არის სისხლძარღვები და ნერვული დაბოლოებები. მასზე იხსნება როგორც ფორები, ასევე საცხიმე ჯირკვლების სადინარები.

ეპიდერმისში არის სპეციფიკური დენდროიდული უჯრედები, სადაც ხდება კანის პიგმენტის (მელანინის) სინთეზი. მელანინი განაპირობებს კანის ფერს.

დერმა შეიცავს სისხლძარღვოვან და ნერვულ დაბოლოებებს. შედგება კოლაგენური, ელასტიკური, შემაერთებელი და კუნთოვანი ქსოვილების ბოჭკოებისგან. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ბოჭკოების მიმართულების ცოდნას, ვინაიდან ყველა პროცედურა (კრემის წასმა, პილინგი, მასაჟი და სხვა) უნდა ჩატარდეს ამ ეგრეთ წოდებული კანის ხაზების მიმართულებით.

ჰიპოდერმაში შედის ცხიმიანი ქსოვილი, შემაერთებელი ქსოვილი და კუნთოვანი ქსოვილის ბოჭკოები, რომელიც აერთებს დერმას ძვლის ზედასთან.

კითხვა: მართალია თუ არა, რომ თმა და ფრჩხილი კანის ნაირსახეობაა?

პასუხი: დიახ, მართალია. თმა შედგება: ა) ფესვისგან, რომელიც განლაგებულია ჰიპოდერმისა და დერმის ზღვარზე და ბ) დერმისგან, რომელიც განლაგებულია ეპიდერმისის ზემოთ. თმის თითოეულ ძირს კვებავს სისხლის კაპილარი და ახლავს ნერვული დაბოლოება. თმა ვითარდება ძალიან ადრე – 3 თვის ემბრიონს თითქმის მთელი სხეული ღინღლით აქვს დაფარული.

ფრჩხილიც იგივე კანის სახეცვლილებაა, სადაც გარქოვანებული ეპიდერმისი რამდენიმე ფენადაა განლაგებული და ბევრად უფრო სქელია, ვიდრე სხვაგან. ფრჩხილი მთლიანად ეპიდერმისია.

კითხვა: რა არის კამედონები და როდის ჩნდება ის კანზე?

პასუხი: კამედონები არის შავი ფერისმჭამელები. ესაა ყველაზე გავრცელებული დეფექტი. გვხვდება როგორც მშრალ, ისე ნორმალურ და ცხიმიან კანზე.

კამედონის დროს კანის ფორმები გაგანივრებულია და შევსებულია სახეშეცვლილი ცხიმით, რადგან არეულია მტვერთან და ჭუჭყთან. თითის დაჭერისას გამოდის ჭიისებრი მასა, არ მოსდევს სისხლის გამოყოფა და არა რის მტკივნეული. ხშირად ჩნდება მძიმე ლითონების შემცველი ნელსაცხებლის გამოყენების შედეგად. განლაგებულია ძირითადად შუბლზე, ცხვირსა და ნიკაპზე; იშვიათად – მკერდსა და ზურგზე. მისი წარმოქმნის ძირითადი მიზეზია ჰიგიენური ნორმების დარღვევა, შემდეგ – საოფლე და საცხიმე ჯირკვლების გააქტიურება, რაც, შესაძლოა, გამოწვეული იყოს არასწორი კვებით.

კითხვა: რა არის ჭორფლი?

პასუხი: ჭორფლი არის წვრილი პიგმენტური ლაქები. უჩნდებათ ძირითადად ქერათმიან და წითურ ადამიანებს. ფერი მონაცვლეობს ღია ყვითლიდან მუქ ყავისფრამდე. ახასიათებს გლუვი ზედაპირი, არ იქერცლება. განლაგებულია კომპაქტურად ან გაფანტულად. მუქდება გაზაფხულსა და ზაფხულში. ასაკის მატებასთან ერთად ფერმკრთალდება და ქრება.

კითხვა: რა არის მეჭეჭი – კანის დაავადება თუ ფორმაშეცვლილი ხალი? რა სახეობის მეჭეჭები არსებობს?

პასუხი: საერთო ჯამში, მეჭეჭი არის მწვავე ვირუსული დაავადება. გვხვდება ძაფისებრი, ასაკობრივი და წვეტიანი.

კითხვა: რა და რა ტიპის სახის კანი არსებობს და როგორ ხდება კანის სახეობის განსაზღვრა?

პასუხი: არსებობს მშრალი, ცხიმიანი, ნორმალური და კომბინირებული კანის ტიპები. სახეობის გასაგებად, მთელ სახეზე პირის დაბანიდან 2 საათის გასვლის შემდეგ, დაიფინეთ ქაღალდის ხელსახოცი და ყოველ მონაკვეთზე ხელი ფაქიზად დააჭირეთ. მოხსნის შემდეგ დააკვირდით ქაღალდს, სად და რა სიძლიერით დაეტყო ცხიმოვანი ლაქა: თუ ხელსახოცი სუფთაა (ცხიმოვანი ლაქების გარეშე), ესე იგი, მშრალი კანი გაქვთ; თუ თითქმის მთელი ქაღალდი დაალაქავა – ცხიმიანი; თუ ლაქები მხოლოდ გარკვეულ ადგილებზე დაეტყო –კომბინირებული, ხოლო თუ ცხიმოვანი ლაქები ძალიან მკრთალად გამოჩნდა – ნორმალური.

კითხვა: ხანდახან სახის კანი გაუხეშებული მაქვს. თუ შეიძლება, მასწავლეთ რამე ძველი, ხალხური ნიღაბი, რომელიც კანს დამირბილებს.

პასუხი: სახის კანის დასარბილებლად გთავაზობთ ანტიკური ხანის ორნაირ ნიღაბს:

1) შავი პურის გული (არ დაფხვნათ) დაალბეთ რძეში, მერე ოდნავ გაწურეთ და დაილაგეთ მთელ სახეზე (სასურველია, წამოწვეთ). 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით შესაბამისი მკვებავი.

2) 1 ცალი მოზრდილი კარტოფილი კარგად მოხარშეთ (კანიანად), გაფცქვენით და ჩასრისეთ. დაუმატეთ 2 სადილის კოვზი რძე, 1 ცალი კვერცხის გული, კარგად აზილეთ და თბილი დაიდეთ სახეზე. ზემოდან დაიფინეთ ქაღალდის ხელსახოცი ან რბილი ნაჭერი და წამოწექით. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი.


скачать dle 11.3