რა მოხდა ამ დღეს
6 თებერვალი
1191 – რომი პაპმა კლიმენტი მესამემ დააარსა ტევტონთა ორდენი.
1901 – პარიზის რკინიგზის სადგურებზე პირველად გაჩნდა ტელეფონის ჯიხურები.
1934 – ფაშისტური პუტჩის წარუმატებელი მცდელობა საფრანგეთში.
7 თებერვალი
1914 – ჩარლი ჩაპლინი პირველად გამოჩნდა ეკრანებზე თავისი ჩვეული სახით – ტროსტით, პატარა ულვაშებით, შლაპით.
1922 – მარია კიური გახდა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის პირველი წევრი ქალი.
1992 – ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში ხელი მოეწერა „ევროპის კავშირის ხელშეკრულებას“, რომელიც ითვალისწინებდა ევროპის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ახალ ეკონომიკურ სავალუტო და პერსპექტივაში პოლიტიკურ კავშირს.
8 თებერვალი
1600 – ინკვიზიციის სასამართლომ ჯორდანო ბრუნოს ცოცხლად დაწვა მიუსაჯა.
1807 – ბრძოლა პრეისიშ-ეილაუსთან. პირველი ბრძოლა, რომელიც ნაპოლეონის არმიამ ვერ მოიგო (თუმცა, არ დამარცხებულა).
1837 – დუელზე დანტესმა მოკლა პუშკინი.
1919 – გაიხსნა სამგზავრო ავიახაზი – პარიზი-ლონდონი.
1923 – ალბერტ აინშტაინი გახდა თელ-ავივის პირველი საპატიო მოქალაქე.
1924 – ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად მოიყვანეს სისრულეში სასიკვდილო განაჩენი გაზის კამერის მეშვეობით.
9 თებერვალი
1893 – „მულენ რუჟის“ სცენაზე პირველად იქნა წარმოდგენილი სტრიპტიზი.
1895 – ამერიკელმა მორგანმა გამოიგონა ფრენბურთი.
1904 – დაიწყო რუსეთ-იაპონიის ომი.
1930 – ბავარიაში შედგა პირველი ავტორბოლა ყინულზე.
1998 – ტერორისტული აქტი თბილისში, ედუარდ შევარდნაძის მოსაკლავად.
10 თებერვალი
1258 – მონღოლებმა აიღეს და გაძარცვეს ბაღდადი. დასრულდა ბაღდადის სახალიფოს ისტორია.
1635 – დაარსდა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემია.
1840 – ინგლისის დედოფალი ვიქტორია ცოლად გაჰყვა პრინც ალბერტს.
1992 – ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „ძირითადი ინსტინქტი“.
11 თებერვალი
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 660 – ლეგენდის მიხედვით, ამ დღეს პირველმა იმპერატორმა ჩიმუმ დააარსა იაპონიის სახელმწიფო.
1809 – რობერტ ფუკცინმა დააპატენტა თბომავალი.
1922 – კანადელმა მეცნიერმა ფრედერიკ ბანტინგმა აღმოაჩინა ნივთიერება ინსულინი.
1979 – ირანის რევოლუციამ დაამხო შაჰის ძალაუფლება.
1990 – 27 წლის პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოვიდა ნელსონ მანდელა.
12 თებერვალი
1561 – დაარსდა ქალაქი სანტიაგო – ჩილეს დედაქალაქი.
1908 – ლონდონიდან სტარტი აიღო პირველმა ავტორბოლამ მსოფლიოს გარშემო.
1909 – ინგლისში გამოვიდა კანონი, რომლის მიხედვითაც ჯარიმდებოდნენ მწეველ ბავშვთა მშობლები.
1955 – დაიწყო ბაიკანურის კოსმოსური სადგურის მშენებლობა.