კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი წიდებისა და ტოქსინებისგან

 

უსუფთაო ჰაერი, გაუფილტრავი (ან ცუდად გაფილტრული) სასმელი წყალი, არაჯანსაღი, ქიმიური მინარევებით სავსე საკვები პროდუქტები – ეს ყველაფერი ერთად და ცალ-ცალკე, არის იმის მიზეზი, რომ ჩვენი ორგანიზმი ათასგვარი ტოქსინებითა და წიდებით ბინძურდება, რაც, საბოლოო ჯამში, უამრავი დაავადების მიზეზი ხდება.

როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი წიდებისა და ტოქსინებისგან? ამის უამრავი მეთოდი არსებობს, რომელთაგანაც გთავაზობთ ერთ-ერთს – გოგირდის აბანოს (ან საუნას). ოღონდ, აუცილებელი პირობა ისაა, რომ თქვენს პირად ექიმს უნდა დაეკითხოთ, გაძლევთ თუ არა ჯანმრთელობა ამ პროცედურის ჩატარების უფლებას.

ცხელი ორთქლი აფართოებს კანის ფორებს, შლის და აშორებს ეგრეთ წოდებულ „მკვდარ კანს“, ახდენს კანიდან ცხიმების „ჩამორეცხვას“ და ოფლის გამოყოფის მეშვეობით, წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისა და წიდებისგან. გარდა ამისა, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს კანის სისხლით მომარაგებას, რის შედეგადაც კანის ზედაპირი სასიამოვნო ვარდისფერს იღებს.

გოგირდის აბანო, ისევე, როგორც საუნა ან რუსული აბანო, სასარგებლოა სახსრებისთვის – ცხელი ორთქლი ხსნის ტკივილს და აადვილებს მოძრაობას; წმენდს სასუნთქ გზებს, აუმჯობესებს  ნივთიერებათა ცვლას, სისხლის მიმოქცევას ფილტვებში; ავსებს სისხლს ჟანგბადით, აძლიერებს იმუნიტეტს. აბანო არაჩვეულებრივი საშუალებაა გაციების დროსაც.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ, ისინი, ვინც რეგულარულად დადიან რომელიმე სახეობის აბანოში (ცხადია, სახლში ბანაობა არ ითვლება), ნებისმიერი ეპიდემიის დროს 4-ჯერ უფრო დაცულები არიან, ანუ, მათ 4-ჯერ ნაკლებად ემუქრებათ ავად გახდომა.

 

скачать dle 11.3