კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

5-დღიანი დიეტა – „ფეხდგომელა“

 

ალბათ, მიხვდით ამ დიეტის პრინციპს: ყოველი ჯერი ფეხზე მდგარმა უნდა მიირთვათ (ოღონდ, ამის გამო, ლუკმის დაღეჭვა და გადაყლაპვა არ უნდა იჩქაროთ), შემდეგ კი, 10 წუთი მაინც, წინ და უკან იარეთ ოთახში (თუ გარეთ გასვლის დრო და საშუალება გაქვთ, უკეთესია), რომ ის რამდენიმე ლუკმაც კი, ცხიმის უჯრედებად არ იქცეს. მხოლოდ ამის მერე გაქვთ უფლება, წამოწვეთ და დაისვენოთ ან ნებისმიერ სხვა საქმეს შეუდგეთ.

რაც შეეხება რაციონს, ის შემდეგნაირად უნდა შეადგინოთ დღეების მიხედვით:

პირველი დღე

500 გრამი მოხარშული უცხიმო ხორცი (საქონლის ან ქათმის. შეგიძლიათ, 250 გრამი საქონლის და 250 გრამი ქათმის ხორცი შეურიოთ ერთმანეთს) თანაბარ ულუფებად გადაანაწილეთ მთელ დღეზე (4-5 ჯერი მაინც უნდა გამოვიდეს).

დღის განმავლობაში სითხე (უშაქრო ჩაი, სასმელი წყალი, გაზგასული მინერალური წყალი ან ახალგამოწურული ხილის ან ბოსტნეულის წვენი) – 2 ლიტრამდე.

მეორე დღე

მოამზადეთ ცოცხალი ბოსტნეულის სალათა (გათლილი კიტრი, კომბოსტო, სალათის ფოთოლი, სტაფილო, ბოლოკი, მწვანე ხახვი, ყველანაირი მწვანილი), მოასხით თითო სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და ღვინის ძმარი და მოაყარეთ ძალიან ცოტა მარილი (თუ უმარილოდ შეჭამთ, უკეთესია). სალათის წონა არ უნდა აღემატებოდეს 1 კილოგრამს და გადაანაწილეთ მთელ დღეზე 4-5 ულუფად.

სითხე – იგივე.

შეგიძლიათ, დაძინებამდე 2 საათით ადრე მიირთვათ 50 გრამი შავი (მწარე) შოკოლადის ფილა.

მესამე დღე

რძის ნაწარმი: ნახევარი ლიტრი უცხიმო მაწონი, ნახევარი კილოგრამი უცხიმო და უმარილო ყველი, 150 გრამი უცხიმო ხაჭო გადაანაწილეთ მთელ დღეზე ისევ 4-5 ჯერად, თქვენთვის სასურველი თანმიმდევრობით, ცალ-ცალკე ან პროდუქტების ერთმანეთთან შერევით.

სითხე – იგივე.

შოკოლადი – იგივე.

მეოთხე დღე

ხილი: მოამზადეთ 2 ცალი ვაშლის, 2 ცალი ბანანის, 2 ცალი მოზრდილი კივის, 2 ცალი ფორთოხლის, 2 ცალი გრეიპფრუტის სალათა და მთელი დღის განმავლობაში მიირთვით, როცა მოგესურვებათ.

სითხე – იგივე.

შოკოლადი იგივე.

მეხუთე დღე

დილით – 1 ფინჯანი უშაქრო ყავა.

მთელი დღის განმავლობაში პატარა ყლუპებით სვით თქვენთვის სასურველი ახალგამოწურული ხილისა და ბოსტნეულის წვენი მონაცვლეობით: ხილის წვენი, ბოსტნეულის წვენი, ხილის, ბოსტნეულისა და ასე ბოლომდე. წვენები ერთმანეთში არ აურიოთ, ცალ-ცალკე მიირთვით. შეგიძლიათ, დაამატოთ გაზგასული მინერალური ან ჩვეულებრივი წყალი.

დღის ნორმა – 2 ლიტრიდან 3 ლიტრამდე.

შოკოლადი – შეგიძლიათ, 100 გრამამდე გაზარდოთ.

ორკვირიანი პაუზის შემდეგ, შეგიძლიათ, დიეტა ისევ გაიმეოროთ.

 

скачать dle 11.3