კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქუჩის მოდა ტენდენციების კანონმდებლად იქცა

 

არავითარი „ოქროს გლობუსი“, „ოსკარი“, „გრემი“ თუ „ემი“... ოცდამეერთე საუკუნეში მოდის ტრენდები, ტენდენციები და სტილი ქუჩაში იწერება. ბლოგერები და ფოტოგრაფები უდიდესი რაოდენობით და ელვის სისწრაფით დებენ ინტერნეტ-სივრცეში  ახალ-ახალ ფოტოებს, რომლებიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მოდის მიმდევრებში. დგება „კარგად ჩაცმულების” ცხელი ათეულები, ხუთეულები და სხვა. ქალი იქნება თუ მამაკაცი, პოდიუმზე ერთი დიზაინერის მიერ წარმოდგენილი კოლექციიდან შეიძლება, ბევრი ვერაფერი გადმოიტანოს და ხშირად ერთი დიზაინერის სამოსში გამოწყობილი საერთო დაცინვის ობიექტადაც კი იქცეს. მოდის ჩვენებებსა და სხვა მოდურ წვეულებებზე მისული სტუმრებიდან კი, პირდაპირ შეგიძლიათ, ის ანსამბლები აიღოთ, რომელიც ფიქრობთ, ყველაზე მეტად მოგიხდებათ. style.com-მა შეაჯამა გასული წლის „სთრით სთაილის“ ფოტოები და თამამად უნდა ითქვას, რომ ამ ფოტოებზე აღბეჭდილი ქალბატონები უკვე ნამდვილი ვარსკვლავები არიან. ფოტოგრაფები სპეციალურად მათ გადასაღებადაც დადიან სხვადასხვა ადგილას და ვლინდებიან ისინი, ვინც წლის ტენდენციებზე, მასის ჩაცმის სტილზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. 

 1. ფერები დილისთვის, ლანჩისა და საღამოსთვის – ეს ქალბატონები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გამართულ მოდის კვირეულებს აქტიურად ესწრებიან და მაყურებელს კარგ ხასიათზე აყენებენ. თუ ადრე ნამდვილი პარიზული შიკი შავი ფერი იყო, ახლა ეს ასე აღარ არის. ეს ფოტო ჟან-ბატისტა ვალის ჩვენებამდეა გადაღებული, სადაც პარიზელებმა დაამტკიცეს, რომ ჯინსის იასამნისფერი ქურთუკით საუკეთესოდ ჩაცმულად დაგასახელებენ.

2. ჩუმი და თაგუნიასავით სწრაფი – ურსინა გისი ის გოგოა, რომლის გადაღების სურვილიც ფოტოგრაფებს ყოველთვის აქვთ. მისი ბოჰემურ-რომანტიკული და ხშირად სასაცილო ჩაცმულობა გადამდები აღმოჩნდა და უამრავი ახალგაზრდისთვის მისაბაძად იქცა. 

3. კრისტოფერ კეინის ჟელეებით სავსე, გამჭვირვალე პლასტიკატის ტიპის მასალისგან შექმნილი ჩანთა, ერთი დანახვით, აიტაცეს ქუჩის მოდის კანონმდებლებმა. ეს ჩანთა ერთნაირად უხდება როგორც კლასიკურ შავს, ისე ფერად და ყველაზე გიჟურ ჩაცმულობას. თევზებიან ბლუზაზე ეს ჩანთა, ერთ ანსამბლში დაივინგის დროს გადაღებულ ფოტოს ჰგავს. 

4. სავსე და ყველაზე უცხო ფერების წელი იყო 2011 და 2012-საც სწორედ ამას უწინასწარმეტყველებენ. „სტელა მაკარტნის” ფორთოხლებიანი კაბები და მოსაცმელები წლის ჰიტად და ქუჩის მოდის ერთგვარ უნიფორმად იქცა. 

5. ნატალი ჯუსი მოდის ინდუსტრიაში ყველაზე კარგად ჩაცმული ქასთინგების დირექტორია. თუმცა, ჩაცმის სტილის გარდა, ის ცნობილი იმ პოზით გახდა, ფოტოგრაფების ობიექტივის წინ რომ იღებს – ორივე ხელი ჩანთაზე და ისეთი სიცილი, თითქოს ამწუთას ცხოვრებაში ყველაზე სასაცილო ამბავი გაიგო. ნატალი ჯუსის მხიარულ-რომანტიკულ სტილს უამრავი მიმდევარი ჰყავს. 

6. სეზონის ჰიტია ლითონის აქსესუარები, რომლებიც პოდიუმის შემდეგ არაჩვეულებრივად მოირგეს მოდის კრიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა და იმ ადამიანებმა, ვინც ბლოგერების ობიექტივში ხვდება. 

7. ლორენ სანტო დომინგო – ელეგანტური, ქალური სტილის დიდი ქომაგი, რომელიც თავისი ჩაცმულობით ამ სტილს ყოველთვის ხაზს უსვამს. ყველა აღიარებს, რომ მშობიარობის შემდეგ მისი დაბრუნება „სთრით სთაილში” ნამდვილი ფურორი იყო. 

8. ჰანნა გები ოდილი – საუკეთესოდ ჩაცმული მოდელია. მისი ექსპერიმენტები გემოვნების განსაკუთრებულ შეგრძნებას უსვამს ხაზს და ყოველთვის იქცევს მოდის ჟურნალების რედაქტორთა ყურადღებას.

9. ელისა ნალინს მსოფლიოში ყველაზე უკეთ შეუძლია თვალისმომჭრელი ფერების ერთმანეთთან შეხამება.

10. ქუჩის მოდის ახალი ვარსკვლავი ლიზ კაბრალია, რომელსაც შეუძლია, გემოვნებით შეახამოს „ბლოსტკებიანი” კაბა და ამერიკული ფეხბურთის ერთგვარი უნიფორმა – ქურთუკი, რეზინებიანი საყელოთი და სახელოებით.

 

 

скачать dle 11.3