კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინდოელი მსახიობი ჰოლივუდში და რა აკავშირებს მას „მილიონერთან გარეუბნიდან”

 

„ყველაზე საშინელი, რაც კი შეიძლება, ჩაიდინოს მსახიობმა – ეს არის დაიწყოს თამაში მაშინ, როცა გაიგებს სიტყვას: „მოტორი! მსახიობი უნდა ცხოვრობდეს როლით და არა თამაშობდეს”, – ეს ფრაზა ჰოლივუდის იმედისმომცემ მსახიობს, ინდური კინემატოგრაფის ვარსკვლავს, ფრიდა პინტოს ეკუთვნის, რომელმაც სახელი გაითქვა „ოსკაროსანი” ფილმით „მილიონერი გარეუბნიდან”.

ფრიდა პინტო 1984 წელს ბომბეიში დაიბადა. მისი მშობლები პორტუგალიური წარმოშობის მანგალორელი კათოლიკეები არიან. მსახიობის გვარი – „პინტო” პორტუგალიური სიტყვაა და მცირე ზომის ფრინველს ნიშნავს. პორტუგალიელები პირველი ევროპელი კოლონიზატორები იყვნენ ინდოეთში 1497 წელს. ფრიდას ოჯახის წევრები: მამა – ფრედერიკ პინტო, „ბანკ ოფ ბაროდას” ფილიალის უფროსი მენეჯერია, დედა – სილვანა პინტო, სენტ ჯონის სახელობის სკოლის მასწავლებელი, ხოლო უფროსი და – შარონი, ერთ-ერთი ინდური ტელევიზიის პროდიუსერად მუშაობს. პინტოს ოჯახი აქტიურად იყო ჩართული მანგალორისა და ბომბეის კათოლიკური სათვისტომოს ცხოვრებაში, თავად ფრიდამ კი, სენტ ჯონის სკოლაში, ხელოვნებათმცოდნეობის შესწავლის შემდეგ, ინგლისური ლიტერატურის კურსები გაიარა სენტ ხავიერის კოლეჯში. თუმცა, ხუთი წლის ასაკიდან მსახიობობაზე ოცნებობდა. აღსანიშნავია, რომ ფრიდას მშობლიური ენაა კონკანი (ინდოარიული ენა, რომელიც ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზეა გავრცელებული). 

ფრიდას კარიერა 2006 წელს დაიწყო, როდესაც მან რამდენიმე სატელევიზიო პროექტსა და სარეკლამო რგოლში მიიღო მონაწილეობა, მათ შორისაა „ვრიგლის”, „შკოდას”, „ვოდაფონ-ჯორჯიას” და „დებიერსის” რგოლები. გარდა ამისა, ის „მომთაბარე” თეატრის, „ფულ სირქლის” წევრი იყო და დასთან ერთად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები მოიარა. ცნობისთვის, ფრიდა პინტო პროფესიონალი მოცეკვავეა. ის გატაცებულია ინდური ნაციონალური ცეკვებითა და სალსათი. სამსახიობო ოსტატობას ფრიდა თეატრალური რეჟისორის ბარი ჯონის სტუდიაში ეზიარა. ტელევიზიის ეკრანზე გამოჩენისა და მცირე პოპულარობის მოხვეჭის შემდეგ, ფრიდა ქასთინგზე მიიწვიეს, სადაც მხატვრული ფილმისთვის – „მილიონერი გარეუბნიდან” მსახიობების შერჩევა მიმდინარეობდა. ექვსთვიანი შერჩევის შემდეგ, ფრიდა მთავარი გმირის სიყვარულის ობიექტის – ლატიკას როლზე დაამტკიცეს. სწორედ ამ ფილმში შედგა ფრიდა პინტოს დებიუტი დიდ კინოში. ბრიტანელი რეჟისორის, დენი ნოილის მელოდრამატულმა ფილმმა უდიდეს წარმატებას მიაღწია. 2009 წლის „ოსკარების” დაჯილდოებაზე ფილმმა „ოსკარის” რვა პრემია მიიღო. მათ შორის, „წლის საუკეთესო ფილმის” ნომინაციაში. „ოქროს გლობუსის” დაჯილდოებაზე კი, ოთხი პრემია ხვდა წილად. ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ, ფრიდა პინტოს და მთავარი როლის შემსრულებლის, დევ პატელის სახელი მთელმა მსოფლიომ გაიცნო. ფრიდა წარდგენილი იყო „ბაფტას” პრემიაზე ქალის მეორეხარისხოვანი როლის ნომინაციაში და პრესტიჟული, „სქრინ აკტორს გილდ ევეის” ჯილდო დაიმსახურა კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. 

გასულ წელს ფრიდამ ორ ჰოლივუდურ ბლოკბასტერში შეასრულა მთავარი როლები – ლეგენდარული ამერიკული ფილმის რიმეიქში – „მაიმუნების პლანეტის აჯანყება” და, ბერძნული მითოლოგიის მიხედვით გადაღებულ 3D ფენტეზიში „ღმერთების ბრძოლა“, სადაც ფრიდამ, თეზევსის შეყვარებულის, ქალწული თებრას როლი შეასრულა. ამ ფილმებში ფრიდას პარტნიორები იყვნენ: ჯეიმს ფრანკო, მიკი რურკი, ჰენრი კევილი და სტივენ დორფი. სხვათა შორის, „ღმერთების ბრძოლის” რეჟისორმა, ეროვნებით ინდოელმა, ტარსემ სინგჰმა, როდესაც ფრიდა დაინახა, განაცხადა, რომ მსახიობი მას ბერძნული მითოლოგიის ღვთაებას აგონებდა. ახლო მომავალში კი ეკრანებზე ჟან-ჟაკ ანოს მიერ გადაღებული დრამა – „შავი ოქრო” გამოვა, სადაც ფრიდას პარტნიორობას ანტონიო ბანდერასი და მარკ სტრონგი უწევენ.

კინოს გარდა, ფრიდა აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. ის არის ცნობილი ჩოგბურთელების – ანდრე აგასისა და შტეფი გრაფის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაცია „აგასი ფაუნდეიშენის” პარტნიორი. პერიოდულად, ის განათლების ხარჯებს უფინანსებს ბავშვებს ღარიბი ინდური ოჯახებიდან. ასევე, ბოლო წლებია, ფრიდა ჟურნალ „ფიფლის” მიერ ჩატარებული გამოკითხვებით: „ყველაზე სასურველი” და „ყველაზე გემოვნებიანი” ლამაზმანების რეიტინგებში ლიდერობს. ამასთან ერთად, „დეილი ტელეგრაფის” ცნობით, ფრიდა პინტო ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინდოელი მსახიობია ჰოლივუდში, რომელსაც არასდროს უთამაშია ბოლივუდურ ფილმში. ფრიდა პინტო „ვოგის” ყველაზე სასურველი ქალების ათეულში შედის, ხოლო 2009 წლიდან „ლორეალის” ერთ-ერთი სახეა. ცნობისთვის, „ლორეალის” ვიზაჟისტების თქმით, ფრიდას იდეალური კანი აქვს, რომელსაც სულაც არ სჭირდება მაკიაჟი.

ფრიდა 2001 წლიდან ხვდებოდა როჰან ანტაოს, მარკეტოლოგს მუმბაიდან. თუმცა, 2009 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. როჰანი და ფრიდა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მეგობრობდნენ. ფრიდა ინგლისურ ლიტერატურას შეისწავლიდა, ხოლო როჰანი ქიმიის ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს. 2009 წლიდან ფრიდა დევ პატელს ხვდება  – პარტნიორს ფილმიდან „მილიონერი გარეუბნიდან” და მიუხედავად იმისა, რომ დევი 6 წლით უმცროსია ფრიდაზე, წყვილი თავს ერთად მშვენივრად გრძნობს. 

 

 

скачать dle 11.3