კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთვის არის სტვენა და გინება საშიში და რატომ არ უმართლებს უმრავლესობას აზარტულ თამაშებში

 

 ყველა ადამიანი ოცნებობს და ფიქრობს იმაზე, როგორ მიაღწიოს წარმატებას, რა გააკეთოს იმისთვის, რომ იმდენი ფული იშოვოს, ეყოს; შეიქმნას ოჯახური იდილია; გახდეს საქმეში სასურველი კომპანიონი და ასე შემდეგ. დამეთანხმებით, ამ ოცნების ახდენა და ამის ყველაფრის მიღწევა, ცოტა არ იყოს ძნელია. თუმცა, როგორც პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, ქალბატონი ლილი ამბობს, ამ ყველაფრის მიღწევა, არცთუ ისე რთულია, თუ ადამიანი გონების მობილიზებას მოახერხებს, ქვეცნობიერს „ჩართავს” და აზრსა და ფიქრს სწორ მიმართულებას მისცემს. 

ლილი: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საკუთარ თავს დაეხმაროს, გახდეს წარმატებული, სასურველი და ფულიანი. ასე რომ, გირჩევთ, იფიქროთ საკუთარ კეთილდღეობაზე დღესვე და ნურასდროს იტყვით უარს იმაზე, რისი მიღწევაც ნამდვილად შეგიძლიათ. ბევრი ამბობს, უიღბლო ვარ, ალბათ, ვერასდროს ავაწყობ ცხოვრებას და ვერ მივაღწევ წარმატებებსო. ასე საუბარი არ შეიძლება და მე კატეგორიულად გიკრძალავთ. წუწუნს ჯობია, იმოქმედოთ და უქმად, მხარ-თეძოზე წამოწოლილმა არ დაკარგოთ ის დღე, რომელსაც თქვენთვის ბედნიერების მოტანა შეუძლია. შემიძლია, დამაჯერებლად გითხრათ, რომ წარუმატებელი და უიღბლო ადამიანი დედამიწის ზურგზე არ არსებობს. არსებობენ წუწუნა და უსაქმური ადამიანები, წარმატებას თავადვე რომ იბლოკავენ, ანუ ყოველდღიურად, იმ ტოტს ჭრიან, რომელიც მათთვის სასურველ ნაყოფს გამოისხამს სულ მალე. ზოგს უკვირს და ფიქრობს, რატომ უმართლებთ სხვებს მეტად, რატომ არიან ისინი ჩვენზე წარმატებულები, რატომ გვეცარება ხელიო. ამ კითხვებზე პასუხი კი ეზოთერიკასა და პარაფსიქოლოგიაში ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან. წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ადამიანის ენერგეტიკული ველის მდგომარეობაშია. ასევე, ხშირად წყევლის ძალას იძენს უნებურად წამოსროლილი, გაბრაზებულ გულზე მამაპაპური შეგინება.

– რატომ არის, ადამიანის წარუმატებლობა პირდაპირ კავშირში მისი ენერგეტიკული ველის მდგომარეობასთან?

– მოკლედ, გეტყვით რომ, არსებობს დეტალები, რომლებიც უნდა გახსოვდეთ. ბევრს უკვირს, რატომ არ მიმართლებს კაზინოში, ბიზნესში, ფულში, პარტნიორშიო და საერთოდ, არ ესმით, რა კავშირშია წარუმატებლობა ადამიანის ენერგეტიკული ველის მდგომარეობასთან. ისე კი, ადამიანის უიღბლობა ზეციური ძალების სასჯელია, შემთხვევითობა კი სხვა არაფერია, თუ არა ჯერ კიდევ ამოუცნობი კანონზომიერება. აქედან გამომდინარე, თავს დატეხილი უბედურება, უფულობა თუ წარუმატებლობა, უიღბლობას კი არ უნდა დავაბრალოთ, არამედ, ამის სათავე საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. მაგალითად, როცა ერთი ადამიანი უმოწყალოდ წყევლის მეორეს, ან აგინებს გამიზნულად და სასტიკად, ჩათვალეთ, რომ ის ამით საკუთარ ენერგეტიკულ ველს აზიანებს. ეს კი აუცილებლად გამოიწვევს წარუმატებლობას, პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში. როცა ვინმეს მიმართ ზიზღს გამოხატავთ, წყევლით და აგინებთ, სამყაროში უარყოფით იმპულსებს უშვებთ და ის იმპულსები ბუმერანგივით უკან გიბრუნდებათ. ეს იგივეა, სამყაროს საკუთარი ბედი დააწყევლინოთ. სხვათა შორის, გინება ჯადოს ტოლფასია, კერძოდ, როცა იგინებით, ამით სწყევლით საკუთარ გენს, ჯიშსა და მოდგმას. ანუ, გინებით ვიწყევლით თავს, ვწყევლით გაჩენის დღეს, ვბლოკავთ წარმატებას და იღბალს. ამერიკაში გახლდით სტუმრად მეგობართან. მისმა მეუღლემ პატივი მცა და მე და მისი ცოლი, ანუ ჩემი მეგობარი კაზინოში დაგვპატიჟა. სანამ სახლიდან გავიდოდით, ჩემს დაქალს ვუამბობდი, ყველაზე მეტად საქართველოში საჭესთან მჯდომი და კაზინოში მოთამაშე ადამიანები იგინებიან. ამით კი ისე აბინძურებენ საკუთარ მომავლის ენერგეტიკულ კოდს და ისე ბლოკავენ საკუთარ წარმატებას და მოგების შანსებს, რომ თავადაც ვერ აცნობიერებენ-მეთქი. გზაში საცობები იყო და იმდენი იგინა მისმა ინგლისელმა მეუღლემ, ერთმანეთს ვუყურებდით მე და ჩემი დაქალი. კაზინოში მისულს კი ისეთი გინების კორიანტელი დამხვდა, რა ქართველი, რის ქართველი, თურმე იქ იციან სართულებიანი გინება თუ იციან. რომელი კახელი შეედრება მათ? (იცინის). მე და ნინოს არ გვითამაშია. ჩემი დაქალის ქმარს, ჯეიმსს კი, მერე ავუხსენი, რომ ამდენი გინება არ შეიძლება და სწორედ ეს გახდა მისი წაგების მიზეზი. ზოგადად, ყველა ადამიანი ისე ცხოვრობს, როგორც იმსახურებს. აბა, დააკვირდით, აზარტული თამაშის დროს, რაც მეტს იგინება ადამიანი, მით უფრო აგებს. ვინც ჩუმად ზის, ის მეტად იღბლიანია. წარუმატებლობა აზარტული თამაშების დროს, სამყაროს პასუხია ადამიანის საქციელზე. 

– ასევე, გამიგია, რომ სახლში სტვენა და ორშაბათ დღეს ფულის გასესხება არ შეიძლება და, რომ ამას უფულობა და უიღბლობა მოაქვს სამომავლოდ. ეს სიმართლეა თუ უბრალოდ, ცრურწმენა, რომელსაც ადამიანები გაუთვითცნობიერებლად ასრულებენ?

– გეტყვით, რომ ძალიანაც ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ მსგავსი რამეები ცრურწმენაა. ბევრი ადამიანი ითვალისწინებს იმას, რომ ორშაბათს არ გაასესხოს ფული, არ დაუსტვინოს სახლში, ჩანთა მაგიდაზე არ დადოს და ამბობს, ამას ხელის მოცარვა მოჰყვებაო. ჩემს გარშემო ეს ყველამ იცის, ითვალისწინებს და აქედან გამომდინარე, ეს იმ დაუწერელ კანონთა სიაშია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გადმოგვცეს. მთავარია, გულით გჯეროდეს, ღრმად გწამდეს და დამიჯერეთ, ყველა ოცნებასაც აიხდენთ და წარმატებულიც იქნებით. აქვე, ერთ წესს გასწავლით, რომელიც ოჯახში ფინანსების შემოდინებას უწყობს ხელს. შაბათ დღეს, დილით, გულდასმით გამოგავეთ მისაღები ოთახი, მტვერი ოთახის ჩრდილოეთ კუთხეში მოაგროვეთ, შემდეგ, თეთრ ქაღალდში გაახვიეთ და შესასვლელში, კართან დაგებული ფეხსაწმენდის ქვეშ დადეთ საღამომდე. საღამოს კი, როცა კარგად დაბინდდება, გარეთ გაიტანეთ და ეზოში დაწვით. ეცადეთ, კვამლი არ ჩაისუნთქოთ და არც სახეზე იგრძნოთ ცეცხლის სიმხურვალე. შემდეგ, მარცხენა ხელში დაიჭირეთ ცოცხი და ფერფლი აქეთ-იქეთ მიმოფანტეთ, ცოცხი სახლში აიტანეთ. მიაყუდეთ შესასვლელი კარის კუთხეში და დილამდე დატოვეთ. არ დაგავიწყდეთ, ცოცხი არ უნდა  გარეცხოთ დილამდე. ეს წესი ცრურწმენა არაა, ოჯახში ფინანსების გაზრდის გარანტია, რომელიც ყოველი თვის პირველ შაბათს უნდა გააკეთოთ. შემოსავლებით კმაყოფილი დარჩებით. ეს ასევე, თქვენი მშვიდი და ბედნიერი თანაცხოვრების გარანტიაცაა, რადგან პირად ცხოვრებაშიც სასიკეთო ძვრები გელით. 

– ესე იგი, მართალია, რომ ამბობენ მაგიდაზე  ჩანთის დადება არ შეიძლება და ის იატაკზე უნდა გედოთ, რომ ფული მიიზიდოთო?

– დიახ, ასეა. თქვენი რა მიდის, დადეთ იატაკზე და თუ არ მოვა ფული, ყოველ შემთხვევაში, არც ბევრი თანხა დაგეხარჯებათ. ანუ, ჩანთაში ფული მუდმივად გექნებათ. ეს უტყუარია, დამიჯერეთ. 

 

 

скачать dle 11.3