ალესიას „იუვენტუსი” უყვარს
ფილიპო ინძაგის ყოფილი საყვარელი ალესია ვენტურა ტურინის „იუვენტუსს” სიყვარულში გამოუტყდა. ერთ-ერთი იტალიური ტელეშოუს პირდაპირ ეთერში „მილანის” ფორვარდის ექსგოგომ „იუვენტუსის” საჩემპიონო შანსებს საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა, განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, „მილანი” და „უდინეზე” საუკეთესო ფორმაშია, სკუდეტო მაინც ტურინელებს დარჩებათო. წარმოშობით ტურინელმა ალესიამ არც ის დამალა, რომ მიუხედავად იმისა, „მილანის” ფეხბურთელს ხვდებოდა, გულის სიღრმეში მაინც „იუვენტუსის” ქომაგია.