ათწლეულის საუკეთესო მოკრივე
მსოფლიოს საკრივო საბჭომ (WBC-მ) ტაილანდელი პონგსაკლეკა ვონჯონგკამი ათწლეულის საუკეთესო მოკრივედ დაასახელა. 2001 წლის მარტში ვონჯონგკამმა 50,8 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საბჭოს ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და დღემდე ინარჩუნებს ამ ტიტულს. სულ პროფესიულ რინგზე ტაილანდელს 88 ბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგან 84-ში გაიმარჯვა, მათ შორის 44-ში ნოკაუტით. WBC-მ ასევე, სხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც დაასახელა. წლის მოკრივე უკრაინელი ვიტალი კლიჩკო გახდა. წლის ბრძოლად კი, ამერიკელების – ვიქტორ ორტისის და ანდრე ბერტოს ბრძოლა დასახელდა.