ჭადრაკი ციხეში
ცნობილი სომეხი გროსმეისტერი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოჭადრაკე, ლევონ არონიანი ციხეში, პატიმრებთან ერთობლივი თამაშის სეანსის გამართვას აპირებს. სომხეთის იუსტიციის მინისტრის, გრაირ ტოვმასიანის თქმით, აროინიანი პატიმრებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის დაგეგმილ აქციაში მიიღებს მონაწილეობას და შეეცდება, პატიმრებს მაქსიმალურად შეუმსუბუქოს ყოფა. ამჟამად არონიანი პრესტიჟულ საჭადრაკო ტურნირში იღებს მონაწილეობას და ერთპიროვნულად ლიდერობს საერთო ჩათვლაში.