კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნუ ეხუმრებით თავბრუსხვევას


ყველა ადამიანს გამოუცდია თავბრუსხვევის შეგრძნება. ამ დროს, ირგვლივ ყველაფერი ბრუნავს, სუსტად ხართ, გული გერევათ. თავს ძალიან ცუდად გრძნობთ. ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და მკურნალობა, რათა შემდგომ, მთელ რიგ გართულებებს აარიდოთ თავი.

თავბრუსხვევა შუა ყურის პათოლოგიის შედეგად განვითარებული ვესტიბულარული სისტემის, ანუ სხეულის წონასწორობის შენარჩუნების, მდებარეობის და მოძრაობის აღქმის სისტემის დარღვევის პირველი ნიშანია. ასევე, ის შეიძლება ნევროლოგიური დაავადებების, ჰიპოგლიკემიის ანუ დაბალი შაქრიანობის პირველი ნიშანი იყოს, ან თან ახლდეს გულის რიტმის დარღვევას, ოსტეოქონდროზს და სხვა ბევრ დაავადებას.

თავბრუსხვევის ორი კატეგორია არსებობს, კერძოდ, ცენტრალური და პერიფერიული. ცენტრალური თავბრუსხვევა ხშირად თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის, ქალატვინის ტრავმის, გაფანტული სკლეროზის, შაკიკის და ტვინის იმ სხვა დაავადებების შედეგად ვითარდება, რომლებიც ვესტიბულარულ აპარატს პათოლოგიურ პროცესში ჩაითრევს ხოლმე.

პერიფერიული თავბრუსხვევა შეიძლება, გამოიწვიოს შიდა ყურის ფუნქციის დარღვევამ, რაც შესაძლოა იყოს შუა ყურის ბაქტერიული ან ვირუსული ანთების, ქალატვინის ტრავმის, სმენის ნერვის სიმსივნის, აუტოიმუნური დაავადების შედეგი.

ასევე, თავბრუსხვევას იწვევს ზოგიერთი პრეპარატის მიღებაც: ასეთებია ოტოტოქსიკური ანტიბიოტიკები, ზოგი ანტიარითმიული საშუალება, ტრანკვილიზატორები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები და სხვა.

შუა ყურის პათოლოგიით გამოწვეული თავბრუსხვევის კლასიკური მაგალითია მანიერის დაავადება, ანუ, როგორც მას უწოდებენ „ლაბირინთის წყალმანკი.” მისი განვითარების მიზეზი შეიძლება, გახდეს ემოციური ან ფიზიკური სტრესი. ამ დაავადების დროს, თავბრუსხვევა საათების ან დღეების განმავლობაში გრძელდება და ის იმდენად ძლიერია, რომ შესაძლოა ადამიანი დიდხანს ფეხზე ვერ დადგეს. აღინიშნება ამ დროს გულისრევის შეგრძნება და პირღებინება, ასევე, სისუსტე. დაავადების სხვა ნიშნები კი ასეთია: სმენის დაქვეითება, ხმაური ყურებში, ყურებში დაგუბების შეგრძნება. თუ დროულად არ მიაქციეთ ყურადღება, შეიძლება სრულ სიყრუემდე მიხვიდეთ.

თავბრუსხვევა ზოგჯერ გრიპის ან მწვავე რესპირატორული დაავადების გართულების შედეგადაც ვითარდება. ასეთ დროს, ადამიანი გრძნობს წონასწორობის დარღვევას, უეცარ თავბრუსხვევას.

ფსიქოგენურ თავბრუსხვევას კი საფუძვლად შიშები ან დეპრესიული დარღვევები უდევს.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს შემდეგი ჩივილების დროს:

*თუ გაქვთ მძიმე თავბრუსხვევა, რომელიც იწვევს შრომისუუნარობას;

*თუ თავბრუსხვევა მეორდება ან გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში;

*თუ თავბრუსხვევას თან ახლავს სმენის დაქვეითება, თვალის უჩვეულო მოძრაობები, ცენტრალური ნერვული სისტემის თანამდევი დარღვევები.


скачать dle 11.3