კარმელო ენტონის ანტირეკორდი
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ლიდერის, „ნიუ-იორკ ნიქსის” ლიდერმა და ბოლო დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ამერიკელმა კალათბურთელმა, კარმელო ენტონიმ პირადი ანტირეკორდი დაამყარა. ვარსკვლავმა „შარლოტ ბობკეტსთან” მატჩში მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება მოახერხა, მაშინ როდესაც „ნიქსის” მეორე ლიდერმა, ტაისონ ჩენდლერმა 20 ქულას მოუყარა თავი. კარმელომ მოედანზე 30 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში ცხრაჯერ ააცილა კალათს ბურთი და მხოლოდ ერთი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.