კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შანსი მისცეს ფეხბურთის ღმერთებმა იაპონელ ჰომარე სავას და ვის მიუძღვნა მან მუნდიალში გამარჯვება

 

„მე კარდინალურად არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. მსურს, კარიერა იაპონიაში გავაგრძელო, რადგან ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, გასული წელი ჩემთვის განსაკუთრებული იყო. ჩვენ, პირველად ისტორიაში, მოვიგეთ მსოფლიო ჩემპიონატი. მე გავხდი მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი, ხოლო წლის ბოლოს „ოქროს ბურთის” ნომინაციაზე წარმადგინეს”, – მხოლოდ ამ ფრაზით შემოიფარგლა იაპონელი ჰომარე სავა „ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიალამდე. 2012 წლის 9 იანვარს კი, ბევრისთვის მოულოდნელად, მთავარი ჯილდოს ლაურეატი გახდა და ხუთგზის საუკეთესო ბრაზილიელ ქალ ფეხბურთელს, მარტა და სილვას აჯობა გამოკითხვით. ცნობისთვის, ჰომარე სავასთან ერთად, იაპონიამ კიდევ ორი საპატიო ჯილდო მიიღო ცერემონიალზე: ქალ ფეხბურთელთა ნაკრების საუკეთესო მწვრთნელად იაპონელი ნორიო საზაკი დასახელდა, ხოლო იაპონიის ფეხბურთის ფედერაციას „ფიფას“, „ფეირ ფლეის” ჯილდო გადაეცა, სამართლიანი თამაშისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მეკარემ, ჰოუპ სოლომ აღნიშნა, რომ იაპონელებმა ეს ჯილდო დაიმსახურეს. „მიწისძვრამ და ცუნამიმ შეცვალა ისინი. იაპონელები აწი არა მარტო თავისთვის, არამედ საკუთარი ქვეყნისთვისაც ითამაშებენ, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება ყველაზე რთულ პერიოდში“, – აღნიშნა სოლომ.

ჰომარე სავა 1978 წელს დაიბადა ტოკიოში. ფეხბურთით მისი დაინტერესება უფროს ძმას უკავშირდება, რომელიც ეზოში ფეხბურთს ხშირად თამაშობდა თანატოლებთან ერთად და პატარა ჰომარეც თვალს ადევნებდა მათ ყველა მოძრაობას. საბოლოოდ, გოგონამ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ძმისგან განსხვავებით, პროფესიულ დონეზე ეთამაშა ფეხბურთი. მინამინოს საშუალო სკოლაში სწავლის პარალელურად, ის საფეხბურთო სექციაზე ჩაეწერა. სხვათა შორის, ჰომარეს არც პროფესიული ფეხბურთელობის დროს  მიუტოვებია სწავლა და წარმატებით დაასრულა ტოკიოს უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. ცნობისთვის, ჰომარე სავა ცაციაა და ბურთის ჩაკიდება საჯარიმოში ან კარის მიმართულებით მარცხენა ფეხით დარტყმა, მისი საფირმო ნიშანია. ფეხბურთის სპეციალისტებს დღემდე უკვირთ, თუ როგორ ახერხებს ეს მინიატურული ქალი, 90 წუთის განმავლობაში მაღალ ტემპში სირბილსაც და თანაგუნდელებისთვის მითითებების მიცემას. ჰომარე სავას სიმაღლე 164 სანტიმეტრია, ხოლო წონა – 55 კილოგრამი.

ჰომარე სავას პროფესიული დებიუტი ფეხბურთში საკმაოდ ადრე, 12 წლის ასაკში შედგა. კლუბ „იუმიურა ბელეზას” რიგებში მან პირველი მატჩი იაპონიის ნაციონალური ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 1991 წელს ითამაშა. 15 წლის ასაკში კი პირველად მოირგო ეროვნული ნაკრების მაისური და ფილიპინელებთან სადებიუტო მატჩში ოთხი გოლი გაუტანა მეტოქეს. საერთო ჯამში, ჰომარემ 176 მატჩში დაიცვა ეროვნული ნაკრების ღირსება და 80 გოლი გაიტანა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ხუთ მსოფლიო ჩემპიონატსა და სამ ოლიმპიადაზე. მისი ადგილი იაპონიის ნაკრების განაცხადში ნებისმიერ დიდ ტურნირზე ხელშეუხებელია. ის უზარმაზარი ავტორიტეტით სარგებლობს თანაგუნდელებში, რომელთა უმეტესობა მაშინ დიაბადა, როცა ჰომარეს უკვე ნათამაშები ჰქონდა პირველი ოფიციალური მატჩი. ჰომარე დიდი ხანია, იაპონიის ქალ-ფეხბურთელთა ნაკრების სახეა და ამის გარდა, ის აზიელ ქალ ფეხბურთელთა შორისაც წლებია, საუკეთესოდ მიიჩნევა. თუმცა, საუკეთესოს ჯილდო მხოლოდ ერთხელ, 2004 წელს აქვს მიღებული. საკლუბო კარიერის განმავლობაში ჰომარეს ნათამაშები აქვს იაპონიის – „ნტვ ბელეზასაკ” და „კობე ლეონესაში”, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მოწინავე კლუბებში: „დენვერ დაიმონდში”, „ვაშინგტონ ფრიდომში” და „ატლანტა ბითში”. მისი დებიუტი ოკეანის გაღმა 1999 წელს შედგა და დღემდე სთავაზობენ წინადადებებს ამერიკული და ევროპული კლუბები. თუმცა, ჰომარეს კარიერის დასრულება სამშობლოში აქვს გადაწყვეტილი. 

2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც გერმანიაში ჩატარდა, „კობე ლეონესის” ნახევარმცველის, ჰომარე სავას ბრწყინვალე კარიერის გვირგვინად შეიძლება, მივიჩნიოთ. „გერმანიაში რომ ჩავედით, ჩვენი პროგრამა მაქსიმუმი ნახევარფინალში გასვლა და მსოფლიოს საუკეთესო ოთხ ნაკრებს შორის მოხვედრა იყო. ჩამოვედით, რომ ბრინჯაოს მედლებისთვის გვებრძოლა, მოულოდნელად, ოქროს მედლები წავიღეთ. გარდა ამისა, ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ ჩემპიონატის ბომბარდირი გავხდებოდი ხუთი გატანილი გოლით. ეს ჩემპიონატი საუკეთესოა იმ ხუთ ჩემპიონატს შორის, რომელშიც კი მონაწილეობა მიმიღია. მე ხომ 18 წელია, რაც ეროვნული ნაკრების ღირსებას ვიცავ და იაპონიის ქალთა ფეხბურთის ყველა სიძნელე საკუთარ თავზე მაქვს გადატანილი. ჯერაც ვერ გამიცნობიერებია, თუ რა სიხარული მოვუტანეთ იაპონელებს. ჩემპიონატზე მოგება მშობლებს მივუძღვენი, რომლებიც ფინალური მატჩის საყურებლად სპეციალურად გამოფრინდნენ იაპონიიდან და კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან წუთებში, ჩემ გვერდით იყვნენ”, – აღნიშნა ჟურნალისტებთან 2011 წლის მუნდიალის „ოქროს ბურთის” მფლობელმა, ჰომარე სავამ, სამშობლოში მსოფლიო თასით დაბრუნებისას. სხვათა შორის, ფინალამდე ჰომარე სავამ, სპეციალურად მოწყობილ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ფეხბურთის ღმერთები უნიკალურ შანსს გვაძლევენ და ჩვენ ის უნდა გამოვიყენოთ”. დრამატული ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ კი, როდესაც იაპონელებმა მხოლოდ პენალტების სერიაში მოახერხეს ამერიკელების დამარცხება, სავამ განაცხადა: „გუნდის წარმატება ჩვენი შრომისმოყვარეობის შედეგია. არც ერთი მოთამაშე 90 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულა და მუდმივად იბრძოდა, როგორც იაპონურ ტრადიციებს შეეფერება”. სხვათა შორის, ნაკრების კაპიტანი, ჰომარე სავა იაპონური ტრადიციების ერთგულია და ცერემონიალზეც „ოქროს ბურთი” ნაციონალურ იაპონურ სამოსში, კიმონოში გამოწყობილმა მიიღო. ცნობისთვის, ციურიხში გამართულ ცერემონიალზე მთავარი ჯილდო ჰომარე სავამ ლათინოამერიკელი ვარსკვლავისგან, შაკირასგან მიიღო. ამ დროს კი მისი კონკურენტები, იყვნენ უკვე ნახსენები, ბრაზილიური „სანტოსის” შემტევი – მარტა და სილვა   და ამერიკელი ემი ვამბახი. ამავე დაჯილდოებაზე მამაკაც ფეხბურთელებს შორის „ოქროს ბურთის” ლაურეატი, ლეგენდარული არგენტინელი ლიონელ მესი გახდა.

ჰომარე სავას პოპულარობაზე სამშობლოში ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ის იაპონური ანიმაციის – მანგას გმირი გახდა. ბავშვებსა და მოზარდებში პოპულარული მანგას ავტორმა, ტაკაჰაში ეიტიმ იაპონიის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების გამოსვლას მანგას სერია მიუძღვნა. მასში მთავარი გმირები ჰომარე სავასთან ერთად, ნახევარმცველი – აია მიამი და თავდამსხმელი – იუკი ნაგასატო გახდნენ. ანიმაციურ ფილმში ავტორი ფეხბურთელ გოგონას ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც მეგობრების დახმარებით გუნდს შეკრებს და სხვადასხვა მატჩებში იმარჯვებს. მანგას ავტორის აზრით, ფილმი უკვე პოპულარულია იაპონიაში და შესაძლოა, ახლო მომავალში მან სერიალზეც იფიქროს.

 

скачать dle 11.3