კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

 

კითხვა: ჩემი 20 წლის და მიმტკიცებს, რომ ქორწინება სისულელეა და არც ქალწულობის დაცვაა აუცილებელი. მისი თქმით, უფალი არსად არ მიგვითითებს, რომ ქორწინებამდე სქესობრივი ცხოვრება ცოდვაა. როგორ დავარწმუნო, რომ არასწორად ფიქრობს?

პასუხი: ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი სხვა არაფერია, თუ არა მეძავობა. უფლის ათ მცნებაში ერთ-ერთი გახლავთ სწორედ „არა იმრუშო“, კანონიერი ეკლესიური ქორწინების გარეშე კი ყოველგვარი სქესობრივი კავშირი მრუშობად ითვლება, რაც დიდი ცოდვაა. შეეცადეთ, აუხსნით ეს თქვენს დას და ილოცეთ მისთვის.

კითხვა: მე და ჩემი მეუღლე უკვე 20 წელია, ცოლ-ქმარი ვართ და ახლახან დავიწერეთ ჯვარი. ჯვრისწერას ესწრებოდნენ მხოლოდ ჩვენი ოჯახის წევრები – შვილები, რძალი და შვილიშვილები. მოძღვარმა მაინც შეასრულა ჯვრისწერის საიდუმლო. ვითვლებით თუ არა ჯვარდაწერილებად?

პასუხი: ეჭვის საბაბი ნამდვილად არ გაქვთ – თქვენ ჯვარდაწერილები ხართ. თუ ის გაეჭვებთ, რომ არ გახლდნენ მეჯვარეები, ეს არაფერს ცვლის. მეჯვარეები არ მონაწილეობენ ჯვრისწერის საიდუმლოში, ისინი არიან ამ საიდუმლოს მადასტურებელნი. ასევე, უნდა იცოდეთ, რომ მეჯვარე შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც ოჯახის წევრი.

კითხვა: შეიძლება თუ არა ნათლობის პირსახოცის გამოყენება, თუ, ის აუცილებლად ხელუხლებლად უნდა შევინახოთ?

პასუხი: როგორც წესი, ნათლობის პირსახოცს ხელუხლებლად ინახავენ, რადგან მასზე შეწმენდილია მირონი.

კითხვა: ჩემი შვილისთვის სასურველი ნათლია არ ესწრებოდა ნათლობის საიდუმლოს, მისი სახელი მღვდელს არ მოუხსენიებია. შეიძლება თუ არა მისი მოხსენიება ლოცვებში, როდესაც ვლოცულობ, რომ ის ნათლიად ჩაითვალოს?

პასუხი: ეს ადამიანი ნათლიად ვერ ჩაითვლება. ნათლია უნდა ესწრებოდეს ნათლობის საიდუმლოს და პირობა უნდა დადოს, რომ ქმედით მონაწილეობას მიიღებს ნათლულის სულიერ აღზრდაში. გამონაკლის შემთხვევაში, მოძღვარმა ის უნდა მოიხსენიოს ნათლობის საიდუმლოს დროს, რათა ნათლიად ჩაითვალოს.

 

скачать dle 11.3