კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იგავი დაკარგულ დრაქმაზე

 

„დედაკაცს რომ ათი დრაქმა ჰქონდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ აანთებს სანთელს, არ გამოასუფთავებს მთელ სახლს და გულმოდგინედ არ მოძებნის, ვიდრე არ იპოვის?! და, როგორც კი იპოვის, დაუძახებს თავის მეგობარ-მეზობლებს და ეტყვის: ჩემ თანა გიხაროდენ, რადგან ჩემი დაკარგული დრაქმა ვიპოვე“.

ლუკა 10,8-10

ეკლესიის გარეშე ცხონება შეუძლებელია

ჯვარცმისა და ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე ზეცად ამაღლდა, ხოლო აქ ეკლესია დაგვიტოვა. ყველა ცოდვილს შეუძლია, სული გადაირჩინოს, რადგან ქრისტეს ეკლესია მას მშობელი დედასავით მოუთმენლად ელის. თუკი „დაკარგული ცხვრის“ იგავში მწყემსი კეთილი – თავად უფალი იესო ეძიებს, იპოვის და გადაარჩენს ცოდვილს, „დაკარგული დრაქმის“ იგავში მას დედაეკლესია უხმობს და მანამდე ეძიებს, სანამ არ იპოვის.

ეს დედაკაცი და მისი სახლი ქრისტეს ეკლესიაა, დედაეკლესიაა. ათი დრაქმა ამ ეკლესიის მრევლს წარმოადგენს. დედაკაცმა ათიდან ერთი დრაქმა დაკარგა. დაკარგული დრაქმა იგავში იმ ცოდვილს განასახიერებს, რომელიც საეკლესიო ცხოვრების წესს მოსწყდა, თავისი უგუნურებით დედაეკლესიას განშორდა.

მაგრამ, ეკლესია დაუცხრომლად უხმობს და ეძიებს დაკარგულ შვილს. ამ ძიებაში დიდი შეწევნაა ანთებული სანთელი – ეს ქრისტეს ეკლესიაში დამკვიდრებული სულიწმიდის მადლი და ღვთის სიტყვაა, რომლის მიღებაც ქრისტიანს მხოლოდ ეკლესიაში შეუძლია. ანთებული სანთელი თავად უფალიც არის, იესო ქრისტე, რომელიც ცოდვის ჯურღმულში ჩავარდნილი კაცობრიობისთვის დაიღვენთა ამქვეყნად. ეკლესიის მეოხებით ცოდვილის სულიდან ისევე გამოიდევნება ცოდვის მტვერი, ჭუჭყი და არაწმინდა, როგორც ეს დედაკაცი გამოასუფთავებს სახლს.

ნაპოვნი დრაქმა უკვე განწმენდილი სულის გამომხატველია. მოწინავე ცოდვილს გულწრფელი სიხარულით ეგებება ხოლმე ეკლესიის მართლმორწმუნე მრევლი. მაგრამ, უფრო დიდია სიხარული თავად უფლისა, ეს სიხარული ზეცასა და მიწას აერთიანებს. ამ უხილავ ერთობას გამოხატავს იგავში ერთობლივი განცდა სიხარულისა: „მოდით, ჩემთან ერთად იხარეთო“, – ასე ეძახის დედაკაცი თავის მეგობრებს.

უფალიც გვიხმობს: „გიხაროდენ!“ 

ეს ზეციური მისალმებააო, – გვასწავლის ჩვენი მწყემსმთავარი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე.

 

скачать dle 11.3