კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

 

ისააკ ასური: უსაქმურობა სულისთვის დამღუპველია და დემონზე მეტად შეუძლია მისი დაზიანება.

დიმიტრი როსტოველი: ღვინოსა და ცვილს მხოლოდ წნევის საშუალებით გამოაცალკევებთ; სწორედ ასევე, კეთილ საქმეებს სხვაგვარად ვერ აღასრულებ, თუ არა გაძლიერებული შრომითა და ღვაწლით.

იოანე ოქროპირი: ზედმეტს ნუ მოვისურვებთ: მცირედითაც კმაყოფილნი ვიყოთ და ყოველთვის მდიდრები ვიქნებით.

სქიმ-იღუმენი იოანე: ნეტარი ხარ, თუკი გლახაკად და ჩვილად მიიჩნევ თავს სულიერად განათლებულ ადამიანთა შორის. ნუ შეგშურდება მათი და, ნუ ისწრაფვი სულიერი აღტაცებისკენ. ასეთი შეგრძნებებისკენ მისტიკოსები ისწრაფვიან და ჭეშმარიტი ხილვების ნაცვლად, ეშმაკის მახეში ებმებიან. მადლისმიერ შეგრძნებებს ღმერთი მაშინ ანიჭებს ადამიანს, როდესაც მათ გული ვნებებისგან აქვთ განწმენდილი. ასეთ მდგომარეობაში წმიდა მამები იყვნენ, ხოლო ჩვენ, ცოდვილთ, ლოცვა გვმართებს სინანულით. ვნებებთან ბრძოლაში შეწევნა ღმერთისგან უნდა ვითხოვოთ.

გაბრიელ ეპისკოპოსი: ენა თავისთავად არ სცოდავს, იგი იმას ამბობს, რაც ადამიანს გულში აქვს. მაშასადამე, ვინც ყოველთვის გონივრულად და დინჯად ლაპარაკობს, მას გულიც და ხასიათიც კარგი აქვს და, პირიქით, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს ყოველი კაცი მის წინაშე პასუხს აგებს არა მხოლოდ საქმეებისთვის, არამედ სიტყვებისთვისაც.

პაისი მთაწმინდელი: რაში მდგომარეობს ამ ცხოვრების აზრი? იმაში, რომ თავი მოვამზადოთ ჩვენი სამშობლოს – ზეცისა და სამოთხისთვის. მთავარი ისაა, რომ ადამიანმა დაიჭიროს ცხოვრების ეს უღრმესი აზრი – სულის ცხონება. თუ ადამიანი ღმერთსა და მომავალ ცხოვრებას იწამებს, გააცნობიერებს, რომ ეს დროებითი ცხოვრება ამაოა. ჩვენ გვავიწყდება ის, რომ ყველანი იქ უნდა წავიდეთ, აქ ფესვებს ვერ გავიდგამთ. ეს ჟამი იმისთვის არაა, რომ ღიღინში განვვლოთ, არამედ იმისთვის, რომ გამოცდები ჩავაბაროთ და სხვა ცხოვრებაში გადავიდეთ. ამიტომაც, ჩვენ წინაშე უნდა იყოს შემდეგი მიზანი: მოვემზადოთ ისე, რომ, როცა უფალი მოგვიხმობს, მშვიდი სინდისით წავიდეთ, ვიკმეოდეთ ქრისტეს მიმართ და მუდამ მასთან ვიყოთ.

ბასილი დიდი: იმდენად მაცდურია ცოდვის გზები, რომ იოლად შეუდგები, მაგრამ, ძალზე ძნელია, გაეყარო. აქ სინდისი მუდამ განშორებულია საქმეებს. სინდისი გქენჯნის, ვნება კი ახალ ხრიკებს იგონებს. ცოდვის გზაზე გამოჩნდება ხოლმე მაცდური კაციც და მაცდური ქალიც. ამ გზიდან ადამიანი მხოლოდ ღვთის მადლს გადმოჰყავს – მოუკლებელს, მკურნალსა და ღვთის სასუფევლის გზათა განმგებელს. ინთქმება რა ცოდვაში, როგორც ჭაობში, ადამიანი ხშირად იღუპება, მაგრამ, უფალი ღმერთი დროულად და საჭიროების ჟამს შეეწევა: ან – უშუალოდ, ან – ვინმეს მეშვეობით და დასაღუპავად განწირული ადამიანი გადარჩება; მეტიც, შეიძლება, სხვებსაც კი მოევლინოს მხსნელად.

იოანე სინელი: ვისაც კალათაში პური უდევს და იკითხავს, ხვალ რა უნდა ვჭამოო, ნაკლებად მორწმუნეთა რიცხვს განეკუთვნება.

 

скачать dle 11.3