კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ახალგაზრდა ქალბატონებისგან შემდგარი „ფორბსის” ტოპ-ათეული

 

ჟურნალ „ფორბსის” მონაცემებით, რომელიც ყოველწლიურად, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანებისგან შედგენილ რეიტინგს აქვეყნებს, მსოფლიოს 1210 მილიარდერისგან ყველაზე ახალგაზრდა ქალ მილიარდერთა რეიტინგი შეადგინეს, რომელსაც ჟურნალ „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ.

ჰაინდ ჰარირი – 28 წლის – ლიბანი

ლიბანის ექსპრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის 28 წლის ქალიშვილი, ჰაინდ ჰარირი პლანეტის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალია. ჰაინდი ჰარირების საოჯახო ბიზნესის მემკვიდრეა. ოჯახი აქტივებს ფლობს საბანკო, სამშენებლო, მედიის სფეროში და ლიბანის ყველაზე გავლენიან საგვარეულოდ ითვლება. თავის დროზე, ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ჰაინდი სამშობლოში ყველაზე სასურველ საპატარძლოდ მიიჩნეოდა, თუმცა, 2009 წელს იგი ცოლად გაჰყვა თანამემამულე მუჰამედ ანას ალ კარუტს, რომელთან ერთადაც ორ შვილს – მუჰამედს და რაფიკს ზრდის. ჰაინდი სამოდელო სფეროთია დაინტერესებული და ყოველწლიურად, დედასთან, ნაზეკა ჰარირისთან ერთად, პარიზის მოდის კვირეულებს ესწრება მოწვეული სტუმრის სტატუსით.

იან ჰუეიანი – 30 წლის – ჩინეთი

ყველაზე მდიდარი ჩინელი ქალი მსოფლიოში – იან ჰუეიანი სამშენებლო კომპანია „ქანთრი გარდენის” აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელია, რომელიც მამამ, მაშინ აჩუქა, 23 წლის რომ გახდა. იანს განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ოჰაიოს უნივერსიტეტში აქვს მიღებული, „მარკეტოლოგის” სპეციალობით. იან ჰუეიანის მდიდრული ქორწილი ვიდეო-პორტალ „იუთუბიზეა” განთავსებული. 

ბეგუმხან დოგან ფარალიალი – 34 წლის –  თურქეთი

ბეგუმხანი თურქი მილიარდერების – აიდინ დოგანისა და სემი ისილ დოგანის ქალიშვილი და მემკვიდრეა. თავისი კარიერა ბეგუმხანიმ ნიუ-იორკში, საკონსულტაციო კომპანია „არტურ ანდერსენში” დაიწყო. შემდგომ ის ევროპულ კორპორაციებში მუშაობდა, მედიისა და ტექნოლოგიის სფეროების მოწინავე კომპანიებში. ამჟამად, იგი საოჯახო ჰოლდინგის, „დოგან ჰოლდინგის” თანამფლობელია. დოგანების კომპანიაში 11 ათასი ადამიანია დასაქმებული. კომპანიის საქმიანობის სფეროებია: მედია, ენერგეტიკა, დაზღვევა, ვაჭრობა, ტურიზმი. ბეგუმხანის პირადი კაპიტალი, დაახლოებით, ერთ მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს და „ფორბსის” ვერსიით, ის პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია.

ანა-ლუსია დე მატოს ბარეტო ვილელა – 37 წლის – ბრაზილია

ის ბრაზილიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უძველესი საბანკო სფეროში მოღვაწე ოჯახის წარმომადგენელია. 2008 წელს საოჯახო „ბანკო იტაუ” გაერთიანდა „უნიბანკოსთან” და ამჟამად ანა-ლუსია არის ბრაზილიის სიდიდით მეორე და მსოფლიოს 15 უმსხვილეს ბანკს შორის დასახელებული „იტაუ უნიბანკ ჰოლდინგის” უმსხვილესი აქციონერი. გარდა ამისა, ანა-ლუსია ჩართულია საზოგადოებრივ საქმეში – ის არის არაკომერციული ორგანიზაცია, ალანის ინსტიტუტის პრეზიდენტი. 1994 წელს შექმნილი ორგანიზაცია გამოყოფს  სოციალურ დახმარებებს, კულტურასა და განათლების სისტემას უწყობს ხელს. ანა-ლუსიას პირადი კაპიტალი 3,7 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

სერა საბანჩი – 37 წლის – თურქეთი

ის კიდევ ერთი თურქული წარმოშობის ქალი მილიარდერია, რომელიც 2009 წლიდან არ ფიგურირებდა „ფორბსის” რეიტინგში, თუმცა 2011 წელს, ერთმილიარდიანი კაპიტალით, კვლავ დაბრუნდა. სერა საბანჩი მსხვილი კონგლომერატის, „საბანჩი ჰოლდინგის” მმართველობის წევრი და აქციონერია. ის, ასევე, არის „ფონდ საბანჩის” დირექტორთა საბჭოს წევრი. სერას მამა, ოზდემირ საბანჩი 1996 წელს სტამბულში, საკუთარ ოფისში მოკლეს. სერა თურქი მილიარდერის, სევკეტ საბანჩის ძმისშვილია.

ჰანზადე დოგან ბონიერი – 39 წლის – თურქეთი

ის ბეგუმხანის უფროსი დაა. ლონდონის ეკონომიკის სკოლისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ჰანზადე მამის კომპანიის, „დოგან ჰოლდინგის” დირექტორთა საბჭოს წევრია. ინტერნეტ-ტექნოლოგიების ათვისების პერიოდში, მან დააფუძნა კომპანია  „დოგან-ონლაინი”, თურქეთის უმსხვილესი ინტერნეტ-პროვაიდერი. გარდა ამისა, ჰანზადე ჩართულია მედიაბიზნესში და კომპანია „დოგან ნიუსფეიფერის” დირექტორის მოადგილეა. ჰანზადე დოგან ბონიერი ცნობილი ფილანტროპია, ის გოგოებისთვის სათანადო განათლების მიღების პროექტებს აფინანსებს.

ჩუ ლამ იუ – 41 წლის – ჰონკონგი

ის კომპანია „ჰუაბაო ინტერნეიშენელის” მფლობელია. რომელიც აწარმოებს პარფიუმერიასა და არომატიზატორებს სარეცხი საშუალებებისთვის, სიგარეტისა და სასმლისთვის. კომპანია 13 წლის წინ შეიქმნა და თავიდანვე ღია სააქციო საზოგადოება გახდა, საფონდო ბირჟაზე  დარეგისტრირების ხარჯზე. „ჰუაბაოს” აქციათა 2/3 ჩუ ლამ იუს საკუთრებაა.

ჟენ კინი – 45 წლის – ჩინეთი

ჩინელი მილიარდერი ჟენ კინი კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრის წოდების მიღებამდე, ჰონკონგში ტანსაცმლის სამკერვალოში მუშაობდა. დღესდღეობით ის და თავისი ქმარი – პან შიი ფლობენ ჩინეთში ყველაზე წარმატებულ დეველოპერულ კომპანიას, „სოჰო ჩაინას“, რომელიც ცნობილია თავისი თანამედროვე შენობა-ნაგებობებით მთელ ჩინეთში

ვუსლატ დოგან საბანჩი – 40 წლის – თურქეთი

სხვადასხვა დროს ვუსლატ დოგან საბანჩის ეკავა გავლენიანი ჟურნალ-გაზეთების – „ნიუ-იორკ თაიმზისა” და „უოლ-სტრით ჯორნალის” რედაქტორის თანამდებობები. ის არის დოგანების საგვარეულოს წარმომადგენელი და მისი მეუღლე ასევე, მილიარდერი – ალი ისმაილ საბანჩი, თურქი მილიარდერის სევკატ საბანჩის ვაჟია.

არზუხან დოგან იალჩინდაგი – 46 წლის – თურქეთი

ის ყველაზე უფროსი დაა დოგანების ოჯახიდან. არზუხანი ტელევიზიაზე მუშაობს. მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა ერთობლივი კომპანია CNN International-ის და „დოგან იაჰინ გრუპის” თანამშრომლობით, მას თურქულ CNN-ს უწოდებენ. 2005 წლიდან არზუხანი „დოგან ჰოლდინგის” დირექტორთა საბჭოს წევრი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. ის, აგრეთვე, არის „დოგან ტივის“ სააღმსრულებო კომიტეტის თავმჯდომარე. 

 

 

скачать dle 11.3