კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა იცოდეთ, რომ არ გაებათ ბანკების მახეში და არ შემოგასაღონ ისეთი მომსახურება, რომლის გადახდაც ათჯერ ძვირი დაგიჯდებათ

 

საბანკო სექტორი, ჯერ ერთი, ქვეყანაში ერთ-ერთი წარმატებული ბიზნეს-სექტორია (ქართული ბანკების მოგებები, საქართველოსა და მისი მოქალაქეების ფინანსური შესაძლებლობების ფონზე, თითქმის არნახულ მასშტაბებს აღწევს. ასე, მაგალითად, 2011 წელს საქართველოში მოქმედი ბანკების სუფთა მოგებამ 323 მილიონი ლარი შეადგინა), მეორე მხრივ კი, ისინი მოქალაქეთა ჩაგვრაშიც შეიმჩნევიან (აბა, ამ ღარიბმოსახლეობიან ქვეყანაში 323-მილიონიან მოგებას სხვა რა მანქანებით ნახავდნენ?!). ამის მიზეზი, ერთი მხრივ, არის ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს საბანკო ცხოვრების გამოცდილება არ აქვთ (გზადაგზა იძენენ მცირე დოზებით), მეორე მხრივ, არც უიმისობაა, რომ მოქალაქეებს ხშირად არც ესმით მათთვის შეთავაზებული და ლამაზად შეფუთული საბანკო მომსახურების არსი (რასაც ხშირად მოქალაქისთვის გამოუსწორებელი ზიანიც მოჰყვება ხოლმე), მაინცდამაინც, არც საბანკო ხელშეკრულებების კითხვით იწუხებენ თავს და, რაც მთავარია, ბანკები ოსტატურად იყენებენ მოსახლეობის გაჭირვებასაც და არაინფორმირებულობასაც.

ამ ან შესაძლოა, სხვა მიზეზთა გამო, არ არის გამორიცხული, ისე დაგედოთ ბანკის ვალი ან ბანკმა ისეთ მომსახურებაში გადაგახდევინოთ თანხა, რითაც არათუ არ გისარგებლიათ, წარმოდგენაც კი არ გქონდათ, თუ ასეთი მომსახურება საერთოდაც არსებობდა ბუნებაში. ემზარ ჯგერენაია განგვიმარტავს, რა მეთოდებით ახერხებენ ჩვენი მშობლიური ბანკები თავიანთი მშობლიური მოქალაქეების საკრედიტო მახეში გაბმას, მეტიც, მათთვის უკანასკნელი თეთრის ამორთმევას (ხანდახან სულთან ერთადაც კი!) და როგორ ხდება, რომ საქართველოში ბანკი ყოველთვის მართალია?

– როდემდე უნდა იყოს ასეთი გაუმჭვირვალე საქართველოში ბანკების საქმიანობა და, საერთოდაც, რატომ ატარებენ ისინი ისეთ ოპერაციებს, რომლებიც კლიენტისთვის გაუგებარიცაა და ხშირად კლიენტი არც კი არის ინფორმირებული, თუ რა შედეგი მოჰყვება მის მიერ ამა თუ იმ საკრედიტო თუ სადებეტო ბარათის აღებას?

– საერთოდ, მოსახლეობის ინფორმირება, მოსახლეობის ინტერესების დაცვა ტრაგიკულ მდგომარეობაშია, განსაკუთრებით, ეს ეხება სამომხმარებლო სექტორსა და ბანკებს. სტატისტიკურ ინფორმაციას მოგაწოდებთ, რომელიც ეხება საკითხს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბანკებისთვის უნაღდო ანგარიშსწორება. იმის გამო, რომ ნაღდი ფულის მიმოქცევას აქვს უზარმაზარი ხარჯი: ნაღდი ფულის ბრუნვას სჭირდება დაბეჭდვა, მოვლა, ამორტიზაცია, ევროზონაში 40-45 მილიარდი ევრო უჯდებათ ყოველწლიურად ნაღდი ევროს მიმოქცევა. შეერთებულ შტატებში 60 მილიარდ დოლარზე მეტი ჯდება ნაღდი დოლარის მიმოქცევა. ამერიკაში მოსახლეობის 40 პროცენტი უნაღდო ანგარიშსწორებას მიმართავს, თითქმის იგივე მაჩვენებელია ევროპაში და ის ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, ევროპული და ამერიკული ბანკები ყოველწლიურად 20-21 მილიარდის ეკონომიას ნახულობენ იმის გამო, რომ მოსახლეობა ნელ-ნელა გადადის ელექტრონული ბარათებით ანგარიშსწორებაზე. ამ მონაცემებიდან ჩანს, სულ რომ არაფერი გააკეთოს, იმიტომ რომ ქვეყანა გადადის ბარათებით ანგარიშსწორებაზე, ბანკები მნიშვნელოვან ეკონომიას სწევენ. აზიის ქვეყნებიც კი ლიდერობენ ამ მიმართულებით.

– ბანკისთვის თავად უკვე ის ფაქტია მომგებიანი, რომ მომხმარებელი მათ ბარათებს იყენებს?

– დიახ, იმიტომ რომ ფული არ მოძრაობს, რაც ამცირებს ხარჯებს. ანალოგიური ეხება ჩვენს ქვეყანასაც: ბარათებით ჩვენთან დაიწყო ხელფასების გაცემა, ანგარიშსწორება სავაჭრო ობიექტებში, სესხის გადახდა და ასე შემდეგ. ამას დაემატა ანგარიშსწორების სხვადასხვა სისტემის საკმაოდ ფართო ქსელი და დაიწყო მეორე უბედურება: ადამიანი იხდის „ფეი ბოქსით“, „მობიფეით“, სხვადასხვა კომპანიის ბარათებით. ეს საშუალებას აძლევს კომპანიებს, რომ, სულ მცირე, ეს ფული ანგარიშზე ედოს და გამოიყენოს, რაც დამატებითი შემოსავალია. ანალოგიური შემოსავალი აქვს ყველა ბანკს. დღეს ბევრს ერიცხება ხელფასები ბარათებზე და ისინი თვის განმავლობაში ნელ-ნელა ითვისებენ ამ თანხებს. ანუ ბანკს აქვს ამ თანხების მარაგი, რაც მისი საბრუნავი კაპიტალია, რომელშიც არაფერს იხდის და იღებს შემოსავალს. იმდენად გამრავლდა ელექტრონული ანგარიშსწორების ფორმები, რომ ადამიანი ვეღარ ერკვევა, რომელი ბარათით გადაიხადოს. ადამიანს უჭირს განასხვავოს, რაში რას უკავებენ ან არ უკავებენ. უფრო მეტიც, ამ სიმრავლეში უჭირს გაარკვიოს, რომელი ბანკი რომლის მეგობარია. მაგალითად, გაიხსნა ერთ-ერთი ჯანმრთელობის ცენტრი, სადაც სამედიცინო მომსახურება საკმაოდ  ძვირი ღირს. გეუბნებიან, აქ არის ერთ-ერთი მსხვილი ბანკი და მიმართეთ მას. აძლევთ სხვა მსხვილი ბანკის ბარათს, მაგრამ პირველი ბანკი გეუბნებათ, თუ თქვენ გადაიხდით მეორის ბარათით, მე თქვენ ჩამოგაჭრით 2,5 პროცენტს, თუ სხვა ბანკების ბარათებით, მაშინ მოგემსახურებით იმ ნორმალური პროცენტით, რაც ტარიფშიაო. მე, მოქალაქემ, როგორ გავარკვიო, რომელი ბანკი რომლის მეგობარია?! და, თუ არ მეგობრობენ, იქვე უნდა იდგეს არამეგობარი ბანკის ბანკომატიც. არადა მომხმარებლის უფლებები ისეთივე სასიცოცხლო უფლებებია, როგორც სიტყვის თავისუფლება და სიცოცხლის უფლება.

– აშკარადაც ატყუებენ ბანკის ოპერატორები მომხმარებელს. მაგალითად, ადამიანი მივიდა ერთ-ერთ მსხვილ ბანკში თანხის გადასარიცხავად, ოპერატორმა უთხრა, რომ აუცილებელი იყო დროებითი მიმდინარე ანგარიშის გახსნა, რაშიც გადაახდევინეს 5 ლარი. მაგრამ ოთხიოდე წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მიმდინარე ანგარიში არ ყოფილა დროებითი და გადაახდევინეს ანგარიშის 4-წლიანი მომსახურების თანხა და ასეთი შემთხვევა უამრავია.

– დაიბნა ადამიანი ამ მრავალფეროვნებაში, ამიტომ ამ დაბნეულებს ზუსტად უნდა განვუმარტოთ, რა როგორ ხდება და ეს არ უნდა ითხოვდეს მოქალაქისგან სპეციფიკურ ცოდნას. თუ ასეთი ომია ბანკებს შორის, ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს და გააკონტროლოს, ესაა მისი უშუალო ფუნქცია. ამას გარდა, ბანკის შემოსავლის მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა მათ მიერ თავიანთი პროდუქციის გამრავალფეროვნება. თითოეულ ადამიანს რამდენიმე ბარათი აქვს: ელექტრონი, გოლდი, პლატინი, შავი, თეთრი და ასე შემდეგ. ამ პროდუქტების რეკლამა ამბობს, რომ თქვენ უფასოდ შეგიძლიათ, გამოიყენოთ ფული 3 თვის განმავლობაში, რაც ტყუილია. უნდა იყოს ასეთი ტექსტი: თქვენი ნაშთი არის ნული, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, ისარგებლოთ სესხით. მაშინ ადამიანი დაფიქრდება, თუ ეს სესხია, ავიღო თუ არაო. თუ სიგარეტს ვაწერთ, რომ „მოწევა კლავს“, რატომ არ უნდა დავაწეროთ ბანკის ბალანსის გაგების დროს, რომ თქვენი ბალანსი არის ნული, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, აიღოთ ამა და ამ თანხის ამა და ამ პროცენტიანი სესხი?!

– ეს თუ განმარტეს, ვინღა აიღებს მათ ბარათებს, რომლებსაც 0-პროცენტიანებად ასაღებენ?

– ადამიანს ეუბნება მანქანა, თქვენი ხელმისაწვდომი ნაშთი არის 1 000 ლარი, ის ფიქრობს: ვაჰ, 1 000 ლარი მქონიაო და იღებს ამ თანხას. მაგრამ, იქ რომ ეწეროს სიმართლე, თქვენ ნაშთი გაქვთ ნული ლარი, მაგრამ შეგიძლიათ, აიღოთ 24-პროცენტიანი სესხიო, ის, რა თქმა უნდა, დაფიქრდება, დახარჯოს თუ არა ის 1 000 ლარი. შეიძლება, ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ეს ზედმეტი მოთხოვნაა, მაგრამ, თუ დენის შემაერთებელს ვაწერთ, თითი არ შეყოთ, თორემ დენი დაგარტყამთო, აქაც უნდა ეწეროს, რომ ეს სესხია და არა 0 პროცენტი. ან, როდესაც გვეუბნებიან: შეიძინეთ მანქანები  უპროცენტო განვადებითო, თუ განვადებაა, ესე იგი, კრედიტია; თუ კრედიტია, ესე იგი, უფასო არ არის. ანუ ეს ნულპროცენტიანი განვადება ხომ აშკარა ტყუილია?! ასეთი აშკარა ტყუილი როგორ არ უნდა ისჯებოდეს მარეგულირებელი ორგანოს მიერ, რომელსაც ევალება მომხმარებლის უფლებების დაცვა?! ეს ტყუილები დღითი დღე მრავლდება, იმისდა მიხედვით, თუ როგორ მრავალფეროვნდება ბანკების მიერ შემოთავაზებული პროდუქტები.

– პროდუქტებს ბანკები მომხმარებლის კიდევ უფრო გამოსაშტერებლად ამრავალფეროვნებს?

– ეს ერთი და იგივე ბარათებია, მაგრამ ვითომ ახალ-ახალ მომსახურებებს სთავაზობენ მომხმარებლებს და მომხმარებელსაც ყოველდღე ესმის ახალი სლოგანები: უფასოდ ამდენი და ამდენი ფული. რეკლამები გათვლილია ფსიქოლოგიური მომენტზე, რომ აი, ეს ახალი კარგია და ცუდი ის ძველი პროდუქტი იყო. ძალიან ჭკვიანი მეცნიერ-ფსიქოლოგების მიერაა მოფიქრებული და გათვლილია იმაზე, რომ ადვილად მიიღოს მომხმარებელმა გადაწყვეტილება და აიღოს ეს ვითომ ახალი ბარათი. დაახლოებით, იგივე რამ შეიძლება, ითქვას ტურისტული კომპანიების შესახებ, რომლებიც გვთავაზობენ  300-დოლარიდან დასვენებას, რაც აბსოლუტური ზღაპარია. ისევე, როგორც შემოთავაზებები, რომ უფასოდ გაგაფრენთ, თუ დღესვე იყიდით საგზურსო. მიდის ხალხი, არის ერთი ამბავი, ყიდულობენ, არადა რეალურად ფრენის ხარჯიც ზის საფასურში და ჩამოთვლილი სასტუმროებიც არ არის ის რეალური სასტუმროები, სადაც მოგიწევთ ცხოვრება. მაგრამ როგორც ტურისტული კომპანიები, ისე ბანკები, დღემდე დაუსჯელი რჩებიან.

ერთი სიტყვით, კრედიტბარათების მომსახურების საკომისიო უნდა იყოს ძალიან დაბალი, იმიტომ რომ ეს ისედაც ბანკებისთვის შემოსავლის წყაროა. აბსოლუტურად ნათელი უნდა იყოს ბანკების მომსახურების პირობები და, მესამე, რეკლამა არ უნდა იყოს ტყუილი.

– ბანკებში, როგორც წესი, გამოგიწვდიან საბუთებს და გეუბნებიან, აი, აქ მოაწერეთ ხელი. არ უნდა გითხრან, წაიკითხეთო? მით უფრო, რომ მაინც ვერაფერს შეცვლი, მაგრამ ის მაინც გეცოდინება, რა გელის.  

– წარმოიდგინეთ, ბანკმა, რომელიც უმდიდრესი ორგანიზაციაა, დაიქირავა ყველაზე ჭკვიანი იურისტი და ყველაზე ეშმაკურად შეაცურა ხელშეკრულებში ისეთი რიფები, რომ, ნებისმიერი ხელშეკრულებით კლიენტსა და ბანკს შორის, ბანკი ყოველთვის და ყველაფერში მართალია, კლიენტი კი – ყოველთვის და ყველაფერში მტყუანი. მეც გეტყვით ერთ მაგალითს: ერთ-ერთმა ორგანიზაციამ ხელშეკრულება დადო ბაკნთან მომსახურებაზე, შემდეგ გადასცა თანამშრომლების სია. ბანკმა თამშრომლების გარეშე გახსნა ანგარიში, მაგრამ ერთ-ერთმა თანამშრომელმა სხვა ბანკში გასხნა თავისი ანგარიში. აღმოჩნდა, რომ მას სამი წლის განმავლობაში ბანკი მომსახურების პროცენტს აჭრიდა, თუმცა რატომ? გაუგებარია. ადამიანს ხელი არ მოუწერია და არც კი მისულა ბანკში. შემდეგ ბანკმა დაარიცხა ვადაგადაცილება, 350 ლარი დაუყადაღა და შავ სიაში შეიყვანა. ეს ხომ ცოცხალი მაგალითია? ხომ ვერც ერთი ბანკი ვერ იტყვის, რომ ასე არ იქცევა?! სამი წელი ადამიანი არ მოვიდა, ხელი არ მოგიწერა არაფერზე, შენ რატომ უხსნი ანგარიშს და არიცხავ რაღაც თანხებს?! რატომ არ ისჯება ამისთვის ბანკები?! მით უფრო, რომ ჩვენ საამისო ნორმატიული ბაზა გვაქვს. რამდენიმე წლის წინათ ისე „შეატენეს“ დიდმა ბანკებმა თავიანთი ბარათები მოსახლეობას, მოსახლეობა ვერც კი მიხვდა, რომ მას კრედიტს აძლევდნენ საკმაოდ მაღალ პროცენტად. საწყალმა ადამიანმა თავისი ხელფასის ბარათიდან 200-300 ლარი გადახარჯა, არადა, რომ სცოდნოდა, ხომ არ აიღებდა იმ კრედიტს?! შემდეგ ის 200-300 ლარი გადაიქცა 4 000 ლარად და იმ ბანკმა ამ თანხების ამოღება გადასცა ახლად შექმნილ ორგანიზაციებს. მე რომ მკითხოთ, გამომძალველ ორგანიზაციებს. მათი სრული დასახელება არ ვიცი, მაგრამ ეს არის პრობლემურ სესხებთან მუშაობის კერძო ფირმები, რომლებიც სრულიად აღმაშფოთებელი მეთოდებით მოქმედებენ. შეშინებული ადამიანი, ოღონდ არ დამიჭიროთო, ითხოვს, გრაფიკი გამიკეთეთ და გადავიხდიო. გადაიხდის ამ გრაფიკით 1 000 ლარს და შემდეგ ეუბნებიან, 1 000 ლარი რომ გადაიხადე, ისევ 4 000 დარჩა, იმიტომ რომ ის 1 000 ლარი დაზღვევაში წავიდაო. ადამიანს უკვირს, სესხი არ დამიზღვევიაო, მაგრამ, თურმე, სესხი ბანკმა დააზღვია. ესე იგი, პროცენტიც დაადო და თანაც დააზღვია?! არადა, თუ დაზღვეულია, მაშინ ვადაგადაცილების თანხას რატომ სთხოვ?! ჩემთვის გაუგებარია, რა შუაშია ეს კერძო ფირმები, სადაც ყოფილი მილიციელები მუშაობენ, რომლებიც სამსახურებიდან გავუშვით, იმიტომ რომ მათი იქ დატოვება არ შეიძლებოდა. მაგრამ ახლა ისინი მუშაობენ კერძო ფირმებში და საკმაოდ მიუღებელი, ბანდიტური მეთოდებით მოქმედებენ მოქალაქეების წინააღმდეგ.

– საკმაოდ მიუღებელი რამაა ბანკებისა და საავადმყოფოების ტანდემიც. როდესაც პაციენტის ჭირისუფალს  ფული არ აქვს საოპერაციოდ, ექიმები მიუთითებენ, აქვეა ბანკის წარმომადგენელი და უპროცენტო განვადებით გაიკეთეთ ოპერაციაო. ეს უპროცენტო განვადება ბლეფია და ჭირისუფალს უცბად იტყუებენ საბანკო მახეში.

– თუ ბანკი ლეგალური ორგანიზაციაა, მოქალაქესთან დავა უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ.  მეტსაც გეტყვით, თქვენ ხართ იურიდიული კომპანია, მეც, რაღაც სამუშაო შეგისრულეთ, მაგრამ არ გადამიხადეთ ფული. ხელშეკრულებაში წერია, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმაა ამდენი და ამდენი და ეს ჯარიმა ავიდა 100 000 ლარამდე, არადა ხელშეკრულება 30 000-იანი იყო. სასამართლო აპრიორი გეუბნებათ, შეთანხმდით გონივრულ თანხაზეო. მე არ ვიცოდი, თანხას გონი და შემეცნება თუ ჰქონდა, ალბათ ჰეგელი საფლავში გადაბრუნდება, ეს რომ იცოდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმალური პროცენტი უნდა დაერიცხოს, რაც არც სასამართლოს ხარჯს დაგიფარავთ და არც ადვოკატისას. ამიტომ გაუგებარია, რატომ შეცვალეს ბანკებმა ეს სამართლებრივი სისტემა და  გადაერთვნენ კერძო ფირმებზე კლიენტთან ურთიერთობის გასარკვევად?! ეს ადამიანის უფლების არნახული დარღვევაა.

– როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი, რომ გაერკვეს, რა ელის ამა თუ იმ საკრედიტო ბარათის აღებისას?

– გარდა ამ ბარათების ტარიფებისა, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტექსტი ისეა შემუშავებული, ადამიანს უჭირს გაერკვეს, რაზეა საუბარი. შემოიღეს აუცილებელი დაზღვევა, რომელსაც გაწერენ და არავინ სთხოვს პასუხს ამაზე არც ბანკს და არც ტურისტულ კომპანიას. არადა ეროვნული ბანკის ინტერესი უნდა იყოს, რომ საკრედიტო ბარათები იყოს პირველ პლანზე, ამიტომ მან უნდა დაარეგულიროს ეს სიტუაცია. ამ ბარათების საკომისიო იმდენად მინიმალური უნდა იყოს, რომ ეროვნულმა ბანკმაც მიიღოს შეღავათი – ნაკლები ლარი დაბეჭდოს, ბანკმა ნაკლები დახარჯოს ინკასაციაზე და მოსახლეობამ იგრძნოს, რომ ფულის დახარჯვა ბარათებით ჯობია.

– ამ დროს, რეალურად, პირიქითაა.

– ბანკი ამ დროს არის ჩუმად და ფიქრობს, მეტი საკომისიო, მეტი ტყუილი, მეტი ბარათი, მეტი შემოსავალი. აი, ეს არის დღეს ბანკების ლოზუნგი. მეტიც, ბანკი არ უნდა იღებდეს საფასურს ბარათების დამზადებაში. როდესაც ესა თუ ის ბანკი გასცემს ამა თუ იმ გლობალური ბრენდის ბარათს, „ვიზა“ იქნება თუ „ამერიკან ექსპრესი“, ეს ბარათები გაცემულია ამ ბანკების სახელით და რაც ბევრ ასეთ ბარათს გასცემს ბანკი, მით უფრო კარგ პირობებს სთავაზობს ის გლობალური ორგანიზაცია, ვის ბარათებსაც გასცემენ. ანუ ბარათების გაცემა ბანკებისთვის პირდაპირი შემოსავალია. მაშინ, როდესაც ბანკები არა მხოლოდ მაღალ საკომისიოს აწესებენ, არამედ ბარათის დამზადებაც კი ფასიანია.

 

 

скачать dle 11.3