კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წელში არგადამტყდრები

„რატომ არ ვარ საკრებულოს დეპუტატი“

 

მართალია, მაღალი ტრიბუნიდან გამოცხადებული ქრონიკის თანახმად, ხელისუფლება „ქამრებს იჭერს“, თუმცა, ეს „შემოჭერა“ იმდენად უცნაურია, რომ არაფრის დიდებით არ აისახება სახელფასო ანაზღაურების კლებაზე, უფრო პირიქითაც (ამ ტენდენციას, თუ გულწრფელები ვიქნებით, დადებითი ეფექტის მოტანა შეუძლია. რატომ? იმიტომ რომ, თუ თავად ნაჭამ-ნასვამ-გაფუმფულებული იქნება, წესით, ხომ უფრო მეტი ენთუზიაზმით შეუდგება 100-ლარიანი პენსიისთვის 10 ლარის წამატებაზე ფიქრს მაინც?!).

ასე, მაგალითად: რადიო „ჰერეთის“ ინფორმაციით, ლაგოდეხის თავმჯდომარეს ბ-ნ გოზალიშვილს განუცხადებია, რომ მიმდინარე წლიდან სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებს ხელფასი 300 ლარით გაეზრდებათ. ცნობისთვის, აქამომდე მათი ხელფასი, სულ რაღაც, 400 ლარი ყოფილა (სულ რაღაც – მინისტრის ან პარლამენტარის ხელფასის ფონზე, თორემ, პენსიონერის 100 ლარის ფონზე – ესაა, რაცაა!). ამ ნოვაციის დამაკანონებელი ბრძანებულება პრეზიდენტმა დღე დღეზე უნდა გამოსცეს.

ამის პარალელურად, უპატრონოდ და უმეთვალყურეოდ არც საკრებულოს დეპუტატები რჩებიან. იმავე ბ-ნი გოზალიშვილის განმარტებით, თუკი ამ დრომდე საკრებულოს დეპუტატები საწვავისა და ტელეკომუნიკაციისთვის სპეციალურ ტალონებს იღებდნენ, ამიერიდან და სკამზე ვადის გასვლამდე მსგავსი ტიპის ხარჯების დასაფარავად, ტალონების ნაცვლად, შესაბამის თანხას მიიღებენ. მეტიც, დეპუტატები, თურმე, ანაზღაურებას საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვისაც „დაირტყამენ“.

ზემოთქმულიდან გამომდინარე კი, ვფიქრობ, ცნობილი ციტატა: „რატომ არ ვარ მეფე გიორგი?!“ სასწრაფოდ უნდა გადაკეთდეს შემდეგნაირად: „რატომ არ ვარ საკრებულოს დეპუტატი?!“

 

скачать dle 11.3