კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კლიენტდაუთვლელები

ყველაზე ჰუმანური ორგანო

 

რაკი ვირტუალური სივრცე ჩვენი თანამედროვე ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა, ამ სივრცის შესაძლებლობები რუმინელ სტუდენტ გოგონას მეტად ორიგინალურად გამოუყენებია. კერძოდ, ინტერნეტაუქციონზე საკუთარი ქალწულობა გამოუტანია და მეტად სარფიანადაც დაუბანდებია. თუმცა, რაღა სარფიანად, როდესაც 10 000 ევროდ შეფასებული საქონელი ადგილობრივ საგადასახადო ორგანოებს დაუბეგრავს, თანაც, არც მეტი, არც ნაკლები, თანხის 50 პროცენტით და, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ასეთი ქცევა პროსტიტუციად ჩაუთვლიათ.

ხოლო, რადგან გერმანიაში პროსტიტუცია, ანუ სხეულით ვაჭრობა სავსებით ლეგალური საქმიანობაა, შესაბამისად, ის კიდეც იბეგრება (ქართული საგადასახადო ორგანო ყველაზე ჰუმანური და მორალური ორგანოა თვით ცივილიზებული ქვეყნების ორგანოთა შორის!). მეტიც, მეძავებს სამედიცინო დაზღვევაც აქვთ (ზოგს რა ბედი აქვს?!), პენსიაც (ამას ჰქვია ქუდბედიანობა!) და საკუთარი პროფკავშირებიც, თუმცა კანონი სჯის იძულებით მეძავობას (საკუთარი სურვილით – რამდენიც სულსა და გულს გაუხარდებაო)!

მართალია, ჩვენს ქვეყანაში პროსტიტუცია არ არის ლეგალიზებული და ჩვენებურ მეძავებს საგადასახადო სამსახურები მაინცდამაინც არც კლიენტებს უთვლიან (თუმცა აი, 100-ლარიან პენსიას მაინც ყველა მიიღებს, 60-ს რომ გადააბიჯებს), მაგრამ, სამაგიეროდ, ვლიდერობთ საქალწულე აპკის აღდგენის პლასტიკური ოპერაციების ოდენობით, რაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის ერთგვარ წყაროდ იქცეს: ამ მეთოდით ინტერნეტაუქციონზე ქალწულობის გაყიდვა იმდენჯერაა შესაძლებელი, მართლაც, სულსა და გულს რომ გაუხარდება, თანაც, არც ჩვენებური საგადასახადო ორგანოები დაგვბეგრავენ!

 

скачать dle 11.3