კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

 

ბარაკ ობამა ელ გრინის ჰიტზე ამღერდა

ბარაკ ობამამ დადებითი გავლენა იქონია სოულ-შემსრულებლის, ელ გრინის კომპოზიციების გაყიდვაზე. გრინის ცნობილ ჰიტზე „Let’s Stay Together” მოთხოვნა მუსიკალურ მაღაზიებსა და ინტერნეტში რამდენიმე პროცენტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ამ სიმღერის რამდენიმე სტროფი ობამამ თავის გამოსვლაში გამოიყენა. ტრიბუნაზე ასულმა ობამამ, სანამ თავის გამოსვლას დაიწყებდა, ელ გრინის სიმღერა წაიმღერა და შემდეგ დაამატა: „ისინი კი ფიქრობდნენ, რომ მე ამას ვერ გავბედავდი”, – და თავისი ადმინისტრაციის თანამშრომლებისკენ მიუთითა, რომლებიც კულისებში იდგნენ. აღსანიშნავია, რომ დარბაზში თავად ელ გრინიც იმყოფებოდა, რომელმაც მოუწონა პრეზიდენტს გამოსვლა და მისი ვოკალური მონაცემებიც დადებითად შეაფასა. 

დანიის დედოფლის გამოფენა

კოპენჰაგენში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრ „არკენში”, დანიის დედოფლის, მარგრეტ მეორის ნამუშევართა გამოფენა გაიხსნა, რომელიც მონარქის ტახტზე ყოფნის მე-40 წლისთავს მიეძღვნა. გამოფენაზე წარმოდგენილია დედოფლის 135 ნამუშევარი – აკვარელში, აკრილში შესრულებული ფერწერული ტილოები და კოლაჟები, რომლებიც მან უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში შექმნა. დედოფლის თქმით ის ბედნიერია, რომ მისი გამოფენა გაიხსნა და აღნიშნა, რომ წლების მატებასთან ერთად, უფრო თავდაჯერებული ხდება ფერწერაში. როგორც მარგრეტ მეორემ განაცხადა, მისი შთაგონების წყარო მუშაობის დროს „ოქროს საუკუნის” დანიელი ფერმწერების მიერ შექმნილი პეიზაჟების თვალიერებაა. აღსანიშნავია, რომ ფერწერისა და კოლაჟების შექმნასთან ერთად, დედოფალი წიგნების ილუსტრაციებზეც მუშაობს. გამოფენა ივლისის ბოლომდე გასტანს.

სარკოზის შვილის ოდესური

თავგადასავალი

საფრანგეთის პრეზიდენტის ვაჟი, DJ Mosey-ს სახელით ცნობილი 26 წლის დიჯეი პიერ სარკოზი ოდესის საავადმყოფოში მოხვდა. პრეზიდენტის ვაჟს ოდესურ რესტორან „ჩაიკოვსკიში” უნდა დაეკრა, მაგრამ კონცერტამდე რამდენიმე წუთით ადრე მან თავი შეუძლოდ იგრძნო და მისი სასწრაფო ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პიერ სარკოზი საკვებით მოიწამლა. პიერის პალატას უკრაინის სპეცსამსახურები იცავდნენ, ხოლო რამდენიმე საათში პარიზიდან ჩარტერული თვითმფრინავი გამოფრინდა, რომელმაც მოწამლული დიჯეი სამშობლოში დააბრუნა. ამჟამად სარკოზი უმცროსი თავს კარგად გრძნობს.

აფრიკის კავშირს ახალი

თავმჯდომარე ჰყავს

აფრიკის კავშირის თავმჯდომარის თანამდებობას, რომელიც წლების განმავლობაში ლიბიის მოკლულ დიქტატორს, მუამარ კადაფის ეკავა, ახალი მფლობელი ჰყავს. ბენინის პრეზიდენტმა თომას ბონი იაიმ, თანამდებობაზე ეკვატორიული გვინეის პრეზიდენტი თეოდორო ობიანგ ნგემუ შეცვალა, რომელიც კავშირს ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ადის-აბებაში გამართულ სამიტზე თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეტენზიას ბენინის პრეზიდენტთან ერთად ნიგერიის პრეზიდენტი გუდლაკ ჯონათანიც აცხადებდა. თომას ბონი იაი 2005 წლიდან არის ბენინის პრეზიდენტი, ამჟამად კი იგი სათავეში ჩაუდგა კავშირს, სადაც 50 აფრიკული სახელმწიფოა გაერთიანებული.

 

 

скачать dle 11.3