შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1987 წლის 2 იანვარს, დილის საათებში. რა არის ჩემი კარმული მისია და უცხოეთის რომელი ქვეყნებია მეტად მისაღები და წარმატებების მომტანი?
პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოთ მეტად აქტიური, ინიციატივიანი, შეგეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. ასევე, იყავით უშიშარი, დაეყრდენით ოპტიმიზმს, ცოდნის ბაზას, კომუნიკაბელურობას. ისწავლეთ საიდუმლოს დაცვა. რაც შეეხება უცხოეთს, ის თქვენთვის საშუალოა. შესაძლოა, პრობლემების წინაშეც აღმოჩნდეთ, ამიტომ, უნდა გამოიჩინოთ შეუპოვრობა, მოთმინება და ნებისყოფა. ქვეყნებიდან უკეთესია: დანია, ინგლისი, შვეცია, ყაზახეთი, ავსტრალია, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, ბრაზილია, ფილიპინები, ტაილანდი, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, პაკისტანი, ფინეთი და მალტა.
კითხვა: დავიბადე 1977 წლის 8 ივლისს. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი პროფესიაა ჩემთვის ასტროლოგიურად მისაღები?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ ორგანიზებული, დისციპლინირებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის პრაქტიკულად მხარჯველი. გამოავლინეთ მეტი პასუხისმგებლობა საქმეში. იყავით დემოკრატი, დაეყრდენით ინტუიციას, გამოავლინეთ დიპლომატია. თუ ამას გაითვალისწინებთ, ცხოვრებაში მეტ წარმატებას მიაღწევთ. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის მისაღებია: სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკა, საკონსტრუქტორო, საგანმანათლებლო საქმიანობა, დრამატურგია, სცენარისტობა, რეჟისურა, დიზაინი, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე, კომპიუტერული ტექნოლოგიები, პროგრამული სისტემები, აუდიო, მობილური, ვიდეო სისტემები; ქორეოგრაფია, მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, კომერციული სფერო, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიკა.
კითხვა: დავიბადე 1995 წლის 23 აგვისტოს, დილის, 10-დან 11 საათამდე. რომელი პროფესიაა ჩემთვის წარმატებების მომტანი?
პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის მისაღებია და წარმატებების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო ფართო სპექტრი, პოლიტიკა, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა, პედაგოგიური მოღვაწეობა, სახელმწიფო ზემაღალ სტრუქტურებში ორგანიზატორულ-ადმინისტრაციული საქმიანობა, საიუველირო ბიზნესი ან შემოქმედება, იურისპრუდენცია, პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, ჟურნალისტიკა, საგამომცემლო საქმიანობა, გასართობი ინდუსტრია.