კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სერიალში “გოგონა გარეუბნიდან„ ცვლილებები იგეგმება

 

 

 

სერიალში „გოგონა გარეუბნიდან”, რომელიც მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ახალი სეზონიდან ცვლილებები იგეგმება. ხმა დაირხა, რომ ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ ზოგიერთ პერსონაჟს თებერვლიდან სერიალში აღარ ვნახავთ. კერძოდ,  რუსკა მაყაშვილს, რომელიც ანჩოს როლს ასრულებს და კიდევ რამდენიმე მსახიობს. სხვა ვერსიით, ახალ სეზონზე გაცილებით უფრო სერიოზული ცვლილებები იგეგმება და პოპულარული სახეებიდან მხოლოდ სამი გოგონა რჩება, დანარჩენებს კი ცვლილებები შეეხება გადახალისების მიზნით.

ჩვენ სერიალის მსახიობებიდან რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით, რომლებმაც დაუზუსტებელი ინფორმაცია არც დაგვიდასტურეს და არც გადაჭრით უარყვეს. როგორც ერთ-ერთი მთავარი გმირი, გიორგი ვარდოსანიძე ამბობს, ამის შესახებ მან დანამდვილებით თვითონაც არაფერი იცის. იგივე გვითხრეს ქეთევან კანტიძემ და მარინა კახიანმა. 

მარინა კახიანი: „გვითხრეს, რომ სერიალში რაღაც ცვლილებები მზადდება, თუმცა, დანამდვილებით ჯერ არ ვიცი, რაზეა საუბარი. როგორც გავიგე, სერიალის გადაღებები ახალ სივრცეში გადაინაცვლებს და პერსონაჟები თანდათანობით შემოვლენ მომდევნო სერიებში. რაც შეეხება მსახიობების ცვლილებას, ამის შესახებ არაფერი ვიცი, ჯერ შეკრება არ გვქონია.”

ჟურნალი „თბილისელები” სერიალის სცენარისტებსაც დაუკავშირდა. 

ირაკლი კაკაბაძე: „სერიალიდან მსახიობების გაშვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ. ჩვენ ვქმნით ამ სერიალს და მე გეუბნებით, რომ ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი, თუმცა, თებერვლიდან სიახლეების შემოტანას ნამდვილად ვგეგმავთ. შეიძლება, რამდენიმე მსახიობს შეეხოს ცვლილება, მაგრამ ამ ეტაპზე ზუსტად არაფერი ვიცით.”

ვნახოთ, რა მოხდება, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა, ფაქტია, რომ გავრცელებულ ჭორს ყოველთვის აქვს ხოლმე საფუძველი და ხშირად მართლდება კიდეც – როგორც ამბობენ, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, ჩვენს საყვარელ სერიალში თებერვლიდან სრულიად ახალი შემადგენლობა ვიხილოთ. 

 

скачать dle 11.3