კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წლის ყველაზე დეპრესიული დღე

 

ბრიტანეთის კარდიფის უნივერსიტეტის სწავლულებმა ორშაბათი, 16 იანვარი, წლის ყველაზე დეპრესიულ დღედ აღიარეს.

ექსპერტების მიერ დამუშავებული „ბედნიერების ფორმულის“ თანახმად, სახელდობრ, ამ დღეს ინგლისელები და სხვა ევროპელები შობა-ახალი წლის დღესასწაულების შემდგომ მოწყენილობას იგრძნობენ, რაც იმ აზრამდე მიიყვანთ, რომ უახლოეს  მომავალში სასიამოვნო არაფერი ელით. ცუდი გუნება-განწყობის მთავარ მიზეზთა შორის ექსპერტები ცივ ამინდს, დაგროვილ ვალებს, გადაუხდელ ანგარიშებს, აგრეთვე ხელფასამდე დარჩენილ კიდევ ორ კვირას ასახელებენ.

„ყველა ეს ფაქტორი აქცევს იანვრის მესამე ორშაბათს წლის ყველაზე მწუხარე დღედ“, – დარწმუნებულნი არიან სწავლულები. ისინი აღნიშნავენ, რომ ადამიანები, რომლებსაც უყვართ თავიანთი სამუშაო, გაცილებით ადვილად უმკლავდებიან დეპრესიას, ვიდრე სხვები.

პირველად „წლის ყველაზე უფრო მწუხარე დღე“  კლიფ არნალმა განსაზღვრა. სწავლულის მიერ გამოყვანილი უბედურების მათემატიკური ფორმულა ექვსი ელემენტისგან შედგება: ამინდი (W), ვალები (D), დროის მაჩვენებელი, რომელმაც გაიარა შობის შემდეგ; დროის მაჩვენებელი, იმ მომენტიდან, როცა ადამიანმა საკუთარ თავს ახალი წლის დაპირებები მისცა; დაბალი მოტივაცია; დაუყოვნებელი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობის შეგრძნება. 

 

скачать dle 11.3