სამხრეთ კორეაში ხელისუფლებისკენ „ჯადოქარი“ მიილტვის
სამხრეთ კორეას არაჩვეულებრივი პრეზიდენტობის კანდიდატი ჰყავს. იგი ირწმუნება, რომ ჯადოქრობის უნარებს ფლობს. 62 წლის ხო გიონ იონი ამტკიცებს, რომ მას IQ-ს 430-ე დონე აქვს და ასევე, ადამიანების განკურნების საოცარი უნარი. თუ მისი მეოთხე ცდა, გახდეს ქვეყნის ლიდერი, წარმატებული იქნება, მაშინ მთელ მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს.
„მე შემიძლია ადამიანში 23 ქრომოსომა და 40 ათასი „დნმ“ შევცვალო, საშვილოსნოს კიბოთი დაავადებულის განკურნება კი 0,1 წამის განმავლობაში შემიძლია – პაციენტს მხოლოდ თვალებში ჩავხედავ“, – თქვა ხომ.
რესპუბლიკურ-დემოკრატიული პარტიის მეთაურმა, რომელიც პარლამენტის წევრიც კი არ არის, გამოთქვა სურვილი, გაეროს შტაბ-ბინა ნიუ-იორკიდან პანდმუნდჯომში, ჩრდილო და სამხრეთ კორეის საზღვარზე გადაიტანოს. „გაეროს შტაბ-ბინის კორეაში გადატანით არ იქნება ომი კორეის ნახევარკუნძულზე. შემდეგ გავაერთიანებ მსოფლიოს და ვიზრუნებ, რომ ვიყო შუამავალი სახელმწიფოებს შორის“, – განაცხადა მან.
საპრეზიდენტო არჩევნების დროს 2007 წელს იგი 18 თვით დააპატიმრეს. საპრეზიდენტო მარათონის მაშინდელმა ლიდერმა პაკ კინ ხემ იგი ცილისწამებაში დაადანაშაულა, იმის გამო, რომ ხომ განაცხადა, პაკი მას ცოლად მიჰყვებოდა.
პაკი სამხრეთ კორეის მოკლული დიქტატორის, პაკ ჩონ ხის ქალიშვილია და წელს პრეზიდენტის პოსტზე წამოყენებული ერთადერთი კანდიდატია. საზოგადოებრივმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ სამხრეთ კორეის მცხოვრებნი ყველაზე მეტად შეშფოთებულები არიან ქვეყნის ეკონომიკით: გაზრდილი ფასებით, შემოსავლების მზარდი უთანასწორობით და სოციალური დაუცველობით. გამარჯვების შემთხვევაში, ხო პირობას დებს, რომ ახალდაქორწინებულებს 1 000 მილიონ ვონს (87,3 ათასი დოლარი) და თითოეულ პენსიონერს კი 700 ათასი ვონს გამოუყოფს.