კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

 

კითხვა: მაინტერესებს რა ასაკში შეიძლება დაემართოს ძაღლს ფილტვის კიბო? 

პასუხი: ფილტვის კიბო ვითარდება უფრო ხშირად ასაკოვან ძაღლებში, რაც გამოწვეულია ფილტვის ქსოვილში მეტასტაზების მოხვედრით. მაგალითად, სარძევე ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში, ძაღლებში იშვიათად გვხვდება ფილტვის პირველადი სიმსივნეები. 

კითხვა: ჩემი ძაღლი ბოლო დროს ხშირად ახველებს. გაციებული არ არის, ვერც უხასიათობას ვატყობ. იქნებ მითხრათ, რისი ბრალი შეიძლება იყოს ხველება?

პასუხი: ხველის მიზეზიც შეიძლება იყოს როგორც სასუნთქი სისტემის პათოლოგიები, ისე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. თუმცა, ძირითად მიზეზად, ალბათ, მაინც შეიძლება ჩაითვალოს ზემო სასუნთქი გზების პათოლოგიები: ლარინგიტი, ლარინგო-ფარინგიტი, ტრაქეიტი, ტრაქეის სიმშრალე – კოლაფსი. ქვემო სასუნთქი გზების დაავადებები და ხველა დამახასიათებელია მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქოპნევმონიისა და პნევმონიისთვის. ლარინგიტისა და ლარინგო-ფარინგიტისთვის დამახასიათებელია ხველება, სისუსტე, მადის დაქვეითება, რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდება, აფონია, ანუ ხმის დაკარგვა. აღნიშნული დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა სახის ინფექციური აგენტებით, ესენია: ადენოვირუსული ინფექცია და ტრაქეის მექანიკური გაღიზიანება. მაგალითად, უცხო სხეულის მოხვედრა, ხანგრძლივი ყეფა, ცივი საკვების ან წყლის მიღება, მოჭერილი საყელო და ასე შემდეგ. ჩემი რჩევა იქნება, ასეთ დროს ძაღლი ვეტერინარს უჩვენოთ, რომელიც დასვამს ზუსტ დიაგნოზს. ცხოველის დათვალიერების გარეშე  ამ კითხვაზე ასპროცენტიანი პასუხის გაცემა შეუძლებელია. 

კითხვა: მაინტერესებს, ძაღლების დართვის დროს ექცევა თუ არა ყურადღება ძუსა და ხვადის ფერებს?

პასუხი: სხვადასხვა ჯიშზე სხვადასხვანაირად ხდება. მაგალითად, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყავისფერი ლაბრადორის ჩალისფერ ლაბრადორთან დაწყვილება. თუმცა, ჩალისფერის დაწყვილება შავთანაც დაშვებულია, ისევე, როგორც ყავისფრისა შავთან. შავი და ყავისფერი ლაბრადორების დაწყვილების შემთხვევაში, ლეკვებიდან არ მივიღებთ ნახევარს შავს და ნახევარს ყავისფერს. ასეთ შემთხვევაში 10 ლეკვიდან ნახევარი  ყავისფერი გამოვა, ნახევარი კი – ჩალისფერი. ყავისფერ ლაბრადორებს, ფერიდან გამომდინარე, სხვანაირი პიგმენტაცია აქვთ, ანუ ცხვირი, თათები და მუცლის ღრუ გარეგანი დათვალიერებით ყავისფერი აქვთ. ჩალისფერ ლაბრადორზე, სტანდარტის მიხედვით, არ არის სასურველი, რომ ცხვირი, თათები (ბალიშები) და მუცელი ყავისფერი ჰქონდეს, რადგან ის შავი ფერის უნდა იყოს. კანე კორსოს დართვის შემთხვევაში ფერების პრობლემა არ არის. სხვადასხვა ფერის ძაღლების დაწყვილება სერიოზული სელექციაა. აუცილებელია, იცოდეთ ძაღლის გენეალოგია. უნდა იცოდეთ, რა ფერის ძაღლები ჰყავს ძუს 3 თაობაში უკან, ისევე, როგორც ხვადს; ასევე, უნდა იცოდეთ, რომელია დომინანტური და არადომინანტური ფერები. შესაბამისად, შეიძლება, გათვალოთ, კონკრეტული ორი ფერის დაწყვილებით რა ფერის იქნება ლეკვების უმრავლესობა. შეიძლება, ჩალისფერი და შავი კანე კორსო დართოთ, მაგრამ, ყველა ლეკვი შავი მიიღოთ. 

 

 

 

скачать dle 11.3