რა მოხდა ამ დღეს
30 იანვარი
1933 – გერმანიის კანცლერი გახდა ადოლფ ჰიტლერი.
31 იანვარი
1958 – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაუშვა დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი Explorer One.
1990 – მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, გაიხსნა საბჭოთა კავშირში პირველი და მსოფლიოში უდიდესი „მაკდონალდსის“ რესტორანი.
1 თებერვალი
1851 – ნავსადგურ კილის აკვატორიაში (გერმანია) გამოსცადეს მსოფლიოში პირველი წყალქვეშა ნავი – Le plongeur-Marine.
1884 – გამოიცა ინგლისური ენის ოქსფორდის ლექსიკონის პირველი ვარიანტი.
1896 – ტურინში შედგა ჯაკომო პუჩინის ოპერის „ბოჰემას“ პრემიერა.
1951 – პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გადაიცა ბირთვული ბომბის მესამე გამოცდა ნევადაში.
2 თებერვალი
962 – გერმანიის მეფემ, ოტო პირველმა, რომის პაპ იოანე მეთორმეტის ლოცვა-კურთხევით, შექმნა „საღვთო რომის იმპერია“.
1536 – ესპანელმა პედრო მენდოსამ დააარსა ქალაქი ბუენოს-აირესი.
1852 – ლონდონში ფლიტ-სტრიტზე გაიხსნა მსოფლიოში პირველი საზოგადოებრივი საპირფარეშო.
1892 – ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნამეოკიში შედგა მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი კრივის მატჩი: ჰარი შარპი და ფრენკ კროსბი 77 რაუნდის განმავლობაში ურტყამდნენ ერთმანეთს. მატჩი ფრედ დასრულდა.
1947 – ბაზარზე გამოვიდა „პოლაროიდის“ ფირმის პირველი ფოტოაპარატები, სურათის მომენტალური გამჟღავნებითა და დაბეჭდვით.
3 თებერვალი
1815 – შვეიცარიაში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ყველის ქარხანა.
1863 – თავისი პირველი იუმორისტული ნაწარმოები გამოაქვეყნა სემუელ კლემენმა – ფსევდონიმით მარკ ტვენი.
1930 – პირველად ინდოეთის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა უმდაბლესი კასტის წარმომადგენელი.
1969 – საზოგადოება „პალესტინის გათავისუფლების“ ლიდერი გახდა იასირ არაფატი.
4 თებერვალი
1861 – ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ შტატებმა გამოაცხადეს, რომ ისინი გადიან ქვეყნის შემადგენლობიდან.
1906 – ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში გადაწყვიტეს დამნაშავეთა იდენტიფიკაციისას თითის ანაბეჭდების გამოყენება.
1971 – ბანკროტად გამოცხადდა ფირმა „როლს-როისი“.
1998 – ბილ გეითსს ხულიგნებმა სახეში ტორტი ესროლეს.
5 თებერვალი
1816 – რომში შედგა ჯოაკინო როსინის ოპერა „სევილიელი დალაქის“ პრემიერა.
1904 – გამოცხადდა კუბის დამოუკიდებლობა.
1983 – დანიაში, ქალაქ ოდენკში, მაკულატურის გროვაში შემთხვევით იპოვეს მოცარტის უცნობი სიმფონია.
1991 – ყირგიზეთის დედაქალაქს ფრუნზეს ეწოდა ბიშკეკი.