კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამდღიანი დიეტა ახალდაგროვილი ცხიმების მოსაშორებლად

 

ალბათ, ყველა დაგვეთანხმება, რომ ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში ყველაზე ფრთხილმა და უმადო ქალბატონმაც კი რამდენიმე კილოგრამით მოიმატა წონაში. მაგრამ, ცნობილია, რომ ახალდაგროვილი ცხიმები, სანამ ისინი ორგანიზმში ჩაიპრეს-ჩაიკირება, გაცილებით ადვილი „გასადნობია“. ამიტომ, ნუღარ დააყოვნებთ, ყურადღებით გაეცანით ჩვენ მიერ შემოთავაზებულ დიეტას და ხვალიდანვე შეუდექით საქმეს.

სასურველია, დიეტის დაწყების წინ კუჭი გამოირეცხოთ. გარდა ამისა, ყოველ დილას, უზმოზე, ყლუპ-ყლუპად დალიეთ 1 ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი, რომელშიც უნდა ჩააწუროთ მოზრდილი ლიმონის ნახევარი. სხვათა შორის, სასურველია, ლიმონიანი წყლის სმა დიეტის დასრულების შემდეგაც განაგრძოთ – ეს ხელს უშლის ცხიმების დაგროვებასა და ორგანიზმიდან წიდების გამოდევნას.

შეგიძლიათ, სითხის დოზა (ლიმონიანი წყლის გარდა) გააორმაგოთ.

აღსანიშნავია, რომ, შესაძლებელია, შეცვალოთ ხილის სახეობა და, კიდევ: ეფექტის უფრო სწრაფად მისაღებად, დილით ან საღამოთი ნუ დაიზარებთ წავარჯიშებას. ყველაზე კარგი კი 15-20 წუთის განმავლობაში ძუნძულით სირბილია. თუ ამას წყლის პროცედურებსაც დაუმატებთ, მომატებულ კილოგრამებს ისე მოიშორებთ, რომ კანი არ მოგიდუნდებათ, თუნდაც უკვე დამშვიდობებული იყოთ ახალგაზრდობის ასაკს.

მცირე ხანგრძლივობის მიუხედავად, ვინაიდან დიეტა საკმაოდ შეზღუდული და მკაცრია, მისი განმეორება მხოლოდ ერთკვირიანი შუალედის შემდეგ შეგიძლიათ.

 

скачать dle 11.3