კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

 

კითხვა: მწარე და ცხარე საკვების ჭამის შემდეგ მიწითლდება სახე. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე?

პასუხი: ყველაზე მოკლე და მარტივი პასუხია, რომ არ უნდა მიირთვათ მწარე და ცხარე კერძები. ხოლო, თუ თქვენი პრობლემის მიზეზი გაინტერესებთ, სახის გაწითლებას იწვევს კანთან ახლოს განლაგებული სისხლძარღვები, რომლებიც გამღიზიანებლების მიღების შემდეგ ფართოვდება და, შესაბამისად, სახის კანი წითლდება. ასეთივე შედეგი შეიძლება გამოიწვიოს: ავოკადომ, პომიდორმა, ისპანახმა და ზოგიერთმა სხვა პროდუქტმა. ამ პრობლემის მკურნალობით დაძლევა შეუძლებელია, უბრალოდ, ყურადღებით უნდა შეარჩიოთ თქვენი რაციონი. ერთადერთი, რითაც შეგიძლიათ, „ჩააწყნაროთ“ გაწითლებული კანი, არის თერმული წყალი – მისი დალევა ან სახეზე კომპრესების გაკეთება დააცხრობს და საგრძნობლად შეამცირებს სიწითლეს.

კითხვა: ყოველი დავარცხნის შემდეგ მხრებსა და საყელოზე ტანსაცმელი თეთრად დამეფიფქება ხოლმე. როგორ გავიგო, რა არის ეს – ქერტლი თუ თავის კანის სიმშრალით გამოწვეული ნადები?

პასუხი: თავის კანის სიმშრალის დროს „ფიფქები“ უფრო წვრილი და ნაკლებად ცხიმიანია, ვიდრე ქერტლის შემთხვევაში და ქრება დამატენიანებელი შამპუნის გამოყენებისას. ქერტლის მოშორება კი შესაძლებელია სელენიუმისა და თუთიის შემცველი საშუალებებით.

კითხვა: მაქვს თხელი და ცოტა მეჩხერი წამწამები. როგორ უნდა შევიღებო ისინი ტუშით ისე, რომ ხშირი და ფუმფულა გამოჩნდეს?

პასუხი: ზედა და ქვედა ქუთუთოების წამწამები ჯერ შეიღებეთ გამყოფი ტუშით, რომ იდეალურად და თანაბრად აიპრიხოს და მეორე ფენის წასმისას წამწამის ღერები ერთმანეთს არ შეეწებოს. შემდეგ წაისვით მოცულობის მომცემი ტუში ქუთუთოების მთელ გაყოლებაზე, ბოლოს კი ამავე ტუშით გაიკეთეთ მესამე ფენა, ოღონდ, ამჯერად, წამწამების ზემოდან, ვერტიკალური მიმართულებით. გვერწმუნეთ, შედეგი იდეალური იქნება.

 

скачать dle 11.3