კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აქვს თუ არა ადამიანის ორგანოებს თავისი დამახასიათებელი ფერი და რა ზეგავლენას ახდენს ჩვენზე სამყაროსეული ენერგეტიკული ორეული

 

ბოლო დროს, ჩატარდა კვლევა, რომელმაც დაადგინა, რომ ადამიანის ჯანმრთელობასა და მისი აურის მდგომარეობას შორის, პირდაპირი კავშირია. ფიზიკურ და ასტრალურ სხეულს შორის კავშირს, ნათელმხილველები აღწერენ, როგორც წვრილ, ვერცხლისფერ ძაფს, რომელიც არსებობს მხოლოდ მანამ, სანამ ადამიანი ცოცხალია. სიკვდილი კი საბოლოოდ ჰყოფს ფიზიკურ და ასტრალურ სხეულს ერთმანეთისგან. ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ ფსიქოენერგეტიკოს, ბატონ დავითს, რომელიც ამ კვლევის უშუალო მონაწილე გახლდათ და უამრავ ნათელმხილველთან, მსოფლიოში განთქმულ ეზოთერიკოსსა და მეცნიერთან ერთად, იკვლევდა ადამიანის აურას და მისი დაზიანების შედეგებს. 

დავითი: ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტურ ტექსტებში გვხვდება ინფორმაცია ადამიანის აურის ანუ, ბიოლოგიური ველის შესახებ. აქ აღწერილია აურა, როგორც ადამიანის ენერგეტიკული ორეული, რომელიც სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს არსებობას. დასავლეთის ტრადიციების მიხედვით, მას ასტრალურ სხეულს უწოდებენ, იოგები კი –  მანათობელ ჰიბნას. ქრისტიანობასა და იუდაიზმში  კი ეს ენერგია, ანუ აურა, გამოხატულია ხატებზე, წმიდანების თავზე მანათობელი ორეულის სახით. თანამედროვე მეცნიერება და პრაქტიკა ამტკიცებს ბიოლოგიური ველისა და ასტრალური სხეულის უტყუარ არსებობას. ბოლოდროინდელმა კვლევამ კი, რომელშიც მსოფლოს წამყვანი მეცნიერები, ეზოთერიკოსები, ნათელმხილველები და პარაფსიქოლოგები მონაწილეობდნენ, ეს ნამდვილად დაადასტურა და ბევრ საიდუმლოს ახადა ფარდა. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფართო მასებისთვის აურა უხილავია, ყოველთვის არსებობდნენ პიროვნებები, ძლიერად განვითარებული ზემგრძნობიარე შესაძლებლობებით, რომლებიც ხედავდნენ მას. მათ ფსიქოენერგეტიკოსებს უწოდებენ. სხვათა შორის, აურას, ერთნაირად აღწერენ უძველეს და თანამედროვე დროში. 

– როგორ შეიძლება ის განვსაზღვროთ?

– აურა შეგვიძლია შემდეგნაირად განვსაზღვროთ: ადამიანის ბიოლოგიური ველი ობიექტურად არსებობს; აურის გამოსხივება ვრცელდება 35 სანტიმეტრიდან ერთი მეტრის მანძილზე ადამიანის სხეულიდან. ეს კი დამოკიდებულია ადამიანის სულიერ და სოციალურ, ასევე, ფსიქოფიზიოლოგიურ და ბიოლოგიურ მდგომარეობაზე; აურის ველის ზომები შეიძლება გაიზარდოს 30 მეტრამდე, განსაზღვრულ ოპტიმალურ პირობებში; ყველაზე ძლიერი გამოსხივება მოდის თითებიდან, ხელისგულებიდან და თვალებიდან. სწორედ ამიტომ გრძნობს ადამიანი დაჟინებულ მზერას. 

– ამბობენ, აურის დაზიანება, შესაძლოა ისეთი დაავადების გამომწვევი გახდეს, რომელიც ადამიანის სწრაფ სიკვდილს იწვევსო. ამაზე რას გვეტყვით?

– რასაკვირველია, ეს სიმართლეა და ამის ასე ხმამაღლა თქმის საშუალებას მაძლევს ის უტყუარი ფაქტები და კვლევების საფუძველი, რომელშიც თავად მივიღე მონაწილეობა და თვითმხილველიც გახლდით. გეტყვით, რომ აურა ადამიანის ორგანიზმის ფსიქოენერგეტიკული და ბიოინფორმაციული, ტალღოვანი და რეზონანსული ღერძია. ის მართავს როგორც ცალკეულ უჯრედებს, ორგანოებსა და სისტემებს, ასევე, მთელი ორგანიზმის მოქმედებასაც. 

– და, რით მტკიცდება ეს თეორია?

– ეს თეორია მტკიცდება იმით, რომ სხეულის რომელიმე ნაწილის ამპუტაციიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ადამიანები ყრუ ტკივილს გრძნობენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სახსრის ამპუტაციის შემდეგ, ობიექტის ფსიქობიოენერგეტიკული ფორმა შენარჩუნდება. ეს, საკმაოდ რთული გასაგებია, თუ ამ საქმეში არ ხარ კაცი ჩახედული, მაგრამ ფაქტია. აურის მკვლევრები დარწმუნებულები არიან, რომ ის რამდენიმე ველის, ანუ დონისგან შედგება. ყოველი ფენა ასახავს ადამიანის ორგანიზმის განსაზღვრული სტრუქტურისა და ფუნქციის მდგომარეობას. მსგავსი თვისება ფსიქოენერგეტიკოსებს ხელს უწყობს ავადმყოფის დიაგნოსტიკაში. კერძოდ, ავადმყოფის ბიოლოგიური ველის მდგომარეობის მიხედვით განსაზღვრონ ჯადოს, თვალის, შელოცვის არსებობა ან ფსიქოტექნოლოგიური ზემოქმედება. აურის განსაზღვრული ფენები ასახავს ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობასაც. მაგალითად, ხშირად გრძნობა და ემოციები აღიქმება ელექტრული ნაპერწკლების ან ღია ვარდისფერი ნათების სახით. ძლიერ განვითარებული ინტელექტი ოქროსფერ-მოყვითალოა. ადამიანის ყველა ორგანოს აქვს თავისი დამახასიათებელი ფერი. 

– როდის იწყებს ადამიანის აურა შეცვლას და არის თუ არა მისი შეცვლა ჩვენი ემოციების შედეგი?

– აურა იცვლება შინაგანი დინამიკური და ბიორიტმების რხევის, ან გარეგანი ზემოქმედების შედეგად. დიახ, ხშირად ადამიანის აურის შეცვლა დადებითი და უარყოფითი გრძნობებისა და ემოციების შედეგია. სიყვარული, სიმპათია, ანტიპათია, სიმშვიდე, სიბრაზე, სიავე, სიძულვილი, –  ყველაფერი ეს აქტიურად მოქმედებს ადამიანის აურის ცვლილებაზე. ყველა ადამიანი ჩაფლულია ფსიქობიოენერგეტიკული ოკეანის ტალღებსა და რეზონანსულ ვიბრაციაში, თუმცა, ამას თავად ვერ აღიქვამს. ეს რეზონანსული ტალღები და ვიბრაციები აღიქმება აურის მიერ და ხშირად, სწორედ ეს განსაზღვრავს ადამიანის გრძნობებსა და ემოციებს, აზრებსა და საქციელსაც კი. მგელი, როდესაც სისხლის სუნს იგრძნობს, თვალები უწითლდება. გაურკვეველი წარსულის მქონე ან უბრალოდ, მოჩხუბარი და კონფლიქტური პიროვნების გვერდით, შემთხვევით აღმოჩენილი ადამიანი შიშს განიცდის, სურვილი აქვს, რაც შეიძლება სწრაფად მოშორდეს იქაურობას, ან მოულოდნელად სიძულვილი იბუდებს მასში. სხვათა შორის, ფსიქობიოენერგეტიკული ზემოქმედება და რეზონანსული ტალღები უსულო საგნებზეც მოქმედებს. ცნობილია, რომ მათ ადვილად შეუძლიათ კონცენტრირება, მაგალითად, კრისტალურ სტრუქტურებზე, უპირველესად, მინერალებსა და ძვირფას ქვებზე. ამიტომაც, ზოგიერთი ფსიქოენერგეტიკოსი კრისტალური ნივთებით სარგებლობს და მუშაობის დროს მათ იყენებს. აურა მხოლოდ მაშინ ინარჩუნებს მთლიანობას, როცა ადამიანი ჯანმრთელია ანუ, სულიერად, სოციალურად, ფსიქიკურად და ფიზიკურად კარგად არის. ძილის, ჰიპნოზისა და კომის მდგომარეობაში გამოიყოფა აურის ნაწილი და ახალი ბიოლოგიური ველი წარმოიქმნება. ხანდახან ეს ველი, რომელსაც ასტრალურ სხეულსაც უწოდებენ, დიდი მანძილით შორდება სხეულს. ალბათ, ბევრს განუცდია ფრენის, ვარდნისა და მსგავსი მძაფრი შეგრძნებები ძილში, რაც იმის ნიშანია, რომ ასტრალური სხეული „სამოგზაუროდ მიემართება”. ნათელმხილველები ასეთი გზით იღებენ ინფორმაციას წარსულსა და მომავალზე, მოვლენებზე, რომელიც შორეულ წარსულში მოხდა. 

– ფიზიკურ და ასტრალურ სხეულს შორის კავშირს ნათელმხილველები საკმაოდ საინტერესოდ აღწერენ და ამბობენ, რომ ერთ დღესაც შესაძლოა, მათი განცალკევება მოხდეს. ეს ადამიანის სიკვდილს ხომ არ ნიშნავს?

– მართალია, ფიზიკურ და ასტრალურ სხეულს შორის კავშირს ნათელმხილველები აღწერენ, როგორც წვრილ, ვერცხლისფერ ძაფს, რომელიც არსებობს მხოლოდ მანამ, სანამ ადამიანი ცოცხალია. სიკვდილი კი საბოლოოდ ყოფს ფიზიკურ და ასტრალურ სხეულებს ერთმანეთისგან. აურის ის ნაწილი, რომელიც ადამიანის ფსიქიკის მატარებელია, საბოლოოდ ტოვებს სამყაროს, მაგრამ სად მიდის ის, თანამედროვე მეცნიერებისთვის ამოუხსნელ ამოცანად რჩება. 

 

 

скачать dle 11.3