კაშაი საუკეთესოა
უნგრელი საფეხბურთო არბიტრი, ვიქტორ კაშაი 2011 წლის მსოფლიოს საუკეთესო მსაჯად დასახელდა. აღნიშნულ გამოკითხვას მსოფლიოს ფეხბურთისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია ატარებს და კაშაი რიგით 25-ე ნომინანტია. პირველ ადგილზე გასულმა უნგრელმა 138 ქულა დააგროვა, მეორე იყო ინგლისელი ჰოვარდ უები 103 ქულით, ხოლო მესამე – უზბეკეთის წარმომადგენელი რავშან ირმატოვი, რომელმაც 97 ქულა დააგროვა. 2011 წელს კაშაიმ იმსაჯა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩზე, „ბარსელონას“ და „მანჩესტერ-იუნაიტედს“ შორის. გარდა ამისა, იგი რამდენიმე მნიშვნელოვან მატჩს გაუძღვა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატისთვის შესარჩევ ეტაპზე.