კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დევიდ ბექჰემი კალიფორნიაში რჩება

ინგლისის ნაკრების ექსკაპიტანი დევიდ ბექჰემი კალიფორნიაში რჩება. ფეხბურთელმა ახალ, ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და „ლოს-ანჯელეს გელექსიში” 2014 წლამდე ითამაშებს. კონტრაქტის ფინანსური მხარე არ ხმაურდება. თუმცა, ცნობილია, რომ გადაწყვეტილების მიღებაში ბექჰემზე მეუღლის, ვიქტორიას  აზრმა იმოქმედა, რომელსაც არ სურდა მზიანი კალიფორნიის გაცვლა ევროპაზე. ცნობილია, რომ კონტრაქტის დასრულების შემდეგ, ბექჰემს ფინანსურად მიმზიდველ კონტრაქტებს სთავაზობდნენ ევროპული კლუბები, მათ შორის, ყველაზე მეტად ფრანგული „პარი-სენ-ჟერმენი” აქტიურობდა. თუმცა, გარიგება არ შედგა და ბექჰემი ამერიკის საფეხბურთო ლიგაში განაგრძობს კარიერას. აღსანიშნავია, რომ ბექჰემის მთავარი მიზანი 2012 წლის ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილეობაა, სავარაუდოდ, დიდი ბრიტანეთის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი, სტიურტ პირსი ბექჰემს კაპიტნის სამკლაურს გადასცემს.

скачать dle 11.3