კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეხვდნენ ახალ წელს ქართველები კილიმანჯაროს გზაზე და რა საახალწლო სუფრა გაუშალა მათ ზღვის დონიდან 3 900 მეტრზე ტანზანიელმა მზარეულმა პანგამ

საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციამ ძალიან საინტერესო პროექტი დაიწყო – ქართველმა მთამსვლელებმა მსოფლიოს ყველა კონტინენტის შვიდი მწვერვალი უნდა დაიპყრონ. აფრიკის უმაღლესი მწვერვალის დასაპყრობად წასული ექსპედიციის სპონსორები „იბერია ბიზნეს ჯგუფი” და „თიბისი ბანკი” იყვნენ. ახალი წელი ექსპედიციის წევრებმა კილიმანჯაროსკენ მიმავალ გზაზე გაატარეს. საინტერესო დეტალების შესახებ ექსპედიციის წევრი, სანდრო ონოფრიშვილი გვიამბობს.

 

 სანდრო ონოფრიშვილი: 23 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ვიყავით აფრიკაში, კონტინენტის უმაღლესი მწვერვალის, კილიმანჯაროს დასალაშქრავად. მთამსვლელთა ფედერაცია აკეთებს პროექტს – „შვიდი მწვერვალი”, რაც გულისხმობს ყველა კონტინენტის უმაღლესი მწვერვალის დალაშქვრას. აფრიკაში ეს არის კილიმანჯარო; აზიაში – ევერესტი; ევროპაში ორია: – იალბუზი, რუსეთის ტერიტორიაზე და დასავლეთ ევროპაში – მონბლანი; ჩრდილოეთ ამერიკაში – მაკინლი, სამხრეთ ამერიკის – აკონკაგუა. უნდა ავიდეთ, ასევე, ავსტრალია-ოკეანეთის უმაღლეს მწვერვალზე – კარსტენიზზე, რომელიც ინდონეზიის კუნძულებზეა, ძალიან შორს ჩვენგან და, ყველაზე რთულია – ანტარქტიდის უმაღლესი მწვერვალის – ვინსონის დაპყრობა. ეს არის შორეული და თან უძვირესი ექსპედიცია – ორმოცდაათი ათას დოლარამდე ჯდება ერთი ადამიანის ჩასვლა. ჯერ მარტო გზაა ძალიან ძვირი: ჯერ ჩადიხარ ჩილეში, სანტიაგოში, იქიდან მიდიხარ პუნტა-არენასში – მსოფლიოს ყველაზე სამხრეთ წერტილში. თუ ამინდმა შეგიწყო ხელი იქიდან გადაფრინდები შეერთებული შტატების ანტრაქტიკის ბაზაზე; იქიდან პატარა თვითმფრინავით უნდა მოხვდე უკვე მწვერვალთან ახლოს და მერე ფეხით წახვიდე. ორკვირიანი მარშრუტია. 

– კილიმანჯარომდე მისვლაც ასეთი რთული იყო?

– ორი დღე ვიყავით გზაში. თბილისიდან ჩავედით დუბაიში, იქიდან – ომანში, ომანიდან – კენიაში, კენიიდან კი – ტანზანიაში. საოცრება იყო. კენია-ტანზანიაში ცივილიზებულად ცხოვრობენ, ტურიზმი „ხუთიანზეა“ განვითარებული. კენიის დედაქალაქი ნაირობი ცენტრალური აფრიკის ფინანსური ცენტრია. ჩადიხარ და უკვე შოკი გაქვს, ხვდები, რომ სრულიად სხვა სამყაროში მოხვდი, სხვა ტიპები მოძრაობენ. ტანზანიაში ჩასვლის შემდეგ ჩავედით არუშაში – ეს არის დაბა კილიმანჯაროსთან ახლოს, სადაც კილიმანჯაროს საერთაშორისო აეროპორტია. რამდენიმე დღე ამ დაბაში გავჩერდით, რომ ადაპტაცია გაგვევლო, კლიმატს შევგუებოდით. ერთია, რომ საქართველო არ იციან, მაგრამ, საერთოდ არ აინტერესებთ,  რა ხდება აფრიკის გარეთ, თავისი საქართველოიანად (იცინის). 

– როგორ ცხოვრობენ?

– საშუალო დონეზე. ტანზანიაში ცხოვრება საკმაოდ იაფი ღირს. ხილია უიაფესი. ერთი თეთრიც არ ღირს ერთი ანანასი, 0,8 თეთრი გამოვიდა, რომ დავთვალეთ. ვისაც ხილი გიყვართ, შეგიძლიათ, წახვიდეთ (იცინის). ყველაზე რთული მაინც გარემოსთან შეგუებაა. ცალკე ტომს დავწერ იმ ვაქცინების შესახებ, რომელთა გაკეთებაც აფრიკაში ჩასვლისთვის დამჭირდა: თბილისში გავიკეთე ყვითელი ციებ-ცხელების აცრა; მალარიის წამლები აქ არ იშოვება და დუბაიში ვიყიდეთ, თან, საკმაოდ ძლიერმოქმედი, ღამით რომ არ გაძინებს. კოშმარები იყო. ამ დროს წყალი არ უნდა დალიო – შეიძლება, მოგწამლოს. საჭმლის ჭამა გავრისკეთ, რადგან სხვა გზა არ იყო. ბაზრობაზე და „დეზერტირების” მიმდებარე ტერიტორიაზე არ ვჭამდით, მხოლოდ სასტუმროში ან კაფე-ბარებში მივირთმევდი. „ძველი სახლივით” არა, მაგრამ, სისუფთავე, მეტ-ნაკლებად, იყო (იცინის). დოლარით იქ კარგად ცხოვრობ – ხუთ თუ ექვს დოლარად ვყიდულობდით ათი ათას ტანზანიურ შილინგს. დიდი და საშინლად ჭუჭყიანი ფული იყო. არუშაში გავჩერდით ერთი დღე და წავედით საფარის ტურში.

– რამდენი ფილმია მანდ გადაღებული?

– უამრავი. საოცარი ადგილებია. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნაკრძალებია საფარიზე: სერენგეტი, ნგორონგორო, ტბა მანიარა, ტარანგირი... გვყავდა გიდი, რომელმაც ღია „ჯიპით“ წაგვიყვანა. ყველანაირი ცხოველი, რაც ბუნებაში არსებობს, ლაღად და უპრობლემოდ მოძრაობს შენ გარშემო, არც მანქანას ერჩიან, არც ადამიანებს. სავანეები სამოთხესავითაა. ნგორონგორო არის ვულკანური კრატერი, სადაც, ჩიტით დაწყებული, მარტორქით დამთავრებული, ყველანაირი ცოცხალი არსება ცხოვრობს. ზემოთ არ ამოდიან, იქ მიდის მათი ასიმილაცია. უკვე ოცდაათ წელზე მეტია, რაც იქ ნადირობა აკრძალულია და, როგორც ჩანს, ცხოველებსაც დაავიწყდათ ადამიანების შიში. დაცულ ტერიტორიაზე შესასვლელზე წერია, რომ შენს სიცოცხლეზე პასუხს არავინ აგებს, შენ გარდა, მაგრამ, არა მგონია, იქ ვინმეს ლომი ან ვეფხვი დასტაკებოდა – მისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენ. ნადირობა გადავიღეთ, როგორ მისდევდა ლომი ტახს და როგორ გადაირჩინა ტახმა თავი. 

– მასაის ტომებთან როგორ მოხვდით?

– იქ გავიცანით და დავმეგობრდით ბიჭთან, რომელიც მასაის ტომიდან იყო, მისი ბაბუის ბაბუა წამოვიდა იქიდან, თვითონ ჩვეულებრივი ცივილიზებული ტიპი იყო. ლოტა ერქვა და ლოთს ვუძახდი (იცინის). ეს ვითომ მასაელები, შეღებილები, გზებზე დგანან, ფულის სანაცვლოდ ფოტოების გადაღების უფლებას გაძლევენ, იმანჭებიან, მაგრამ, ლოტამ გვითხრა, რომ ესენი ნამდვილი მასაელები არ იყვნენ და წაგვიყვანა სოფელში, სადაც ტურისტები ვერ ჩადიან. იქ ძალიან გაუკვირდათ ჩვენი დანახვა. როცა ლოტამ აუხსნა, ჩემი მეგობრები არიანო, კარგად მიგვიღეს, იმღერეს კიდეც. 

– როგორები არიან, ცხვირში დიდი საყურეებით და შეღებილი ტანით?

– კი. თან, ძალიან მაღლები და გამხდრები არიან. ოდითგანვე მამაც ადამიანებად ითვლებოდნენ, რადგან მხოლოდ მათ ჰქონდათ ლომზე ნადირობის უფლება. ლომებზე მათ ახლა აღარავინ ანადირებს – საკმაოდ ძვირია ლომის მოკვლა, ამიტომ, ახლა ძროხა და თხა ჰყავთ. აცვიათ კაბასავით მოსასხამი და ხელში კომბალი უჭირავთ. იციან, რა ხდება მსოფლიოში, პროგრესისა და ცივილიზაციის გონში არიან, მაგრამ, ეს პროგრესი მათ არ შეხებიათ. ცხოვრობენ ტალახით აშენებულ სახლებში, რომელ დენზე, ტელევიზორზე და ტელეფონზეა ლაპარაკი, მაგრამ, შეიძლება, სახლში პლასტმასის ტაშტი ჰქონდეთ. კამერა რომ ჩავრთე და გადაღება დავიწყე, შოკში არავინ ჩავარდნილა. მოსწონთ ასე ცხოვრება და სხვანაირად არც უნდათ, რომ იცხოვრონ. მოკლედ, თავიანთი ეთნიკური სიმღერა და ცეკვა შეგვისრულეს პატივისცემის ნიშნად. მასაის ტომში ვინც უფრო მაღლა ახტება, ის უფრო მამაცად ითვლება და ჩვენ წინ ახტნენ, რომ ეჩვენებინათ, რა მაგრები არიან. ერთი ის არის, რომ საშინლად ბევრი ბუზია. ულამაზესი ბავშვები ჰყავთ და, აფრიკაზე გადაღებულ ვიდეოებში რომ გინახავთ, ბავშვებს ბუზები რომ ეხვევიან, ზუსტად ასეა. გვითხრეს, რომ ეს ალიზით ანუ ტალახით აშენებული სახლები იოლად იშლება და მერე სხვაგან აშენებენ. სულ მომთაბარედ ცხოვრობენ. თუმცა, შესაცოდები არ არიან – მათ თავიანთი ბედნიერება აქვთ.

– აქედან უკვე კილიმანჯაროზე წახვედით?

– პირველი ეს იყო კილიმანჯაროს ნაკრძალში შესასვლელი ბილეთი, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირდა – ერთ ადამიანზე 800 დოლარი გამოვიდა. სახელმწიფოს ჭკვიანურად აქვს მოფიქრებული ამ გზით ხალხის დასაქმება: გავალდებულებს, რომ წაიყვანო გიდი, მზარეული და ექსპედიციის ერთ წევრზე სამი პორტერი ანუ მტვირთავი. ეს ყველაფერი ამ 800 დოლარში შედის. დიდი ზურგჩანთა რომ თვითონ ათრიო, ყველას გაუკვირდება, რადგან ამით ვიღაცას საჭმლის ფულს ართმევ. ასეთი მომსახურება საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა. ჩვენი ლოტას დახმარებით საკმაოდ პროფესიონალი ჯგუფი ვიპოვეთ. მაგარი მზარეული გვყავდა, პანგა, რომელმაც ახალ წელს პოპკორნების სუფრა გაგვიშალა (იცინის). მოკლედ, დავიძარით. პირველ დღეს 3 000 მეტრზე ავედით. მეორე დღეს 3 900 მეტრზე ვიყავით, საიდანაც უკვე გამოჩნდა კილიმანჯარო. კილიმანჯაროს სირთულე ის არის, რომ ძალიან გრძელი გზა აქვს. ამ ექვსი დღის განმავლობაში, ფაქტობრივად, ასი კილომეტრი გავიარეთ. მთაში მანძილი საათობრივად იზომება, მაგრამ, დაახლოებით ასე იყო. სულ მთის გვერდით მიდიხარ და ნელ-ნელა იღებ სიმაღლეს. ზუსტად 3 900 მეტრზე შევხვდით ახალ წელს. გვქონდა ჩაი, პოპ-კორნი, ერთმანეთს ახალი წელი მივულოცეთ და დავიძინეთ, რადგან, საშინლად დაღლილები ვიყავით. მეორე დღეს 4 500 მეტრზე ავედით.  ბოლო ბანაკია ბარაფუ კემპი, სადაც საღამოს 5 საათზე დავიძინეთ და გვიან, დაახლოებით 12 საათზე წავედით მწვერვალისკენ. ამ გზაზე უკვე საშინლად ცივა. გაგვიმართლა, რომ მაგარი ქარი არ იყო, თორემ, წინა დღეს ისეთი ქარი ყოფილა, ხალხი მოყინული ჩამოიყვანეს. მთელი ღამე ვიარეთ და, დაახლოებით რვის ნახევარზე ვიყავით წვერზე. კარგი ამინდი დაგვხვდა, მზიანი, მაგრამ, მინუს 15 გრადუსი და დაახლოებით ერთი საათი მაინც გავჩერდით. საშინლად დაღლილები, მაგრამ, ბედნიერები ვიყავით. კილიმანჯარო არის ყველაზე დიდი მთა, რომელიც მარტო დგას და კარგ ამინდში იქიდან მართლაც მთელი აფრიკა ჩანს. ულამაზესი ხედი იყო. კილიმანჯაროდან რომ დავეშვით, ორი დღე უკან ვიარეთ და, იმავე რეისით, რაც ზემოთ მოგიყევით, ჩამოვაღწიეთ თბილისში. 

– შემდეგი მწვერვალი რომელია?

– კალენდრის მიხედვით, აგვისტოში, მონბლანზე გვინდა ასვლა. მანამდე, თებერვალში, ყინულზე ცოცვის ჩემპიონატს ჩავატარებთ ატენის ხეობაში. ზაფხულიდან უკვე იქნება ექსპედიციები თუშეთში, ხევსურეთსა და ყაზბეგის რაიონში. 

 

 

скачать dle 11.3