კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იგავი დაკარგულ ცხვარზე

 

„რომელიმე თქვენგანს ასი ცხვარი რომ ჰყავდეს და ერთი დაიკარგოს, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს, არ წავა და არ მოძებნის მას? და როცა იპოვის, სიხარულით შეისვამს მხრებზე. სახლში რომ დაბრუნდება, მეგობრებსა და ახლობლებს დაუძახებს და ეტყვის: „ჩემ თანა გიხაროდენ, რადგან ჩემი დაკარგული ცხვარი ვიპოვე“.

ლუკა 15, 4-7.

მწყემსი კეთილი

ვისაც შინაური ცხოველი ჰყავს, იცის, როგორი მოვლა-პატრონობაც სჭირდება. ხელი თუ დააკელი, ავად გაგიხდება ან სულაც დაგეღუპება. ახლა წარმოიდგინე, რა გარჯაშია კეთილი და მზრუნველი მწყემსი, ის დღეს და ღამეს ასწორებს, რომ ერთი ცხვარიც კი არ მოაკლდეს ფარას.

„დაკარგული ცხვრის“ იგავში უფალი სწორედ კეთილ მწყემსზე გვიამბობს, კაცზე, რომელსაც ასი ცხვრიდან ერთი დაეკარგა.

დაკარგული ცხვარი ცოდვილია, რომელსაც მწყემსი უფალი ეძებს და იპოვის. გზააბნეული ცხვარი საწყალობლად ბღავის ხოლმე და პატრონს უხმობს საშველად. ასევეა გონს მოსული ცოდვილი, რომელიც სინანულის ლოცვით შეჰღაღადებს ქრისტე მაცხოვარს. გულწრფელად მონანიეს გონების თვალი აეხილება, გულის კარიც გაეღება და იქიდან ყველა ბოროტი სურვილი გამოიდევნება, სინანულის ცრემლი კი ცოდვით შებღალულ სულს განუბანს.

უფლის მზრუნველობა იგავში ნაპოვნი ცხვრის მხრებზე შესმით გამოიხატება. გზააბნეული და შეშინებული ცხვარი მეტისმეტად იღლება ხოლმე, მაგრამ კეთილი, მოსიყვარულე მწყემსი ხელში აიყვანს და მხრებზე შეისვამს დაუძლურებულს. თავისი მადლითა და წყალობით უფალი იესოც ასევე აძლიერებს მონანიე ცოდვილს, რათა მან ღვთისკენ მიბრუნება შეძლოს.

კეთილმა მწყემსმა, იესო ქრისტემ, მიატოვა ფარა – ზეციური სასუფეველი, მიწაზე ჩამოვიდა და იხსნა წუთისოფლის უფსკრულში დანთქმული ცხვარი –  ცოდვებით წარწყმედილი კაცობრიობა. მან თვითონ მოგვძებნა და თავის მხრებზე შეგვისვა დაუძლურებულნი, ესე იგი, იტვირთა ჩვენი სატანჯველი, ჯვარცმით გამოისყიდა ყველა  ჩვენი ცოდვა და თავის სახლშიც – ეკლესიაშიც მიგვიყვანა ისევ ჩვენი სულის გადასარჩენად.

ეკლესიაში უფალი თავის მეგობრებსა და ახლობლებს ეძახის, რომ ამ ცოდვილის გადარჩენით ერთად გაიხარონ – ეს ქრისტესთან ერთად ყოფნის სიხარულია. ქრისტეს მეგობარიც ის არის, ვინც ქრისტესთანაა, მის მცნებებს იცავს, მოყვასი უყვარს და გულმოწყალეა.

ოთხმოცდაცხრამეტი ცხვარი ქრისტეს ეკლესიის მართლმორწმუნე მრევლია, მაგრამ უფლისთვის უფრო მნიშვნელოვანია ცოდვილი და მისი გადარჩენა. უფალ იესოს ყველა ცოდვილი უყვარს და არც ერთის წარწყმედა არ სურს: „მკურნალი სნეულებს სჭირდებათ“, – შეგვახსენებს ჩვენი დიდი მკურნალი და გვანუგეშებს: „წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, რადგან მოვედი ცოდვილთა სინანულისთვის“.

 

скачать dle 11.3