მამათა შეგონებანი
ნიკოლოზ სერბი: ერთხელ, როდესაც ნეტარი იოანე ლოცვად იდგა, მას სულიერი თვალი აეხილა და იხილა ეშმაკები. მათ ღვთის კაცთან მიახლოება ვერ გაბედეს, მაგრამ განდგომაც არ სურდათ. როდესაც ასე შეშინებულებს ხედავდა, წმინდანმა ჰკითხა, თუ რისი ეშინოდათ ყველაზე მეტად? – „სამი რამის“, – უპასუხეს ეშმაკებმა, – „მისი, რასაც ქრისტიანები გულზე ატარებენ; რითაც ქრისტიანები ეკლესიაში განიბანებიან და – რასაც ისინი ეკლესიაში იგემებენ.” „ამ სამთაგან უფრო მეტად რომელია თქვენთვის საშიში?” – კვლავ შეეკითხა წმინდანი: – „ის, რასაც თქვენ ეკლესიაში იგემებთ,” – უპასუხეს ჯოჯოხეთის მსახურებმა. რა არის შენთვის გაუგებარი? ის, რასაც ქრისტიანები გულზე ატარებენ – ჯვარია. რითაც განიბანებიან ეკლესიაში – ნაკურთხი წყალი, ხოლო რასაც იგემებენ, ეს წმიდა ზიარება გახლავს – ზეციური ტრაპეზი, რომლითაც სულს საკვებად ქრისტეს სისხლსა და ხორცს სთავაზობენ.
არქიმანდრიტი რაფაელი: ბოროტების ჩადენა ისევე სახიფათოა, როგორც გარეული ნადირის გაღიზიანება, ბოროტება ყველაზე უხეში ფორმით, უმეტესწილად, იმასვე უბრუნდება ამქვეყნად, ვინც ის ჩაიდინა.
ბერი დანიელი: ბოროტი ადამიანი ბედნიერად გრძნობს თავს, სანამ მის მიერ ჩადენილი ბოროტება მოუმწიფებელია, მაგრამ როგორც კი მომწიფდება, მაშინვე დაატყდება თავს. ბოროტება იმას უბრუნდება, ვინც ჩაიდინა, ისევე, როგორც ქარის საწინააღმდეგოდ გაბნეული მტვერი. არც ცაში, არც ზღვაში, არც მთების სიღრმეში არ არსებობს ამქვეყნად ადგილი, სადაც ადამიანს შეეძლება ჩადენილი ბოროტებისგან თავის დაღწევა.
იოსებ ათონელი: როცა ადამიანი მორწმუნე ხდება მხოლოდ იმისთვის, რომ მომავალში კეთილდღეობა იპოვოს, მაშინ ეს მორწმუნეობა კი არა, ანგარებაა, თანაც მცდარი. მცდარი იმიტომ, რომ ჭეშმარიტი რწმენა ნეტარებას განიჭებს მხოლოდ აწმყოში. ის არც გპირდება და არც იძლევა რაიმე კეთილდღეობას მომავლისთვის
იოანე სინელი: თუკი ღმერთს ემსახურები მარადიული ნეტარებისთვის, მაშინ უფალს კი არა, საკუთარ თავს ემსახურები.
პაისი მთაწმინდელი: ყველა რელიგიის მოძღვრების არსი სიყვარულია. ქრისტიანული მოძღვრების თავისებურება სიყვარულის შესახებ ისაა, რომ იგი ნათლად და ზუსტად განსაზღვრავს სიყვარულის იმ მთავარ პირობას, რომლის დარღვევის შემთხვევაში, შეუძლებელია სიყვარულის არსებობა, ეს პირობა ასეთია: ნუ ეწინააღმდეგები ძალადობას ბოროტებით.
იოანე ოქროპირი: ადამიანთა ყველა უბედურება ურწმუნოების შედეგია. ძნელია, იცხოვრო რწმენის გარეშე. მხოლოდ რელიგია განმარტავს, რა არის კარგი და ცუდი, ამიტომ, ადამიანს მხოლოდ რელიგიაზე დაყრდნობით შეუძლია გაიკეთოს არჩევანი, რისი გაკეთება სურს. მხოლოდ რელიგია სპობს ეგოიზმს, რადგან მხოლოდ რელიგიური მოთხოვნილების გამო შეუძლია, ადამიანს არ იცხოვროს თავისთვის. მხოლოდ რელიგია სპობს სიკვდილის შიშს, მხოლოდ რელიგია აძლევს ადამიანს ცხოვრების აზრს; მხოლოდ რელიგია ამყარებს ადამიანთა თანასწორობას; მხოლოდ რელიგია ათავისუფლებს ადამიანს ყველა შევიწროებისგან.
ნილოს სინელი: ის, ვინც ამბობს, რომ სიკეთის კეთებით უბედურად გრძნობს თავს, მას ან ღმერთი არ სწამს, ან ის, რასაც აკეთებს და სიკეთედ მიაჩნია, არ არის სიკეთე.