კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ქსელებშია გახლართული ნინი ბადურაშვილი და ვინ უნდა უფრთხოდეს ბექა ჩხაიძეს

 ამ ხუთშაბათიდან ქართული სცენის ორი ვარსკვლავი, ნინი ბადურაშვილი და ანსამბლ „ალილოს” წევრი, ბექა ჩხაიძე, რადიო „აფხაზეთის ხმაზე” ახალ გადაცემას წაიყვანენ. „FM სტატუსი” „ფეისბუქს” მიეძღვნება – პირადი ამბები მხოლოდ ვარსკვლავების პირადი პროფილებიდან. თვითონ თემა – „ფეისბუქი” – იმდენად საინტერესოა, რომ მას ვერც წამყვანები გაექცნენ.

 

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ბექა ჩხაიძე

– მოდი, შენ მოყევი იმ პროექტზე ვრცლად, რომელსაც ამ კვირიდან „აფხაზეთის ხმაზე” დავიწყებთ.

– გადაცემა ეთერში გავა ხუთშაბათს, საღამოს 7 საათზე. ჩემი და სალომე გოგიაშვილის ტანდემი დაიშალა, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი გამოვიდა ის, რაც გავაკეთეთ. ვფიქრობ, ჩვენი ერთობლივი მუშაობაც საინტერესო იქნება, რადგან, უკვე ამდენი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს და არ გამიჭირდება შენთან პარტნიორული ურთიერთობაც. ლაღი, მარტივი ტიპი ხარ და კარგი გამოვა. გადაცემას ჰქვია „FM სტატუსი” და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსებით ვიქნებით მოცული. 

– შენ, როგორც ამ საქმეში გამოცდილმა, არ დამტუქსო ხოლმე.

– არა, რას ამბობ. „ფეისბუქზე” და სხვა სოციალურ ქსელებზე გამოქვეყნებულ ცნობილი ადამიანის სტატუსებს თვალს გადავავლებთ, შევაჯამებთ, გადავწყვეტთ, ვის ჰქონდა ყველაზე საინტერესო სტატუსი, მოულოდნელად დავურეკავთ მათ, გავარკვევთ, რატომ და რისთვის დაწერა ის. მგონი, სახალისო და კარგად მოსასმენი იქნება.

– ცუკერბერგმა ინება, რომ შენი სამსახურები ასე ტრიალებს მისი ბიზნესის გარშემო?

– მგონი. ცუკერბერგმა ჯადო გაგვიკეთა მეც და მთელ მსოფლიოსაც, ყველა მხოლოდ მის გარშემო ვტრიალებთ.

– „ფეისბუქი” ყველაზე პოპულარული ქსელია, შენ – ყველაზე პოპულარული მომღერალი და, არ არის გასაკვირი, რომ შენ მოგიწია მასზე მუშაობა?!

– მადლობა, საყვარელო. 

– შენ თუ ხარ ჩართული ამ ყველაფერში?

– „ფეისბუქით” ვარ მოცული. შეხედე, ტელეფონში ყველაფერი ჩართული მაქვს: „მესინჯერი”, „ფეისბუქი”, „ვოთს აფი”... მიჯაჭვული ვარ საშინლად. სიმართლე გითხრა, იმდენად დამოკიდებული გავხდი ამ ამბავზე, რომ აღარ მომწონს, რადგან, ჩემი დროის დიდი ნაწილი სწორედ სოციალურ ქსელებში ქექვას მიაქვს. გახლართული ვარ ამ ქსელებში. საჭესთან ვზივარ თუ შუქნიშანთან გავჩერდები, ეგრევე ვხსნი და ვათვალიერებ, ვინ მომწერა... მანიაკობამდე ვარ მისული. მაგრამ, თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მარტო მე არ ვარ ასე, მთელი მსოფლიო ამ დღეშია. 

– არა, მთლად ასე შუქნიშნებთან არა, მაგრამ, მეც არანაკლებ გახლართული ვარ ამ ქსელებში.

– შეიძლება, დიდი დოზით ცუდია, მაგრამ, სოციალური ქსელები მარტივად ურთიერთობის ფორმაა. რასაც ადრე დიდი დრო მიჰქონდა, ახლა წამებში იგებ, თუმცა, სამაგიეროდ, ერთმანეთს იშვიათად ვნახულობთ. მოკლედ, ამ ყველაფერს თავისი პლუსები და მინუსები აქვს.

– პლუსებისა და მინუსების მიუხედავად, ყველა ჩართულია სოციალურ ქსელებში და ყველას აინტერესებს, რა ხდება ცნობილი ადამიანების გვერდებზე. ისინი ყველას არ ჰყავს მეგობრებში, ჩვენ კი გვყავს...

– თან, ნამდვილები, არა პატენტები.

– კი, „არა ფალშივი” ვარსკვლავები გვყავს, რომელთა ყოველდღიურ ცხოვრებაზეც საჯაროდ, პირდაპირ ეთერში ვისაუბრებთ. შენ თუ ყვები შენს ცხოვრებაზე „ფეისბუქით”? და, კიდევ, მაინტერესებს, ნებაყოფლობით გიზიარებენ „ისეთ„ დეტალებს თავისი ცხოვრებიდან, რასაც ისე არასდროს იტყოდნენ?

– არის მომენტები, როცა რაღაც შთაბეჭდილების გაზიარება, ყველასთვის უცებ რაღაცის მოყოლის სურვილი მიჩნდება, მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის იმას ვწერ, რასაც ვფიქრობ. არ მომწონს – „ახლა მშია, მეძინება, იქ მინდა, ამას რომ ვჭამდე“... ყველაზე მეტად გამაღიზიანა „ფეისბუქზე” წაკითხულმა სამძიმარმა. ვიღაცაზე „დაასტატუსა” ვიღაცის სიკვდილი და ქვემოთ მილიონი კომენტარი იყო: „ვიზიარებ, ვიზიარებ”... ფაქტობრივად, „ფეისბუქ-პანაშვიდი“ გამოვიდა. 

– ბათუმელი მეგობარი გვყავდა მიშა ჯალაღანია, რომელიც გარდაიცვალა და მის კედელზე მეც დავწერე – ძალიან მეწყინა მისი გარდაცვალება-მეთქი. მაგრამ, ვიზიარებ და „ფეისბუქ-პანაშვიდი“, საშინელებაა. ნინი, ახლა შენ მოყევი, გვერდს სულ რომ გიტეხავენ.

– მოვყვები ჩემი გასაჭირის შესახებ. მილიარდი ნინია „ფეისბუქში” და აღარც ერთი არ ვარ მე. ეს ძალიან ცუდია, რადგან ვიღაცეებს რაღაცეებს სწერენ, ფოტოებს დებენ, კომენტარებს აკეთებენ და ვიღაცეებს ჩემი სახელით ელაპარაკებიან. ახლა „სერჩში” რომ ჩაწეროთ, ნამდვილ ნინის ვერ იპოვით, გამორთული მაქვს ჩემი პოვნის საშუალება, მხოლოდ მეგობრები მყავს. მეოთხეჯერ გამიტეხეს „ფეისბუქი”. სერიოზულად ვაპირებდი, რომ მეჩივლა.

– შენ თუ იჩივლებ, ადვოკატი მე ვიქნები.

– აუცილებლად. ამდენჯერ დავინდე ის ადამიანი და ახლა ჟურნალის საშუალებით ვაფრთხილებ: თუ კიდევ მოხდება მსგავსი რაღაც, რასაც კიბერ-დანაშაული ჰქვია, აუცილებლად ვიჩივლებ, საქმეს აღვძრავ. თან, ძალიან მარტივი საპოვნელია, ვინც ამას აკეთებს. 

– „ფეისბუქს” გაუტეხავთ და ნინი თავს გაგიტეხავთ. ეს არის პირადი სივრცე, იქ შეჭრა ისეთივე დანაშაულია...

– როგორც ბინის ქურდობა. ასე რომ, აღარ დაგინდობთ, დამანებეთ თავი. ვიღაც ერთხელ რომ დაისჯება, მეორედ აღარავინ გაბედავს. 

– სხვა რა ხდება შენს შემოქმედებაში?

– ბევრი კარგი რაღაც. ახლა გამოვა ფილმი „ყარაბაღი 3”, სადაც პატარა როლი მაქვს და, ასევე ვმღერი ნიაზ დიასამიძის სიმღერას. 

–  მინდა აღვნიშნო, რომ წინა სიმღერა, სასწაული იყო.

– ესეც კარგი გამოვიდა. აქ მარტო ვმღერი და ძალიან მეშინოდა, რადგან ჩემი და ნიაზის სტილი სრულიად განსხვავებულია, მაგრამ, კარგი გამოვიდა, მგონი, ხალხს მოეწონება. გარდა ამისა, ერთი თვით მომიწევს უკრაინაში წასვლა, სადაც ტარდება პროექტი „10+10”, უკრაინელი და ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით. 

– ამ დროს გადაცემას რას უშვრები, მარტო მტოვებ?

– უნდა დაგტოვო, მაგრამ, იქიდან ჩაგერთვები. დავწერ საინტერესო „სტატუსებს“ და დამირეკე ხოლმე (იცინიან). ასევე, „იმედზე” იწყება ახალი პროექტი, სადაც ვმონაწილეობ, არ ვარ წამყვანი...

– „ვარსკვლავებთან ცეკვა”?

– აი, გცოდნია. მოკლედ, ეს პროექტიც დაიწყება და, მგონი, კარგი გამოვა. 

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ნინი ბადურაშვილი

– როგორ ფიქრობ, ჩვენი ტანდემი როგორი იქნება?

– ერთი სიტყვით გეტყვი: შენ რომ არ ყოფილიყავი, ამ თემაზე გადაცემის წაყვანას არ დავთანხმდებოდი. ვიმუშავებთ ერთად: შენ როგორც გამოცდილი და მე – როგორც სტაჟიორი და უნდა დამაკვალიანო ხოლმე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საერთო სამეგობრო გვყავს, ყველას ვიცნობთ, ვისთანაც კი, შეიძლება, დარეკვა მოგვიწიოს. სად უცხო რომ დაგირეკავს და პირდაპირ ეთერში ოფიციალურად რომ დაელაპარაკები, სად – ახლობელი და იუმორში საინტერესო დიალოგი შედგება. „სტატუსის“ იქითაც ხომ ძალიან ბევრი ვიცით ერთმანეთის შესახებ, ბევრი საერთო ისტორიაც გვაქვს. 

– „ფეისბუქთან” შენი ურთიერთობა მოგვიყევი?

– არ ვარ ისე, როგორც შენ და სხვა უამრავი გოგო ჩემ გარშემო, მაგრამ, მეც არა მიშავს რა, თავისი მონატრებებით, ჩახუტებებითა და ამბებით ვარ. სადმე თუ ვარ ისე, რომ ორი-სამი დღე „ფეისბუქთან” ვერ მოვხვდი, კომპიუტერთან როგორც კი მოვხვდები, ეგრევე შევდივარ და ვიგებ, რა ხდება. არავის ოჯახში დაბეჭდილი ფოტოები აღარ არსებობს, მხოლოდ „ფეისბუქ-ალბომები“ გვაქვს. 

– სხვა მომიყევი, რა ხდება შენს ცხოვრებაში, შემოქმედებით საქმიანობაში?

– 10 თებერვალს კონცერტი გვაქვს ფილარმონიაში, „ალილოს”, თეატრალურ კვარტეტსა და „შვიდკაცას“.

– ოო, წარმომიდგენია, რა იქნება!

– მთელი დღეები კონცერტის საქმეებზე დავრბივარ. 

– „ალილომ” თავისი სერიოზული ადგილი დაიმკვიდრა შოუ-ბიზნესში.

– თავის ქებად არ მინდა ჩამეთვალოს, მაგრამ, მართლა მოახერხა ადგილის დაკავება. „წლის კვარტეტის“ სტატუსი მოგვანიჭეს, გავიმარჯვეთ წლის მოთხოვნად სიმღერებში, გადმოგვცეს დიპლომები. ჩვენი სტილი, გიტარა, ქალაქური სიმღერები ადრე ასეთი პოპულარული არ იყო. გიტარები, საქეიფო სიმღერები ასეთი ფართო მასშტაბით არავის მოუსმენია. მიხარია ეს ყველაფერი.

– ცოლი ჯერ არ მოგყავს?

– ჯერჯერობით არა, ვნახოთ, რა იქნება. შენ რამე ახალ სიმღერას არ წერ?

– კი, მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერას ვწერ, განსხვავებულს იმისგან, რაც მქონია. რევოლუციის მოხდენა მინდა და ვნახოთ, რა გამოვა. აღარ მინდა ამ ერთი და იმავეს მოსმენა. ვნახოთ, როგორ მიიღებს მსმენელი.

– ჩვენც კლიპს ვიღებთ, საკმაოდ მსხვილი ბიუჯეტით. მგონი, რაღაცეები იქოქება. 

– უბრალოდ, კარგი მუსიკალური არხი გვჭირდება, ათეულებით, საინტერესო გადაცემებით, სტიმული რომ გქონდეს რაღაცის გაკეთების.

– „აფხაზეთის ხმა” „ეიჩდი” ფორმატზე მუშაობს. ხელმძღვანელებისგან ვიცი, რომ საკმაოდ აქტიურად ფიქრობენ რეორგანიზაციაზე, მის განახლებაში კი მთელმა გუნდმა უნდა მივიღოთ მონაწილეობა. რაღაც პროექტები ჩვენი მოსაფიქრებელიც არის. 

– ძალიან კარგი. ესე იგი, 2012 წელს დიდი ამბები გველოდება. სხვა, მომიყევი როგორ ცხოვრობ, რით ერთობი, დროს როგორ ატარებ?

– მიყვარს მეგობრები და მათთან ერთად ვერთობი. პატარ-პატარა საქმეები მაქვს, შემოსავლის წყაროები, დანარჩენი დრო კი სიმღერასა და კვარტეტს მიაქვს.

– ვიცი, იმისგან განსხვავებული გართობაც გიყვარს, რასაც მღერი – „ჯაგი-ჯუგები“ გიყვარს.

– ჰო, კლუბებში ერთმანეთს ხშირად ვხვდებით. ეკოს, ჩემს მეგობრებს, უყვართ კლუბები და ერთი ადგილიდან მეორეში გადავდივართ ხოლმე. მოკლედ, დილით – ჩოხა და ღამით – კლუბი, ასე ვცხოვრობ (იცინიან).

– კარგი მიქსია, ეკლექტიკა. კლუბის არანაკლებად  მოყვარული ვარ მეც. სულ ვამბობ, რომ მომბეზრდა, მაგრამ, არ მბეზრდება. ალბათ, ოთხმოცი წლის რომ ვიქნები, ცეკვის სურვილი კიდევ მექნება.

– იცი როდის მბეზრდება?! ღამის 4 საათზე მეორე კლუბიდან მესამეში რომ მივდივართ, ვამბობ, უკვე მეზიზღება-მეთქი, მაგრამ, მივალ, ვნახავ მეგობრებს და მავიწყდება, როგორ ვამბობდი, მეზიზღება-მეთქი. 

– ამ ბოლო დროს იმდენ ნაცნობს ვეღარ ვხედავ...

– ჰო, რაღაც, ახალი ბიჭ-ბუჭები და გოგჩოები გაჩნდნენ (იცინიან). 

– მგონი, ცოტა დავბერდით, მაგრამ, კონკურენციას მაინც ვუწევთ. 

– უფრო ძველ სიმღერებზე ვცეკვავთ, ახალ სიმღერებზე ისე ვერ ვერთობით. 16-17 წლის ბავშვები სულ სხვანაირად ერთობიან. 

– თქვენთან ერთად გართობა ალბათ ერთი სიამოვნებაა – გიტარის თანხლებით.

– კი, მართლა კარგია და, თუ შემდეგ იქვე აპარატურაც არის და ბადურაშვილიც გიმღერებს, ბილეთების გაყიდვაც შეიძლება. (იცინიან). მოკლედ, ნინი, მიხარია, რომ ჩემი შეფი შენ იქნები. თქვენ კი, „მესტატუსეებო“ გვიფრთხილდით!

 

скачать dle 11.3