კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ვირო მ---ი…“

ანუ, ნაურუმდეც გზა ჰქონიათ

 

მართალია, როგორც შემდგომ გაირკვა, ეს ნეიტრალური პასპორტები, რომლებიც ჩვენთვის სეპარატისტული, რუსეთისთვის მხოლოდაღიარებული ქართული ტერიტორიების მცხოვრებლებს უნდა დაურიგდეთ (რათა მათ სეპარატისტულ ტერიტორიებს მიღმაც შეძლონ გადაადგილება), ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეთავაზება და გადაწყვეტილება ყოფილა, რომელიც საწყის ეტაპზე ჩვენმა მშობელმა ხელისუფლებამ საკუთრად გაასაღა, მაგრამ, რაკი დასავლელ რეკომენდატორებს დაეთანხმნენ, საავტორო უფლებაზე არ ვიდავებთ.

ვიდავებთ თუ არა, სეპარატისტული აფხაზეთის ხელმძღვანელობამ ცივი უარი გვტკიცა (მეტიც, დაიმუქრნენ, იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ასეთ პასპორტებს შემოგვთავაზებენ, საერთოდაც, გავაძევებთ აფხაზეთის ტერიტორიიდანო). ცხინვალიდან პასუხმა ოდნავ შეიგვიანა. ასე შემოგვითვალეს, „თბილისის მიერ ინიცირებული „ნეიტრალური პასპორტები“ საქართველოს ხელისუფლების მორიგი ავანტიურაა (კაცმა რომ თქვას, ნაურუმდეც გზა ჰქონიათ!).

თავისი „კომპეტენტური აზრი“ „იუჟნაია ოსეტიის“ „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ მურატ ჯიოევმა გაგვიმხილა (სხვათა შორის, ეს ის მურატია, ოღონდ, მაშინ „იუჟნაია ოსეტიის“ კულტურას კურირებდა, რამდენიმე წლის წინათ დაჟინებით რომ ითხოვდა, დაუბრუნდეს „იუჟნაია ოსეტიას“ თავისი საკუთრება – თამარ მეფის ტიპიკონიო): საქართველოს ხელისუფლებას ასეთი მცდელობებით სურს, მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე 2008 წლის აგრესიაზე პასუხისმგებლობა შენიღბოსო. მეტიც, „იუჟნაია ოსეტიელები“„იუჟნაია ოსეტიის“ პასპორტებითაც გადაადგილდებიან, თურმე, თავისუფლად, სადაც მოესურვებათ: „მსოფლიოს მასშტაბითო“, – დასძენს ხსენებული ჯიოევი.

რაც მთავარია, აცხადებს, რომ „ასეთი ნეიტრალური პასპორტების გაცემის მცდელობით საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად, აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიის“ დამოუკიდებლობას და იმას აღიარებს, რომ ისინი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ არიან“.

უკაცრავად სიხისტისთვის, მაგრამ, ამაზეა ნათქვამი: „ვირო, მადლიო“.

 

скачать dle 11.3