კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი უფლება არ მისცა ზაზა ფაჩულიამ მეუღლეს და რატომ არ გააპროტესტა ქმრის ცივი უარი თიკა ალავიძემ

 

უკვე თვეზე მეტია, რაც ყველასთვის ცნობილი ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია, სტამბულში გადავიდა ოჯახთან ერთად. ის დროებით თურქეთის ერთ-ერთ გუნდში განაგრძობს თამაშს. მას შემდეგ კი, რაც NBA სეზონს განაახლებს, ატლანტაში დაბრუნდება და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ჩვენი რესპონდენტი ამჯერად ზაზას მეუღლე, თიკა ალავიძეა, რომლისთვისაც ახალი საცხოვრებელი ადგილი ატლანტასთან შედარებით კომფორტული იმით აღმოჩნდა, რომ გაცილებით ახლოს არის თბილისთან და გვერდით, ოჯახის გარდა, ჰყავს მეგობრები, რომლებთან ერთადაც თავს ძალიან კარგად გრძნობს.

– დროებით ამერიკიდან თურქეთში გადაინაცვლეთ საცხოვრებლად. როგორ შეეგუეთ ახალ გარემოს?
– სტამბულში სალომე ღვინიაშვილისა და ზურა ხიზანიშვილის გვერდით ვცხოვრობთ. გვინდოდა, მათთან ახლოს ვყოფილიყავით და, საბედნიეროდ, მათ სამეზობლოში აღმოჩნდა ერთი თავისუფალი სახლი, სადაც ჩვენ დავსახლდით. სალომე ძალიან დამეხმარა ყველაფერში. ასევე, აქ ცხოვრობს შოთი არველაძის ცოლ-შვილი. ასე რომ, სამი ოჯახი ვართ ქართველები, ვერთობით და ძალიან კარგად ვგრძნობთ ერთად თავს. 
– გოგონები რითი ერთობით?
– იოგას მსგავსი კურსები ავიღეთ, კვირაში ორჯერ სალომესთან ვიკრიბებით და ვვარჯიშობთ, დანარჩენ დღეებში კი, ხან დავრბივართ, ხან ბავშვებს ვასეირნებთ, ხან სადმე მივდივართ და ასე შემდეგ. 
– როცა თბილისში ხმა გავრცელდა ზაზას თურქეთში გადმოსვლასთან დაკავშირებით, იმასაც ამბობდნენ, რომ გუნდმა, უხეშად რომ ვთქვათ, „გადააგდო” ზაზა. რა მოხდა რეალურად?
– თავიდან სხვა გუნდთან იყო მოლაპარაკება, მაგრამ, მერე თვითონ გუნდში შეიქმნა რაღაც პრობლემა და ის ვარიანტი ჩაიშალა. ამის შემდეგ კი, სხვა გუნდმა გამოუგზავნა ზაზას შემოთავაზება. ალბათ, ამიტომ გავრცელდა ეს ხმა.
– ზაზა როგორ შეეგუა ახალ გუნდს?
– შეეგუა, თუმცა, ჯერჯერობით, ტრავმის გამო, დიდი დატვირთვით არ ათამაშებენ. ახლა მკურნალობს და მალე დაიწყებს აქტიურ ვარჯიშსა და თამაშს. სერიოზული ტრავმა არ არის, უბრალოდ, დრო და დასვენება სჭირდება.
– ამერიკისგან განსხვავებით, თურქეთი ბევრად ახლოს არის საქართველოსთან და, ეს, ალბათ, ერთგვარი კომფორტიც არის თქვენთვის, რადგან ახლოს ხართ სახლთან.
– კი, ამ მხრივ ძალიან კარგია. ვიცით, რომ, თუ რამე დაგვჭირდება, გადმოვფრინდებით და ორ საათში თბილისში ვართ, რაც ამერიკაში გამორიცხული იყო – თექვსმეტი საათი მგზავრობა ძალიან დამღლელია. გარდა ამისა, იმითაცაა კარგი, რომ მეგობრებიც უფრო ხშირად გვესტუმრებიან საქართველოდან. თან, ესენიც აქ რომ არიან, ძალიან მიადვილდება. მოკლედ, მომწონს. ზაზამ ძალიან კარგად იცის თურქული ენა, რადგან სკოლა აქ აქვს დამთავრებული და აქ ცხოვრობდა 14 წლამდე. მე ახლა ვსწავლობ თურქულს, ერთი-ორი სიტყვა უკვე ავითვისე. ძალიან სასაცილოები ვართ, მე და სალომე სალონში რომ შევდივართ. სალომე ჩვენზე ადრე ჩამოვიდა აქ და ჩემთან შედარებით უფრო იცის ენა, მაგრამ, მაინც ძალიან სასაცილო რაღაცეები გვემართება ხოლმე. 
– პატარები როგორ შეეჩვივნენ ახალ საცხოვრებელ ადგილს?
– პატარები ძალიან კარგად არიან, რადგან, ძალიან ბევრი ბავშვი აღმოჩნდა მათ გარშემო. ერთად თამაშობენ და არ იწყენენ. ამერიკაში ბევრად უფრო მარტო გრძნობდნენ თავს, ვიდრე აქ. ჩვენთან ახლოს ტყეა, სადაც ხშირად ვსეირნობთ. 
– მარტო გიწევს ბავშვებთან ყოფნა თუ გყავს დამხმარე?
– ცოტა ხანს მარტოს მომიწია მათთან ყოფნა, მაგრამ ახლა უკვე დამხმარე მყავს. ძალიან ცელქები არიან და ერთი ადამიანი ნამდვილად სჭირდებათ, ვინც თვალ-ყურს ადევნებს. რაღაცას თუ ვაკეთებ, შეიძლება, ყურადღება ვეღარ მივაქციო, ამათ კი უყურადღებოდ ერთი წუთითაც ვერ დატოვებ. თან, სახლიც არ არის ისე უსაფრთხოდ მოწყობილი, როგორც ამერიკაში გვაქვს. ამიტომ, ძალიან ყურადღებით ვართ. 
– ალბათ, მალე გაირკვევა NBA-ს ამბები და ისევ წახვალთ ამერიკაში.
– ჯერჯერობით ლოკაუტია, მოლაპარაკებები მიდის. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მოლაპარაკება შედგა და სეზონი ძალიან მალე გაიხსნება, მაგრამ, ეს სიმართლე არ არის. მგონი, დეკემბრამდე მაინც არ დაიწყება ახალი სეზონი.
– შენი სტუდია დროებით დახურულია.
– დიახ, ატლანტაში სტუდია დროებით დავხურე და მოსწავლეები მწერენ – აინტერესებთ, როდის ჩავალთ ამერიკაში. ძალიან სწყდებათ გული, რომ ჯერჯერობით გაჩერებულები ვართ. მეც მწყდება გული – ბავშვები მელოდებოდნენ და, სადღაც, იმედი გავუცრუე.
– ზაფხული საქართველოში გაატარე. რისი შესაძლებლობაც ბოლო წლების განმავლობაში არ გქონია.
– თითქოს ჩანდა, რომ საქართველოში წელს დიდხანს ვიყავი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ იყო. თბილისში რომ ჩამოვედით, სამ კვირაში კლაიპედაში წავედით ევროპის ჩემპიონატზე, მერე სტამბულშიც ვიყავით დასასვენებლად. საბოლოო ჯამში, თბილისში, ალბათ, თვე-ნახევარი ვიყავი. თბილისში რამდენ ხანსაც არ უნდა ვიყო არასდროს არ მყოფნის. ისე წამოვედი, ძალიან ბევრი მეგობარი მაინც ვერ ვნახე. საქართველოში რომ ჩამოვედით, ძალიან ცხელოდა, ამიტომ, წავკისში ვიყავით და, ვინც იქ ახერხებდა ამოსვლას, ძირითადად იმათ ვნახულობდი. 
– გავიგე, რომ დათუჩაზე ბიძამისს, ანუ შენს ძმას, კარგად „უმუშავია“ და მის ლექსიკონში ახალი სიტყვები გაჩნდა. 
– სხვათა შორის, გადავაჩვიეთ და ცუდ სიტყვებს აღარ ამბობს. მე და ზაზას ძალიან ცუდი რეაქცია გვქონდა ამაზე. კი, ბავშვია, მაგრამ, რომ არ გადაჩვეულიყო და ასე გაგრძელებულიყო, ნამდვილად არ გვინდოდა. პერიოდულად კი გაახსენდება დღესაც, მაგრამ, თავს აღარ გვჭრის.
– რომელი უფრო ცელქია?
– პატარა. საბა ძალიან ცელქია. როცა სახლში დათუჩასთან ერთად ვრჩები მარტო, პრობლემა არ არის, თავისთვის მშვიდად და წყნარად თამაშობს. საბას კი, რასაც ჰქვია, კედლებიდან ვხსნით – ყველას ეუბნება, რომ სპაიდერმენია.
– მართალია, დამხმარე ყოველთვის გყავს, მაგრამ, თავადაც ბევრი რაღაცის კეთება გიწევს.
– როგორ არა. მაგალითად, ახლა რომ დამირეკე, საჭმელს ვაკეთებდი. ძალიან მსიამოვნებს, რაღაცეებს რომ ვაკეთებ, შევეჩვიე. ადრე არ ვიცოდი, მაგრამ, დროთა განმავლობაში ყველაფერი ვისწავლე.
– როცა ამერიკაში გადახვედი საცხოვრებლად, მახსოვს, დედა ძალიან განიცდიდა ამხელა მანძილს, რადგან მას ძალიან ეშინია თვითმფრინავით მგზავრობის. ალბათ, ახლა ძალიან გახარებული იქნება, რადგან გაცილებით ახლოს ხარ მასთან.
– სხვათა შორის, ფრენას მაინც შეეჩვია, რადგან, ორივე ბავშვის გაჩენის შემდეგ, ექვს-ექვსი თვე მყავდა ატლანტაში წაყვანილი. ამჯერად კი ძალიან გაუადვილდება, რადგან მანძილი არც ისე დიდია. სამაგიეროდ, ზაზას დედა ჩამოდიოდა ატლანტაში ხშირად, ახლა ვეხუმრებოდით, ალბათ, სტამბულში ყოველ მეორე დღეს ჩამოხვალო. 
– საახალწლოდ თუ გეგმავთ ჩამოსვლას?
– წინასწარ დაგეგმილი ჯერჯერობით არაფერი გვაქვს. თუ ჩამოსვლის შანსი მოგვეცემა, აუცილებლად ჩამოვალთ, რადგან, პირადად  მე უკვე ექვსი წელია, ახალ წელს საქართველოში.  აღარ ვყოფილვარ. სანამ გავთხოვდებოდი, მანამდე ანსამბლთან ერთად სულ უცხოეთში მიწევდა ამ დროს ყოფნა. მახსოვს, ბოლო სამი წელი, ორჯერ იტალიაში შევხვდი, მერე – გერმანიაში, ამის შემდეგ კი – ამერიკაში, ჩემს ოჯახთან ერთად. ძალიან მომენატრა ქართული ახალი წელი, რადგან, არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ ქალაქში, ახალ წელს ისე არ ხვდებიან და არ აღნიშნავენ, როგორც ჩვენთან. თან, 30 დეკემბერს ჩემი დაბადების დღეა და რაღაც სხვანაირად მიყვარს ახალი წლის პერიოდი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წელს ჩემს მეგობრებთან ერთად აღვნიშნავ. ვნახოთ, თუ დაგვარტყა თავში, 31 დეკემბერს, ღამის 9 საათზე წამოვალთ აქედან და 12-ზე საქართველოში ვიქნებით.
– დღემდე გაქვს ანსამბლის (სუხიშვილების) წევრებთან ურთიერთობა. აქ ყოფნის დროს ხომ არ მოგეცა იმის საშუალება, რომ გეცეკვა? ალბათ, ცეკვა ძალიან გენატრება.
– სხვათა შორის, კლაიპედაში რომ ვიყავით, ნიანუმ (ნინო სუხიშვილმა) შემომთავაზა, სუხიშვილებთან ერთად მეცეკვა, რაც ძალიან გამიხარდა. სასწრაფოდ წავედი, ჩავიცვი კოსტიუმები, მაინტერესებდა თუ მომერგებოდა. მერე დავურეკე ზაზას და, რომ ვკითხე, ძალიან ცივი უარი მივიღე. რაც ასე ამიხსნა: მომზადებული არ ხარ და, საშუალოდ რომ იცეკვო, რად გინდაო. ვუთხარი, შენ მაცეკვე და, მე როგორ ვიცეკვებ, ეგ ჩემი საქმეა-მეთქი. საბოლოო ჯამში, მაინც ვერ დავითანხმე, თუმცა ძალიან მინდოდა. ძალიან მომენატრა ცეკვა, მაგრამ, ზაზამ არ მომცა ამის შანსი. დღემდე ვერ ავხსენი, რატომ არ უნდა რომ ვიცეკვო, მაგრამ, ამის გამო გული არ დავწყვიტე.
– ამერიკაში დაბრუნება გინდა?
– ძალიან მინდა. ატლანტა ჩვენს მეორე სახლად მიმაჩნია, რადგან ძალიან შევეჩვიე. ამ ქალაქთან იმდენი კარგი რამ არის დაკავშირებული, რომ, არ შეიძლება, არ მიყვარდეს და არ მენატრებოდეს. თან ბავშვებიც იქ დაიბადნენ. როცა დავბრუნდებით, ძალიან გამიხარდება.
x

 

скачать dle 11.3