როგორ შევიტანოთ სასიკეთო ძვრები პირად და საქმიან სფეროში ცხოვრებისეული ციკლის რიცხვის გამოთვლის საშუალებით
ადამიანების პირად ჰოროსკოპებში წერია, რომ ზოგს შედარებით წლის დასაწყისში გაუმართლებს, ზოგს კი – წლის ბოლოს. თუ გეცოდინებათ, წლის რომელ პერიოდში უნდა იყოთ მეტად ორიენტირებული, უფრო მეტად მომზადებული შეხვდებით სასიკეთო ცვლილებებს თქვენს ცხოვრებაში.
თუ გსურთ, გაიგოთ, როგორი იქნება თქვენთვის 2011 წლის დასასრული, ამაში სპეციალური ნუმეროლოგიური გამოთვლა დაგეხმარებათ. შეკრიბეთ თქვენი დაბადების დღის, თვისა და წლის რიცხვები და, ასევე, მიმდინარე წლის ციფრი.
მაგალითად, თუ ადამიანი დაიბადა 1974 წლის 15 მარტს, მისი წლის ციკლის გამოთვლა ასე უნდა მოახდინოთ: 1+9+7+4+1+5+0+3=30=3+0=3. რაც შეეხება წლის რიცხვს, ის ასე უნდა გამოთვალოთ: 2+0+1+1=4.
მიღებულ მეტს გამოაკელით ნაკლები, ანუ, ამ შემთხვევაში: 4-3=1.
როგორც გაირკვა, 1974 წლის 15 მარტს დაბადებული ადამიანის ამ წლის კოდია 1. შესაბამისად, 2011 წლის მეორე ნახევარში ის იმყოფება 1 ფაზაში.
ახლა კი ინფორმაცია, თითოეული ადამიანის ფაზის მიხედვით:
1. გამოიჩინეთ მეტი ინიციატივა და აქტიურობა წლის ბოლოს. გეკრძალებათ სიზარმაცე და პასიურობა. გეძლევათ შანსი, მიაღწიოთ მიზანს, და არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა. ნებისმიერი საქმიანი ვალდებულება თამამად აიღეთ საკუთარ თავზე და ის აუცილებლად გამოგივათ.
2. იქნებით მიმწოლი და მოუთმენელი. ჯობია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და არ აჩქარდეთ გადაწყვეტილებების მიღებისას. თუ საქმის წამოწყება გსურთ, ეს საუკეთესო პერიოდია. ისწავლეთ თავდაცვა რთულ სიტუაციებში და ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. არ არის გამორიცხული წლის ბოლოს თქვენი მატერიალური შესაძლებლობები გაიზარდოს.
3. მეტად გამოხატეთ გრძნობები და გააცანით გარშემო მყოფებს თქვენი გეგმები და მისწრაფებები – ეს წლის ბოლოსთვის მომგებიანი იქნება თქვენთვის. დაივიწყეთ ძველი პრობლემები და მეტი დრო გამონახეთ სასიყვარულო შეხვედრებისთვის. ნუ დახარჯავთ ენერგიას უაზროდ. ამ პერიოდში გამოხატული მოქმედება მომავალი წლის დასაწყისში დაგიფასდებათ.
4. წლის ბოლოს საფუძველი ჩაუყარეთ იმას, რისი გაკეთებაც მომავალ წელს გსურთ. დაგეგმეთ ახალი პროექტები და დასახეთ რეალური მიზნები. წესრიგში მოიყვანეთ საქმიანი საბუთები და ნუ დაარღვევთ წესრიგს. არ არის გამორიცხული პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეთ, ამიტომ, კარგად დააკვირდით გარემოებებს.
5. წლის ბოლოს გეძლევათ შანსი, დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები. თამამად გადადგით წინ ნაბიჯები. გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის და მეტად იკონტაქტეთ მეგობრებთან. მათგან წამოსული წინადადებები კი, კარგად გაიაზრეთ. არ არის გამორიცხული, სწორედ ეს გახდეს თქვენი მომავალი წარმატებების საფუძველი. ასევე, მოსალოდნელია მეტი შეხვედრები, მოლაპარაკებები, გადაადგილებები და სასიყვარულო თავგადასავლები, რისთვისაც მზად უნდა იყოთ.
6. გამოიჩინეთ ქველმოქმედება და დაეხმარეთ ირგვლივ მყოფ გაჭირვებულ ადამიანებს. საქმეში არ მოადუნოთ ყურადღება და იყავით ფხიზლად, რათა ხელიდან არ გაუშვათ წლის ბოლოს თქვენამდე მოსული წარმატებების შანსი. ასევე, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს. უმჯობესია, ეს პერიოდი სხვებზე ზრუნვაში გაატაროთ, მაგრამ არ მოადუნოთ ყურადღება საკუთარ პროფესიულ ასპარეზზე.
7. არ გაქვთ შეცდომის დაშვების უფლება. დაძაბეთ გონება და მიხვდით, საიდან გელით საფრთხე. წლის ბოლოს მეტი შანსია, თქვენ მიმართ გამოვლინდეს აგრესია და შური კოლეგებისა და თანამოააზრეების მხრიდანაც კი. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. გაერკვიეთ თქვენს სურვილებში და ნუ დახარჯავთ დიდ თანხებს, რომ ვალებში არ აღმოჩნდეთ. მეტად მიენდეთ ინტუიციას და ისე იმოქმედეთ.
8. წლის ბოლოს აუცილებლად მიიღებთ იმას, რაც წლის პირველ ნახევარში დათესეთ. დიდი შანსია, სასიყვარულო-რომანტიკულ ასპარეზზე გაიმარჯვოთ. ენდეთ გამოცდილი და გავლენიანი ადამიანების რჩევებს საქმიანობაში და მეტად შრომისუნარიანად და ორგანიზებულად მიუდექით დაკისრებულ ვალდებულებებს.
9. წლის დასასრულს მეტად გაგიმართლებთ პირად ცხოვრებაში, ვიდრე პროფესიულ სფეროში. არ არის გამორიცხული, არაერთი ბარიერის წინაშეც აღმოჩნდეთ, მაგრამ, თუ ამ დროს მშვიდად გააანალიზებთ მოვლენებს და დაკვირდებით გარშემო მყოფების რეაქციებს, ასევე, მეტ დროს გამონახავთ დასვენებისა და გართობისთვის, ეს თქვენს ჯანმრთელობას დადებითად წაადგება. სანამ ნაბიჯს გადადგამთ, კარგად გააანალიზეთ, რა მოჰყვება მას. ნუ დატოვებთ უყურადღებოდ თქვენამდე მოსულ წვრილმან ინფორმაციასაც კი. ეს, შესაძლოა, მომავალ წელს სიკეთის მომტანი აღმოჩნდეს თქვენთვის.