შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1991 წლის 21 მარტს, დილის 7-დან 8 საათამდე. მაინტერესებს, რა პროფესიაში მელის წარმატება, ასევე, თუ არის უცხოეთი ჩემთვის მისაღები და, კერძოდ, რომელი ქვეყანა?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია არ არის, თუმცა, ის ნეიტრალურია. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია: საფრანგეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, შვეიცარიის დასავლეთი ნაწილი, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, ავსტრია, ესპანეთი, ბოსნია, ბულგარეთი, ირლანდია, მექსიკა, ინდოეთი, კუნძულები კორსიკა და სიცილია; ასევე, ინგლისის დასავლეთი მხარე, კანადა. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის წარმატებების მომტანი და მისაღებია: პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, საბანკო, ეკონომიკური, საფინანსო, სავაჭრო სფერო, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, უშიშროების სფერო, პოლიტიკა, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა, პედაგოგიკა, გასართობი ინდუსტრია, საიუველირო საქმე ან ბიზნესი, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმიანობა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო საქმე.
კითხვა: დავიბადე 1990 წლის 24 იანვარს. რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მექნება სასურველი საოჯახო-სასიყვარულო ურთიერთობა და უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის წარმატებების მომტანი?
პასუხი: თქვენთვის, სასიყვარულო-საოჯახო ურთიერთობების თვალსაზრისით, მისაღებია სასწორის, კირჩხიბის ან ვერძის ზოდიაქოს ნიშნებს ქვეშ დაბადებული ადამიანი. უცხოეთის ქვეყნებიდან კი მეტად სასურველია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, აფრიკის ჩრდილო-დასავლეთი მხარე, ჰოლანდია, შოტლანდია, ახალი ზელანდია, თურქეთი, ჩინეთი, ინდოეთი, იტალია, უზბეკეთი, რუსეთი, პოლონეთი, შვედეთი, ჩილე, სლოვაკეთი, კანადა.
კითხვა: დავიბადე 1993 წლის 17 სექტემბერს. რომელი პროფესია ავირჩიო სამომავლოდ, რომ წარმატებული ადამიანი გავხდე?
პასუხი: თქვენთვის წარმატებების მომტანია: პოლიტიკის ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ტურიზმი, პროფესიული დიპლომატია, სპორტი.
კითხვა: დავიბადე 1986 წლის 2 ივლისს. მაინტერესებს, რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები, არის თუ არა ჩემთვის უცხოეთი წარმატებების მომტანი და, ზოგადად, რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე?
პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოთ მეტად აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი; შეძლოთ საკუთარი დადებითი თვისებების გამოვლენა; დაეყრდენით ოპტიმიზმს, კეთილშობილებას; იყოთ უშიშარი და მებრძოლი; ასევე, უნდა გამოავლინოთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები. უცხოეთი თქვენი კარმული მისია არ არის, ამიტომ იქ წასვლას დიდი ხნით არ გირჩევთ. შედარებით სასიკეთო ქვეყნებია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, ვენესუელა, ყაზახეთი, შვედეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი, ბრაზილია, ფილიპინები, ტაილანდი, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, პაკისტანი და მალტა. პროფესიებიდან კი მისაღებია: მანქანების ბიზნესი, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო საქმიანობა, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკის სფერო, საკონსტრუქტორო საქმიანობა, საგამომგონებლო სფერო, ფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმე, სასტუმროების ბიზნესი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია.
კითხვა: დავიბადე 1977 წლის 10 მაისს. უცხოეთი თუ არის ჩემთვის მისაღები და, კერძოდ, რომელი ქვეყანა?
პასუხი: უცხოეთი თქვენთვის საშუალოა. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია: ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, ინგლისი, ბელგია, კანადა, ეგვიპტე, საბერძნეთი, ნორვეგია, არგენტინა, მონაკო, ჩინეთი, ლატვია, ესპანეთი, ავსტრალია, იტალია, გერმანია, რუსეთი.