კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პირველი ქართული თრილერი “247 ფარენგეიტით„

 

 

 18 ნოემბერს, კინოთეატრ „რუსთაველში” პირველ ქართულ თრილერთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ფილმის პროდიუსერები არიან: ირაკლი ჩიკვაიძე, ნიკა აფრიაშვილი და დავით პატარქალიშვილი, ბიუჯეტი კი ორი მილიონი დოლარია. მაღალხარისხიანი საშინელებათა ფილმი ქართულ კინოინდუსტრიაში მართლაც პირველი ნაბიჯია და მიხარია, რომ პრემიერამდე რამდენიმე ხნით ადრე, ჟურნალისტებს საშუალება მოგვეცა, ჩვენც განგვეცადა ის შიში, რომელიც აუცილებლად უნდა იგრძნო მაღალი დონის თრილერის ნახვისას. ფილმში ქართველ მსახიობებთან ერთად, მთავარ როლებს თამაშობენ ცნობილი ამერიკელი ვარსკვლავები: სკოუტ ტეილორ-კონგტონი, რომელიც ყველას ახსოვს საშინელებათა ფილმიდან „ჰელოუინი”. „ტრანსფორმერების” ვარსკვლავი ტრევის ვან-უინკლი და „ტროას”, „იქს მენისა” და „ჰელოუინის” ვარსკვლავი ტაილერ მეინი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რეჟისორების ლევან ბახიასა და ბექა ჯგუბურიას მაღალი ოსტატობა. საუნაში ჩაკეტილი მეგობრების ბრძოლა გადარჩენისთვის ისეთი შთამბეჭდავია, რომ თანაგანცდა მართლაც აღწევს ას გრადუსს ცელსიუსით. ახალგაზრდა წყვილი მეგობრებთან ერთად გასართობად მიდის. სახლი სოფელში, ტბის პირას მდებარეობს. ფილმის გმირები მოულოდნელად საუნაში ჩაიკეტებიან, სადაც ტემპერატურა 247 ფარენგეიტამდე აღწევს და ისინი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. ფილმი კომერციულია, საერთაშორისო კინოგაქირავებისთვის არის განკუთვნილი და, უკვე ფაქტია, რომ 2012 წლის მაისში ის მსოფლიოს ორმოცდაექვსი ქვეყნის კინოეკრანებზე გამოვა, ხოლო საქართველოში პრემიერა 2011 წლის 8 დეკემბერს გაიმართება. მანამდე კი, 2 ნოემბერს მსოფლიოს უმსხვილეს კინობაზრობაზე ფილმის მსოფლიო-ინდუსტრიული პრემიერა შედგა. აღნიშნულმა ჩვენებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, დაინტერესება „247 ფარენგეიტის” მიმართ ისეთმა კომპანიებმა გამოხატეს, როგორებიც არიან: „სონი ფიქჩერზი“, „უნივერსალ ფიქჩერზი“, „ლაიონსგეიტი“ და სხვები. ქართველ მაყურებელს კი, ვურჩევ დაელოდოს 8 დეკემბერს და აუცილებლად ნახოს, თუ რა ხდება ერთ ლამაზ ხის საუნაში. 

 

скачать dle 11.3