კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცდილობდა კოჯრის ტყეში გოგონასთვის სიამოვნების მინიჭებას გიორგი გოგიშვილი და რატომ ვერ მიიღო მან დადებითი შედეგი

„ჯეოსტარში“ კახეთის წარმომადგენელმა, 24 წლის გიორგი გოგიშვილმა თავისი ხასიათით ჯერ კიდევ ქასთინგების დროს შეძლო კონკურსანტებისა და მაყურებლის გულის მოგება. როგორც თავად გიორგი ამბობს: ეს ყველაფერი მისდაუნებურად მოხდა და ძალიან ბედნიერია, როცა ხალხისგან დიდ სითბოსა და სიყვარულს გრძნობს.

 

– საინტერესოა, როგორ ცხოვრობდა გიორგი „ჯეოსტარამდე“, როგორი ცხოვრების სტილი ჰქონდა, რით იყო დაკავებული...

– „ჯეოსტარამდე“ ვმუშაობდი სადისტრიბუციო კომპანიაში. დილის რვის ნახევარზე ვდგებოდი და თერთმეტ საათზე ან თორმეტის ნახევარზე ვამთავრებდი მუშაობას. საშინელი რეჟიმი მქონდა, მაგრამ ადვილად შევეგუე, რადგან ბავშვობიდან ვმუშაობ. თუმცა, მერე, გარკვეული მიზეზების გამო, ამ კომპანიაში მუშაობას თავი დავანებე. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მქონდა პრობლემები. 2 წელი ვიმუშავე, მაგრამ ქიმიურ პროდუქტთან – სარეცხის საშუალებებთან და ასეთ რაღაცეებთან მქონდა ურთიერთობა და ალერგია მომცა. ექიმთან წავედი და მან მითხრა, რომ სამსახურისთვის დამენებებინა თავი, თორემ შეიძლება ძალიან ცუდად ყოფილიყო საქმე.

– დიდი პაუზა გქონდა?

– არა, აგვისტოს დასაწყისში დავანებე თავი და მერე სხვა სამსახურის დაწყებას ვაპირებდი, მაგრამ, რადგან ბავშვობაში ვმღეროდი, გადავწყვიტე, სიმღერას დავბრუნებოდი. „ჯეოსტარამდე“ ვოკალის პედაგოგთან მივედი. შემამოწმა, შეიძლებოდა თუ არა ჩემი მონაწილეობა და მითხრა, რომ შეიძლებოდა. ფაქტობრივად, ქასთინგების პარალელურად, ვრეპეტიციობდი. ნელ-ნელა ვაკეთებდი ყველაფერს. გავაკეთებდი სიმღერას, ვიმღერებდი, გადავიდოდი ტურში და ასე მოვედი „ჯეოსტარში“.

– ანუ, შენთვის „ჯეოსტარში“ მოხვედრა მოულოდნელი იყო?

– რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო. 16 წლამდე ვმღეროდი რობერტ ბარძიმაშვილის სტუდიაში, ოღონდ გუნდში, უკან რომ დგახარ და არ ჩანხარ. სოლო არასდროს მიმღერია. ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი. მერე დავანებე სიმღერას თავი და მალევე უცხოეთში წავედი. რომ დავბრუნდი, დავიწყე მუშაობა, მაგრამ სიმღერასთან შეხება არ მქონია. თუმცა, მეგობრებთან ერთად გიტარის თანხლებით ყოველთვის ვმღეროდი.

– შენ თქვი, უცხოეთში ვცხოვრობდიო. იქ რას საქმიანობდი?

– თავიდან ვსწავლობდი და შემდეგ მუშაობა დავიწყე. ჩავფრინდი ინგლისში და მერე გადავედი ირლანდიაში. ძალიან საინტერესო ქვეყანაა, მაგრამ ცოტა „სტრანნი“ ხალხი ცხოვრობს. თუმცა, ქართველებსაც გვგვანან რაღაცით – მკაცრები არიან. მაგრამ მე, მაინცდამაინც, არ მომეწონა. არ მიყვარს უჟმური ამინდი. თუ ცუდი ამინდია, მაშინვე „ვიგრუზები“, ხასიათზე მეტყობა. როცა მზეა, ყველაზე მაგარ ხასიათზე ვარ. იქ სულ ნესტი, წვიმა იყო. 15 წუთით შეიძლება, გამოსულიყო მზე.

– უცხოეთში დამოუკიდებლად ცხოვრება, მუშაობა, სწავლა ადამიანს ძალიან დიდ გამოცდილებას სძენს.

– ცხოვრება მასწავლა – ამას პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ. როგორც სხვა ქართველებს, მეც შემხვედრია წინააღმდეგობები და ბევრი ცუდიც გადამხდენია. 18 წლის ვიყავი, უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე და უცებ წავედი უცხოეთში. მაგრამ მიმაჩნია, რომ ადამიანმა ასეთ სიტუაციაში აუცილებლად უნდა გამოსცადოს თავი, გზაზე უნდა დადგეს და იშრომოს. არ მესმის ისეთი ადამიანების, რომლებიც არაფერს აკეთებენ და დედ-მამაზე არიან დამოკიდებულნი – ეს ჩემთვის კატასტროფაა. როდესაც წასვლა გადავწყვიტე, სახლში ჩვეულებრივ მივიტანე პასპორტი და ჩემებს ვუთხარი: ლონდონის ვიზა მაქვს და მივდივარ-მეთქი. დედა და მამა ადრე ამერიკაში ცხოვრობდნენ და იციან უცხოეთში ცხოვრების ფასი. ამიტომ, გაგიჟდნენ – სად მიდიხარო. მაგრამ ბევრი ვესაუბრე, უნდა ვისწავლო, ვიმუშავო-მეთქი და დამეთანხმნენ. როდესაც აქ ხარ, ყველაფერს სხვანაირად უყურებ. მე რომ უცხოეთში არ წავსულიყავი, მინიმუმ, მიზანდასახული ადამიანი არ ვიქნებოდი. როდესაც უცხო ქვეყანაში ცხოვრობ, მიზნებს ისახავ და მარტო ამ მიზნებს აღწევ. მერე უკვე ეს თვისება ხასიათში გიყალიბდება და საქართველოში გიადვილდება რაღაცის გაკეთება. „ჯეოსტარის“ შემთხვევაშიც ასე იყო. ვთქვი, უნდა გავიდე-მეთქი და გავედი. ვერ წარმოვიდგენდი, თუ მოვხვდებოდი, მაგრამ მიზანი მაინც მქონდა დასახული. ჩემთვის ყველაზე კარგი ის არის, რომ ხალხისგან ბევრ დადებით ემოციას ვიღებ. როდესაც გავიცნობ ადამიანს, მიღიმის, თბილად მექცევა – ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ყველაფერი დროებითია და მთავარია, ადამიანი რომ შემოგხედავს და გაუხარდება შენი დანახვა. მიხარია, რომ როგორც პიროვნებას და არა: „უი, ეს ჯეოსტარელია“, ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევენ.

– მიზნის მისაღწევ გზაზე შეიძლება, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა, სირთულე შეგხვდეს, როგორ იქცევი ამ დროს?

– მაგალითად, რაღაც პრობლემა გაქვს, მას დაყოფ რამდენიმე ნაწილად და ამ ნაწილებს სათითაოდ ამტვრევ. ბოლოს მიზნის შიგნით ისე აღმოჩნდები, თავადაც ვერ ხვდები. ასე ხდება ყოველთვის ცხოვრებაში, აგვარებ ნელ-ნელა ყველაფერს და მერე დასახულ მიზანსაც აღწევ.

– როგორც მივხვდი, გიყვარს გადაწყვეტილებების სპონტანურად მიღება.

– კი. მიყვარს. უცხოეთშიც სპონტანურად წავედი და იქიდანაც ასე ჩამოვედი. ჩემები სამი წლის განმავლობაში არ მყავდა ნანახი. ერთ დღესაც ავიღე ბილეთი და დილის 5 საათზე დავადექი ოჯახის წევრებს თავზე. სიურპრიზებიც ძალიან მიყვარს. ერთ გოგონას კოჯორში მოვუწყვე ფოიერვერკი. შენ თუ არ ხარ ასეთი ტიპი და შენ თუ არ „გაგისწორდება“, მხოლოდ სხვისთვის ვერაფერს გააკეთებ. მე, უპირველეს ყოვლისა, ეს იმიტომ მსიამოვნებდა, რომ ვიცოდი, ლამაზი რაღაც იქნებოდა, ლამაზად გავიხსენებდი. იმ გოგონასაც მივანიჭებდი სიამოვნებას, გავახარებდი და, რა თქმა უნდა, შედეგსაც ველოდებოდი.

– როგორი იყო შედეგი?

– შედეგი არ იყო კარგი. მაგრამ, ავიყვანე გოგონა კოჯრის ტყეში და მოვუწყე ფოიერვერკი. თან, ზამთარი იყო, ციოდა, კინაღამ კოჯრის ბატალიონი დამადგა თავს – რას აკეთებო.

– როგორი გართობა გიყვარს?

– კლუბებში სიარული არ მიყვარს. არ არის ჩემი სტილი. თუმცა, რა თქმა უნდა, ვყოფილვარ. კაფეში ყავის დალევა და საუბარი მომწონს, ასევე, ბუნებაში გასვლა, პიკნიკი, მდინარე. როდესაც თავისუფალი დრო მქონდა, ვჯდებოდი მანქანაში და ხან სად მივდიოდი, ხან კიდევ სად, ეკლესიებს ვნახულობდი.

– შეგიძლია, გოგონაზე ერთი ნახვისთანავე გადაირიო?

– კი. ეს ჩემი პროფესიაა, მაგრამ არ მიმართლებს, დაჩაგრული ბიჭი ვარ.

– რას გულისხმობ?

– 24 წლის ვარ და შეყვარებული არ მყოლია. როდესაც ვინმე მომწონებია და მის მიმართ ყურადღება გამომიჩენია, მისი მხრიდან ყოფილა „ზერო“. ხშირად მომისმენია ფრაზა: შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ, შენნაირი ბიჭი იშვიათია, მაგრამ – არაო. შევეჩვიე ამას. ბევრჯერ გამიგრძელებია ამის შემდეგ ურთიერთობა, მაგრამ, რაც უნდა გააკეთო, ადამიანს თუ არ უნდა, აზრი არაფერს აქვს. ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შემიძლია, ისეთების, რაც ბევრს არც დაესიზმრება და გამიკეთებია კიდეც. მაგრამ, სიყვარულია თუ მოწონება, მირჩევნია, ორივეს მხრიდან იყოს. რაც არ უნდა გავაკეთო, თუ გოგონას არ ენდომება, არაფერი გამოვა. იცი, როგორ ხდება ხშირად? ერთ ადამიანს უყვარს მეორე და ის მეორე ამ სიყვარულის უფლებას აძლევს, რაც არ მომწონს. ანუ, გოგონას შემთხვევაში: ასეთი კარგი ბიჭია, ვუყვარვარო და შენთან იქნება, მაგრამ არ ეყვარები. ეს ძალიან ცუდია. თუ გოგონა შენ მიმართ იგივე გრძნობით არ არის განმსჭვალული, ძალიან მალე თავს იჩენს ურთიერთობაში: ჩხუბი, დაძაბულობა, გადაჩვევა. ნერვები გვეშლება და სწორედ ამის გამო ინგრევა დღეს ოჯახები.

– შენ აღმოჩენილხარ ასეთ სიტუაციაში?

– არ მქონია ასეთი სიტუაცია. თუმცა, თავი არასდროს აღმომიჩენია ისეთ სიტუაციაში – გოგონასაც ვყვარებივარ, რადგან მისგან ეს არ მიგრძნია. გულდაწყვეტილი არ ვარ, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს.

– ძირითადად, ერთი სტილის გოგონები მოგწონს?

– არა, თუმცა, ერთი ვიცი – ჭკვიანი უნდა იყოს, ძალიან კაპრიზული და რთული ტიპი ვარ. უნდა გამიგოს. ეჭვიანი და სასტიკად აზიატი ვარ. ახლა ჩვეულებრივ ვარ, რამეს ან ვინმეს კი არ ველოდები, ყველაფერი უფლის ნებით იქნება. თუ გამოჩნდება, ვინმე ხომ კარგი, თუ არადა, ვიშვილებ ბავშვს და იმას გავზრდი.

 

 

скачать dle 11.3