დაუჯერებელია, მაგრამ, ფაქტია...
* სულ რაღაც მილიონ ორასი ათასი კოღოა საჭირო, რომ თქვენი ორგანიზმიდან მთელი სისხლი გამოწოვოს.
* ბუენოს-აირესში გამართულ აუქციონზე, ყველას გასაოცრად, არ გაიყიდა მერლინ მონროს ეროტიკული ვიდეო. მის მფლობელს დიდი იმედი ჰქონდა, რომ მინიმუმ 480 000 დოლარს გადაუხდიდნენ.
* ახალ ზელანდიაში მთავრობამ სპეციალურად გამოაქვეყნა დეკრეტი, რომლის თანახმად, მოსახლეობას ეკრძალება შვილებისთვის შემდეგი სახელების დარქმევა. ესენია: ლუციფერი, ჰიტლერი, მესია, სამართლიანობა და მოსამართლე; ასევე, მსაჯი და კიდევ 96 მსგავსი დასახელება.
* ღვინის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ბოთლი 75 000 დოლარად გაიყიდა. ბოთლის წლოვანება ორ ასეულ წელს ითვლის.
* ყოველდღიურად 10 000 000 ჩხირი იგზავნება ჩინეთში, რომლებიც იქ ჩანგლის მაგივრობას წევენ.
* იაპონიაში ფსიქიკური აშლილობით დაავადებულ ბავშვებს რეაბილიტაციის ცენტრებში რობოტი-სელაპები მოემსახურებიან.
* სამხრეთ აფრიკაში ისე სჯერათ ბოროტი სულებისა და მოჩვენებების, რომ, მორგში შემთხვევით მიყვანილმა დაზარალებულმა, რომელიც ავტოკატასტროფაში დაღუპული ეგონათ, ოხვრა-კვნესაში 24 საათი გაატარა. ის შველას ითხოვდა, მაგრამ, ყურადღება არავინ მიაქცია, რადგან გარდაცვლილის სულის გამოძახილი ეგონათ.