კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღმერთთან გასაუბრება თვითმფრინავიდან

 

 

ქაიროს საერთაშორისო აეროპორტის უშიშროების სამსახურის მონაცემებით, ეგვიპტის მოქალაქემ, აბდალა სეიდ აჰმედმა, რომელიც გვიან ღამით შარმ-ელ-შეიხიდან ქაიროში მიფრინავდა, თვითმფრინავის კარის გაღება სცადა. მას ხელი შეუშალეს მგზავრებმა, უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა კი წესრიგის დამრღვევი შებოჭეს და დედამიწაზე დაშვების შემდეგ პოლიციელებს გადასცეს.

დაკავებულმა მგზავრმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ მან, კომერციული კოლეჯის კურსდამთავრებულმა, ერთი კვირის წინ კარგი სამსახური დაკარგა და თვითმფრინავით შინ ბრუნდებოდა. მაგრამ, ფრენის დროს, განცდების გამო ნერვული სტრესი მოუვიდა და გადაწყვიტა, რადგან ასე ახლოს იმყოფებოდა ღმერთთან, მისთვის დახმარება ეთხოვა. 

ანალოგიური შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მოხდა: ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტის მცხოვრები, 60 წლის მგზავრი, რიჩარდ ჯოელ ჰარბერი, რომელიც ოქტომბრის ბოლოს ამერიკული ავიაკომპანია „დელტას“ კუთვნილ თვითმფრინავში იმყოფებოდა, ავარიული კარის გაღებასა და თვითმფრინავის ფრთაზე გასვლას შეეცადა.

 

скачать dle 11.3