კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

 

კითხვა: მყავს ახალი ავტომანქანა 2.0 ძრავით. გავლილი მაქვს 7 400 კილომეტრი და, ფაქტობრივად, წვავს ნორმაზე ბევრად მეტს. იქნებ მითხრათ, რამე აქვს დაზიანებული თუ რა ხდება? რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს?

პასუხი: თქვენს შემთხვევაში, რადგან ავტომობილი ახალი და უცხოურია, ქარხანა-დამამზადებლის მიერ მას აუცილებლად ექნება მინიჭებული შესაბამისი გარანტია. მაგრამ, საეჭვოა, თქვენი პრობლემა გამოწვეული იყოს კვების სისტემისგან და, ამიტომ, ჩემი რჩევაა, ნუ შეეხებით იმ მარეგულირებელ მოწყობილობებს, რომლებიც ქარხნის მიერ არის დარეგულირებული. ავტომობილს მინიშნებული აქვს, თუ რა საწვავზე მუშაობს და, უნდა უზრუნველყოთ იმ ხარისხის საწვავით, ვინაიდან, დაბალი ხარისხის საწვავით სარგებლობის შემთხვევაში, წვის კამერაში არ ხდება საწვავის სრული აფეთქება და ვერ გამოყოფს იმ დაწოლის ძალას, რომელმაც დგუში უნდა მიიყვანოს შესაბამის ბრუნვის მომენტამდე. ამიტომ, საწვავის მიმწოდებელი ეგრეთ წოდებული „დროსელის” საშუალებით ვუმატებთ საწვავის მიწოდებას, რათა მივაღწიოთ სასურველ ბრუნვასა და სიჩქარეს. წვის კამერაში კი იგივე მეორდება და, რაც მეტი ძალით გვინდა, იბრუნოს ძრავამ, მით მეტ საწვავს ვაწვდით სისტემას. რაც ყველაზე ცუდია, საწვავის დაბალი ხარისხის გამო ხდება მისი გარეთ გამობოლვა ნახევრად დაუწვავი აირის სახით, ანუ, ის საწვავი, რომელიც არ დაიწვა და მხოლოდ და მხოლოდ მიმწოდებლის ფუნქცია შეითავსა, გარეთ გამოვა. კატალიზატორის მქონე ავტომობილებზე კი ეს ხშირ შემთხვევაში გამოიწვევს მის ძალიან ინტენსიურ გაბიდვნას და ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ძრავა საერთოდ აღარ დაიქოქოს. ამიტომ, გირჩევთ მაინცდამაინც ამ საკითხში ნუ მოგინდებათ ყველაზე დიდი ეკონომია – ჩაასხით ის საწვავი, რომელიც გათვალისწინებულია თქვენი ავტომობილის ძრავისთვის. ეს არის საკითხი, როცა ეკონომია უფრო მეტ ხარჯს იწვევს. 

კითხვა: შარშან ავტომობილში, სიცივეების დაწყების წინ, ანტიფრიზი ჩავასხი. მაინტერესებს, წელს თუ არის მისი ხელახლა გამოცვლის აუცილებლობა თუ შემიძლია, ამ ანტიფრიზით გავატარო ეს ზამთარიც?

პასუხი: საერთოდ, კარგი ხარისხის ანტიფრიზი, რამდენიმე, დაახლოებით სამ-ოთხ ზამთარს უძლებს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ. ანტიფრიზის მდგომარეობა, ანუ, ხომ არ დააკლდა მას ტემპერატურის, ყინვის მედეგობა, უნდა გადამოწმდეს. იმ ადგილებში, სადაც ანტიფრიზები იყიდება, აქვთ სპეციალური საზომი, რომლითაც ძალიან მარტივად გეტყვიან, რამხელა ყინვას უძლებს თქვენი ანტიფრიზი. შეიძლება, მას თვისებები ჰქონდეს დაკარგული და მხოლოდ კონცენტრატის დამატება დასჭირდეს. გარდა ამისა, წლების განმავლობაში ანტიფრიზი ბინძურდება და ეს ვიზუალურადაც ეტყობა. თუ ძალიან დაბინძურებულია, უმჯობესია, შეიცვალოს, რადგან მან, შეიძლება, წყლის პომპა მწყობრიდან გამოიყვანოს. 

 

 

скачать dle 11.3