კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიხშირით ირწყვება დეიცია ზამთარში და როგორი უნდა იყოს შლუმბერგერას მიწა

ზამთრის სეზონზე ბევრ მცენარეს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რომ არ გაიყინოს. „ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკთან, ბატონ ამირან ბიწაძესთან ერთად, გავარკვევთ, როგორი განათება, ტემპერატურა და მორწყვა სჭირდება დეიციასა და შლუმბერგერას ზამთარში; ასევე, სად უნდა დადგათ, როგორ მოუაროთ და რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს მათ ამ სეზონზე, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

– ბატონო ამირან, მოგვიყევით დეიციას შესახებ...

– სპეციალისტები 50 სახეობის დეიციას ითვლიან. ის ლამაზად მოყვავილე და ფოთოლმცვენი მცენარეა, რომელმაც, შეიძლება, სიმაღლეში 2 მეტრსაც მიაღწიოს. მისი ყვავილები თეთრი ან ვარდისფერია და გამოირჩევა ულამაზესი აგებულებით, თუმცა, სურნელი არ აქვს. ეს მცენარე ნაყოფსაც ისხამს. დეიცია დეკორატორებისთვის ძალზე მიღებული მცენარეა. მისი დაბალი ძირები ბორდიურებად გამოიყენება, ასევე, ლამაზია ქვებთან ერთადაც. ასე რომ, თუ თქვენ გაქვთ აგარაკი ან, თბილისში ცხოვრობთ და თქვენს სახლს აქვს ეზო, აუცილებლად გამოიყენეთ ეს მცენარე სხვადასხვა ადგილის გასალამაზებლად, ბინაში კი მის ქოთანში გაზრდას დასჯერდით. 

– როდის ყვავილობს მცენარე და როგორ გავუხანგრძლივოთ მას ეს პროცესი?

– დეიცია ყვავილობს ივნისის დასაწყისიდან ივლისის ბოლომდე. ეს სახეობა ერთ-ერთი ულამაზესი და უხვად მოყვავილეა. ყვავილობის დროს ტოტები დახრილია მათი სიმძიმით. ყვავილები ტოტების დაბოლოებებზე იშლება. ამ პერიოდის გასახანგრძლივებლად და გასაუმჯობესებლად, დროდადრო დაუმატეთ თხელი ნაკელი. მინერალური სასუქი კი დასჭირდება მაშინ, როდესაც დეიცია ყვავილობას დაამთავრებს. 

– ზამთარში თუა დეიცია ამტანი?

– თუ თქვენ უკვე მოზრდილი მცენარე გაქვთ, ზამთრის ნუ შეგეშინდებათ და მას არც დამატებითი მოვლა დასჭირდება, რადგან, მოზრდილი მცენარე შეუფუთავად გამოიზამთრებს, ახალ ნერგებს კი აუცილებლად სჭირდება ზამთრობით დათბობა. დეიციას ყველა სახეობას ერთნაირი პირობები სჭირდება. 

– რით მრავლდება დეიცია და როგორი პირობები შევუქმნათ ამ დროს მცენარეს?

– საერთოდ, ეს მცენარე კარგად იტანს გადარგვას, ამიტომ, ყველაზე ადვილად ის ბუჩქის დაყოფით – ახალი ამონაყრების გადარგვით მრავლდება. უმჯობესია, ეს ახალი ნერგი მოათავსოთ ღია, მაგრამ, ოდნავ ჩრდილიან ადგილას, რათა მცენარე შუადღის სხივებისგან იყოს დაცული. მას არ უნდა აწუხებდეს ცივი ქარი. არ დადგათ კედელთან ახლოს, ან სხვა მცენარეების სიახლოვეს. ჩარგულ ნერგებს შორის მანძილი ორი მეტრი უნდა იყოს, 50 სანტიმეტრ, სიმაღლის მიწაში.  ფესვების ყელი მიწის პირას უნდა მოხვდეს. 

– როგორი ნიადაგი მოვამზადოთ მისთვის?

– მისი ნიადაგის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: ორი წილი გადამწვარი ნაკელი და სილა, ერთი წილი კი – ტორფი. ამას დაუმატეთ ცოტაოდენი კირი და, თუ ნიადაგი მჟავეა, მაშინ ჩასარგველ ორმოში ჩააყარეთ 300 გრამი გადამწვარი კირი ან ხის ნახშირი. მისთვის ოპტიმალური მჟავიანობაა 7,5. კარგი დრენაჟისთვის შეგიძლიათ ორმოს ძირზე სილა მიაყაროთ.

– რა სიხშირით უნდა მოვრწყათ დეიცია?

– მშრალ და ცხელ ზაფხულში მცენარე მორწყეთ თვეში რამდენჯერმე. შეგიძლიათ, მორწყათ ზემოდან, დასატენიანებლად – საღამოს ან დილის საათებში. ახლა მორწყვა საგრძნობლად უნდა  შეამციროთ და ნაკლები წყალი დაასხათ. 

– რას გვირჩევთ ამ სეზონზე, როგორ შევხვდეთ ზამთარს?

– თუ მცენარე დაზიანებულია გვიანი შემოდგომის ყინვით, სასუქი უნდა მისცეთ მხოლოდ გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარში. ამით ხელს შეუწყობთ მცენარის ზრდის დასრულებას და ამგვარად მის მზადყოფნას ზამთართან შესახვედრად. დეიცია საკმაოდ გამძლეა ავადმყოფობისა და მავნებლების მიმართ. გირჩევთ, ახლა ფესვებზე დიდი რაოდენობით მიაყაროთ მიწა. თუ ყინვისგან ზამთარში მცენარეს დაუზიანდება ყლორტები, არა უშავს, დაელოდეთ გაზაფხულს და მხოლოდ ამ სეზონზე მოაჭერით გაფუჭებული ნაწილები. გაზაფხულზე, ასევე, შეგიძლიათ, ამ მცენარის გაკრეჭა მის გასაახალგაზრდავებლად და ლამაზი ფორმის მისაცემად. მოაჭერით  ყვავილებდაცვენილი ტოტები და ღეროებიც და თქვენი მცენარე მუდამ ლამაზი და შთამბეჭდავი გახდება. 

– რაც შეეხება შლუმბერგერას?!

– შლუმბერგერას ზამთარში კარგი განათება სჭირდება. ამიტომ, ეცადეთ ამ სეზონზე სინათლე არ მოაკლოთ. კვირტები რომ არ დასცვივდეს, ქოთანი არ შეატრიალოთ. ზაფხულში მწველ მზეს მოარიდეთ. ამ მცენარის სხვადასხვა ფერის ყვავილებიანი სახეობები არსებობს და ყველა ულამაზესია.

– რა ტემპერატურა სჭირდება შლუმბერგერას მთელი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით – ზამთარში?

– მთელი წლის განმავლობაში მისთვის იდეალურია ოთახის ნორმალური ტემპერატურა  – 18-24 გრადუსი. საერთოდ, გახსოვდეთ, შლუმბერგერა გრილ ოთახში მეტხანს ყვავის. ამ სეზონზე ძალიან მაღალი ტემპერატურის პირობებში არ ამყოფოთ, რომ შემდგომ უკეთ იყვავილოს.

– როდის ყვავილობს მცენარე და კიდევ რა პირობები შევუქმნათ მას უხვი ყვავილობისთვის?

– მცენარე გაზაფხულზე იწყებს ყვავილობას. მისი კარგად ყვავილობისთვის აუცილებელია, დასვენების პერიოდში, ანუ ზამთარში, სიმშრალისა და სიგრილის შენარჩუნება. მორწყეთ რბილი წყლით. მისი მიწა ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ, არა წყლით ძალიან გაჟღენთილი. 

– კიდევ რა გავითვალისწინოთ, თუ ბინაში შლუმბერგერას ვზრდით?

– ზედმეტ ტენსა და ქარში მცენარეს კოკრები დასცვივდება. დაყვავილებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში მას ნაკლები რაოდენობის წყალი დაუსხით, ხოლო ზაფხულში ნახშირმჟავა-კალიუმიანი სასუქით მორწყეთ ხოლმე. ზაფხულობით, შეგიძლიათ, გარეთაც გაიტანოთ, ოღონდ, მზის გულზე არ დადგათ. შლუმბერგერას სჭირდება ფხვიერი, კარგი დრენაჟის მქონე ნეიტრალური ნიადაგი. შეგიძლიათ, ეს მცენარე საკიდ კალათაში მოათავსოთ და დაკიდოთ ისეთ ოთახში, სადაც კარგი განათებაა.

 

скачать dle 11.3