კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მომწონხარ და სულერთია...

ისე, ქალები მაინც უცნაური არსებები არიან: ისეთ კაცს ამოირჩევენ და დაიყენებენ გვერდით, გაოცდები. მაგალითად, თუ ქალს მამაკაცი მოეწონა, მისთვის უკვე სულერთი ხდება მისი ჭარბი წონა, სიმელოტე, სიდაბლე, მეტყველების სისხარტე... არცთუ იშვიათად შეხვდებით ქალბატონს, რომელიც შეეცდება, დაგიმტკიცოთ, რომ მელოტი თავი კაცისთვის სულაც არ არის ნაკლი, პირიქით, საკმაოდ სექსუალურიც კია. რა არის ეს – ქალური გულუბრყვილობა თუ სირაქლემის პოზაში ყოფნა? სხვათა შორის, მამაკაცები სულაც არ არიან ასეთი „შემწყნარებლები“. მათი უმრავლესობა გამადიდებელი შუშით აკვირდება საკუთარ ცოლსა თუ საცოლეებს და შეუღებავი თმის ერთ ღერსაც არ აპატიებს. რა თქმა უნდა, არსებობს საზღვარი, რომელიც არ უნდა გადალახო არავითარ გარემოებაში და არანაირი გარე ფაქტორების ზემოქმედებისას. თუმცა, ფაქტია: თუ ქალი თავს არ უვლის, მას ამას არავინ აპატიებს; არც არავინ იკითხავს, რჩება თუ არა დრო ამისთვის. კაცი არასოდეს იტყვის – ეს ქალი მომწონს და, სულერთია ფეხსაცმელი კარგად გაპრიალებული ეცმევა, თუ ჭუჭყიანიო. სამაგიეროდ, ქალებს გვახასიათებს ასეთი „გულგრილობა“. ანუ, რა გამოდის? – მამაკაცები „გურმანები“ არიან და მხოლოდ „დელიკატესი“ უნდათ, ქალები კი „ფასტფუდითაც“ ვკმაყოფილდებით?! მამაკაცები უკვე აღარ დასდევენ ტყეში მამონტებს. დიდად არც სარჩოს მოპოვებაზე ზრუნავენ და დრო იმდენი აქვთ, არაფერი დაუშავდებათ, ჰანტელები „ქაჩონ“... თუმცა, რა დროს ამაზე ლაპარაკია, როცა „მწვანე შუქი“ თავადვე ავუნთეთ პოზიციით: „მომწონს და სულერთია,“ მაშინ, ის მაინც მოვთხოვოთ – იყვნენ მორალურად ძლიერები!

скачать dle 11.3